დედობისკენ ნაკლებად მიდრეკილი ქალების TOP-ოთხეული

დედობისკენ ნაკლებად მიდრეკილი ქალების TOP-ოთხეული

რომელთაც ნაკლებად გააჩნიათ სურვილი და მიდრეკილება შთამომავლობის გაგრძელება მიიჩნიონ საკუთარ უმთავრეს მოვალეობად. მოდით, ერთად გადავხედოთ იმ ქალების რიცხვს, ვისაც ამგვარი შეხედულებები გააჩნია და ისიც გავიგოთ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშანი სჭარბობს მათში

მერწყული – როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ქალი მერწყულების დიდი ნაწილი, ნაკლებადაა მიდრეკილი დედობისკენ. მათთვის შვილის გაჩენა და აღზრდა მოვალეობებთან, ბორკილებსა და შეზღუდვებთან ასოცირდება. მერწყულის ჭეშმარიტი ბუნება კი ვერანაირ ჩარჩოებს ვერ ეგუება, თუნდაც ამის მიზეზი საკუთარი შვილი იყოს.

თხის რქა – თხის რქების შემთხვევაში უმთავრესი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ ჩქარობს ეს ქალი შვილის ყოლას არის კარიერისტული მისწრაფებები და სურვილი მუდმივად იყოს ფორმაში. აქედან გამომდინარე, ბევრი თხის რქა ქალი შვილს გვიან ასაკში აჩენს ან ბავშვიც მისი ბიზნეს გეგმის ერთგვარი ნაწილია, რომლის მეშვეობითაც იგი სარფიანად გათხოვების შანსებს იქმნის.

ლომი – ლომი ქალები ახალგაზრდობაზე შეყვარებულები არიან. ნებისმიერი ლომის ბუნებრივი მოთხოვნილებაა იბრწყინოს და იყოს მუდმივი ყურადღების ცენტრში. აქედან გამომდინარე, ქალი ლომის შემთხვევაში დედობის ტვირთზე უარის თქმის მიზეზი, ხშირად საკუთარი ვიზუალური იმიჯის გარშემო ზრუნვა ხდება (ორსულობა ხომ მომატებულ კილოგრამებთან და არცთუ იდეალური სხეულის პროპორციების პერსპექტივასთან ასოცირდება).

თევზები – რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თევზი ქალები პოტენციური დედობის ტვირთზე უმეტეს შემთხვევაში შიშისა და პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო ამბობენ უარს. ქალი თევზი ბუნებით სათუთი, დამოკიდებული და მყიფე არსებაა. ამიტომ მას ნებისმიერი მძაფრი ემოცია აშინებს. შესაბამისად, შვილის ყოლის პერსპექტივა ზუსტად იმიტომ აფრთხობს, რომ სამომავლოდ პატარა ადამიანზე ზრუნვის აუცილებლობა დაუდგება დღის წესრიგში, რასაც იგი მარტო და ერთპიროვნულად თავს ძნელად თუ გაართმევს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?