იდეალური ასტროლოგიური წყვილის ფორმულა -ჰაერის სტიქიის ნიშნებში

იდეალური ასტროლოგიური წყვილის ფორმულა -ჰაერის სტიქიის ნიშნებში

. თუმცა, დაბადების რუკის მიხედვით, ერთ ადამიანში შესაძლოა თავმოყრილი იყოს ოთხივე სტიქიის თვისებები ან მხოლოდ წყალი-ცეცხლი, მიწა-ჰაერი, ან წყალი-მიწა კომბინაციები. აქედან გამომდინარე ხდება ის, რომ მხოლოდ ზოგადი ფორმულა არსებობს ორი ადამიანის თავსებადობის გამოსათვლელად ასტროლოგიური კუთხით, იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ პროფესიონალურად არ ვაკეთებთ წყვილის სინასტრიულ ( ზუსტი თავსებადობის) ჰოროსკოპს.

ზოგადი მსჯელობით კი ყველაზე საუკეთესო ვარიანტად ურთიერთგაგების მხრივ წყვილებში მათი ერთი და იმავე სტიქიის წარმომადგენლობა მიიჩნევა. მაგ., ცეცხლი (ლომი) ასევე ცეცხლს (ვერძი) უგებს კარგად, წყალი (კირჩხიბი) ასევე წყალს (მორიელი) და ა.შ.

მე გადავწყვიტე სტიქიების მიხედვით ჩამოვაყალიბო მოკლე რევიუ წყვილების თავსებადობაზე მათი მმართველი სტიქიის გათვალისწინებით.

ამჯერად უკვე ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებზე - ტყუპი, სასწორი, მერწყული ვისაუბრებთ

ტყუპი-სასწორი ამ ორს შორის ძალიან ბევრია საერთო. პირველ რიგში კი, ისინი ემოციურად ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს ახასიათებს ცხოვრებისადმი ოპტიმისტური მიდგომა, გამუდმებით პოზიტივის ძიება და სიახლეების სიყვარული. ამას გარდა ტყუპი სასწორს ყოველთვის უქმნის გარკვეულ „ბექგრაუნდს“ პროფესიულ სფეროში წარმატების მისაღწევად. მას აქვს უნარი ბუნებით მერყევი სასწორი, ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისკენ წააქეზოს ან მიმართულების არჩევაში დაეხმაროს ამ უკანასკნელს, როცა იგი ვერ წყვეტს კონკრეტულად საით წავიდეს. ასეთი წყვილებისგან დაკომპლექტებული ოჯახები სტუმართმოყვარე და ხმაურიანია. მათთან ყოველთვის იკრიბებიან მეგობრები ჭიქა ჩაიზე ან ყავაზე საბაასოდ.

სასწორი-მერწყული ძალიან მომგებიანი კომბინაციაა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მათ შორის ქალია სასწორი, მამაკაცი კი მერწყული. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მერწყულის ნიჭის და შესაძლებლობების იდეალურ პროპაგანდას ცოლი სასწორი ითავებს, თანაც საკმაოდ წარმატებით. იმ შემთხვევაში კი, როცა ქალი მერწყულის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელია, შესაძლოა სასწორ ქმარს მან შემოქმედებითი ნიჭის განვითარება-პოპულარიზაციაში შეუწყოს ხელი. ამ ორს შორის ყოველთვის იქნება მჭიდრო ინტელექტუალური კავშირი. ამიტომ ერთად ისინი არასოდეს მოიწყენენ.

ტყუპი მერწყული - ისინი ერთმანეთს ავსებენ, არამხოლოდ ინტელექტუალური არამედ სექსუალური კუთხით. ერთიც და მეორეც ინტიმურ ურთიერთობაში ექსპერიმენტების მოყვარულია. აქედან გამომდინარე, მათ კავშირს საუკეთესო სექსუალური თავსებადობაც უმაგრებს ზურგს. ამას გარდა, ტყუპი შესანიშნავი თანაშემწე და დამხმარეა მერწყულისთვის, რომელსაც როგორც წესი ყოველთვის მოსდის თავში გენიალური იდეები და პროექტები.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?