თავისუფალ კუროებს ოქტომბერში სამსახურებრივი რომანი ელით. ერთად ახალ პროექტზე იმუშავებთ და მატერიალურად მოძლიერდებით. დაქორწინებულებმა მეტი დრო გაატარეთ ერთად. ერთად გადაწყვიტეთ საოჯახო საქმეები და ბიუჯეტიც შეთანხმებულად გადაანაწილეთ. მარტოხელები ზურგს ნუ შეაქცევთ ადამიანს, რომელსაც თქვენ მიმართ გრძნობები აკავშირებს.
საქმეებითა და ვალდებულებებით იმდენად ხართ დაკავებული, რომ საწინააღმდეგო სქესის ადამიანმა თქვენ მიმართ ინტერესი რომც გამოავლინოს, ამას ვერც იგრძნობთ და შეამჩნევთ. დაქორწინებულები მეუღლის გვერდით მოიწყენენ და გასართობად მეგობრებს მიაკითხავენ. გარდა ამისა, შეიძლება გამწვავდეს ძველი კონფლიქტიც. თვის დასაწყისში რომანტიკული შეხვედრა გელით. თუმცა, სიყვარული გვერდზე გადაიწევს და წინ საქმეები ჩაენაცვლება.
კირჩხიბი
მარტოხელებს ახალი რომანის დაწყება გელით. ახალი პარტნიორი ერთგული და საიმედო იქნება. და შეიძლება ის თავდავიწყებით შეგიყვარდეთ. დაქორწინებულებს ჰარმონიული პერიოდი გელოდებათ. მშვიდად მოაგვარეთ თქვენი საქმეები. იყავით სამართლიანი. თვის ბოლოს ნუ ჩაიკეტებით საკუთარ ნაჭუჭში.
თუ მოინდომებთ, მარტოობისგან გათავისუფლდებით. თქვენ გვერდით გაჩნდება ადამიანი, რომელიც ყველა უსიამოვნების მოგვარებაში დაგეხმარებათ. იქნება ერთგული და ელეგანტური. დაქორწინებულებს რომანტიკისა და ღალატიკენ გაუწევს გული. მოულოდნელი სექსი თავდაყირა დააყენებს თქვენს ცხოვრებას. თვის ბოლოს არჩევანის წინაშე დადგებით.
თვის დასაწყისში დაწყებული რომანი მოულოდნელობებით იქნება აღსავსე და კარდინალურად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ. დაქორწინებულები ჩამოყალიბდით და მეუღლეც გაარკვიეთ თქვენს სურვილებში. შუა ოქტომბერში სურვილი აგისრულდებათ. თვის ბოლოს პირადი ცხოვრება შეგეცვლებათ.
თუ მოინდომებთ, პირადი ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვლებათ. მთავარია, გაერკვეთ საკუთარ სურვილებში. თქვენი მოთხოვნების გამო გაგირთულდებათ დამოკიდებულება მეუღლესთან. ზოგჯერ დათმობაც კარგია. თვის დასაწყისში პარტნიორი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. შუა ოქტომბერში საყვარელ ადამიანზე მზრუნველობა და თქვენი სიყვარულის დამტკიცება მოგიწევთ.
მარტოხელებს ახალი რომანის დაწყება ელით. ყველაფერი იდეალურად წარიმართება, თუ შეარბილებთ თქვენს ქცევებს. დაქორწინებულებს პოზიტიური ცვლილებები და სიახლეები გელით. ზოგიერთი ბუდის განახლებას გადაწყვეტს. თვის დასაწყისში ისეთი რაღაც მოხდება, რაც სრულიად შეცვლის თქვენს პირად ცხოვრებას. შუა ოქტომბერში პარტნიორულ ურთიერთობაში ჰარმონია დაისადგურებს. თვის ბოლოს კიდევ ერთი ცვლილება გელით.
მარტოხელებს პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები გელით. შეიძლება ერთმა ადამიანმა ისე გაგიტაცოთ, რომ სხვა პარტნიორების მოძიება აღარ გახდეს საჭირო. თუმცა, შემთხვევითი კავშირებიც არაა გამორიცხული. მეუღლესთან სერიოზულმა დაპირისპირებამ შეიძლება ღალატისკენ გიბიძგოთ. თვის დასაწყისში მოერიდეთ სპონტანურ სექსს. ოქტომბრის ბოლოს ნუ ჩაიდენთ ისეთ რამეს, რასაც ინანებთ.
მარტოხელებს დაუვიწყარი, ვნებიანი რომანით დაამახსოვრებს ოქტომბერი თავს. ეცადეთ, არავინ ჩაერიოს თქვენს პირად ცხოვრებაში. განსაკუთრებით "კეთილი რჩევებით". მისი საქციელის შემდეგ გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. თვის ბოლოს რომანტიკული მგზავრობა გელით.
შეიძლება ისეთ ადამიანთან გააბათ რომანი, რომ გარშემო მყოფები შოკში ჩააგდოთ. დაუახლოვდებით ადამიანს, რომლის მიმართაც სიმპათიას დიდი ხანია გაინცდით. მეუღლესთან კონფლიქტის ნაცვლად საერთო საქმე გამონახეთ, რომელიც კიდევ უფრო დაგახლოებთ. თვის ბოლოს საყვარელი ადამიანი რომანტიკული სიურპრიზით გაგანებივრებთ.
თევზები
ზაფხულში მომხდარი მოვლენების გამო ოქტომბერში ნაკლებად შეიცვლება თქვენი პირადი ცხოვრება. უფრო მეტიც, შეიძლება, თავადაც არ მოისურვოთ რომანტიკული ურთიერთობის დაწყება-გაგრძელება. ამ თვეში მეუღლის გრძნობებს სანდოობაზე გამოცდით. შუა თვეში მნიშვნელოვანი ცვლილება გელით იმ ადამიანთან, რომელიც თქვენთვის ძვირფასია. ოქტომბრის ბოლოს გრძნობები გაგიგრილდებათ და მოვლენებს უფრო რეალურად შეაფასებთ.