ექსპერტი სამზარეულოში, ლოგინში, ფულის განიავებასა თუ ბიზნესში - ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ექსპერტი სამზარეულოში, ლოგინში, ფულის განიავებასა თუ ბიზნესში - ქალები  ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ხასიათში გამორჩეული თვისებები და რაიმე სახის ნიჭი, რომელიც სხვას არ აქვს ან აქვს, ოღონდ მცირე დოზით. მინდა სახალისო და საინტერესო სტატისტიკა შემოგთავაზოთ, იმის გასარკვევად თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს რა "ნიშა" აქვს მიჩნეული მამაკაცების შეფასებით ამა თუ იმ სფეროში.

როგორც აღმოჩნდა, სამზარეულოს ექსპერტებად და საუკეთესო კულინარებად – კურო, კირჩხიბი და სასწორი მიიჩნიეს მამაკაცებმა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბდებული ქალები შესანიშნავად ახერხებენ ოჯახური ჰარმონიის შექმნას, მოსწონთ დიასახლისის როლი და გემრიელი კერძების კეთება მათში შემოქმედებით იდეებს აძლიერებს.

ლოგინში სექსსის ექსპერტებად მორიელის, ვერძის, ტყუპისა და მერწყულის ნიშნით დაბადებული ქალები იქნენ იქნა მიჩნეული. როგორც მამაკაცებს მიაჩნიათ, ასეთი ქალები სამზარულოსთან "მტრობის" კომპენსაციას შესანიშნავად ახერხებენ კარგი სექსუალური ტემპერამენტის ხარჯზე. მორიელი და ვერძი თანდაყოლილი ცხელსისხლიანობისა და ვნებიანობის ხარჯზე, ხოლო მერწყული და ტყუპი იმპროვიზატორული ბუნებითა და ექსპერიმენტების სიყვარულით.

რაც შეეხება ბიზნესს და საერთო ოჯახური ბიუჯეტის შევსება-დაზოგვის საკითხს, ამ მხრივ მამაკაცებს ყველაზე დიდ მონაპოვრად ქალწული და თხის რქა ქალები მიაჩნიათ. ასეთი ქალები მამაკაცზე უკეთ უძღვებიან ოჯახს ფინანსური კუთხით და მამაკაცს შეუძლია მისი იმედი ყოველთვის იქონიოს.

დაბოლოს, ფინანსების ოსტატურად განიავების დარგში ექსპერტებად მამაკაცები თევზ, ლომ და მშვილდოსან ქალებს თვლიან. მამაკაცების აზრით, ამგვარი ქალები ყველაზე უფრო ხელგაშლილად ანიავებენ მეუღლეების კაპიტალს და შემდგომში აღშფოთებას ვერ მალავენ მათი მხრიდან წამოსული შენიშვნების გამო. უფრო მეტიც – პარტნიორებს "ძუნწებად" და მერკანტილურებადაც კი ნათლავენ საბოლოო ჯამში.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?