იდეალური ასტროლოგიური წყვილის ფორმულა - მიწის სტიქიის ნიშნები

იდეალური ასტროლოგიური წყვილის ფორმულა - მიწის სტიქიის ნიშნები

. თუმცა, დაბადების რუკის მიხედვით, ერთ ადამიანში შესაძლოა თავმოყრილი იყოს ოთხივე სტიქიის თვისებები ან მხოლოდ წყალი-ცეცხლი, მიწა-ჰაერი, ან წყალი-მიწა კომბინაციები. აქედან გამომდინარე ხდება ის, რომ მხოლოდ ზოგადი ფორმულა არსებობს ორი ადამიანის თავსებადობის გამოსათვლელად ასტროლოგიური კუთხით, იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ პროფესიონალურად არ ვაკეთებთ წყვილის სინასტრიულ ( ზუსტი თავსებადობის) ჰოროსკოპს.

ზოგადი მსჯელობით კი ყველაზე საუკეთესო ვარიანტად ურთიერთგაგების მხრივ წყვილებში მათი ერთი და იმავე სტიქიის წარმომადგენლობა მიიჩნევა. მაგ., ცეცხლი (ლომი) ასევე ცეცხლს (ვერძი) უგებს კარგად, წყალი (კირჩხიბი) ასევე წყალს (მორიელი) და ა.შ.

მე გადავწყვიტე სტიქიების მიხედვით ჩამოვაყალიბო მოკლე რევიუ წყვილების თავსებადობაზე მათი მმართველი სტიქიის გათვალისწინებით.

ამჯერად მიწის სტიქიის წყვილებზე (კურო, ქალწული, თხის რქა) ვისაუბრებთ

კუროს და ქალწულს – საკმაოდ ბევრი რამ აქვს ხასიათში საერთო, თუმცა მათ შორის გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაც არსებობს. საერთო ის აქვთ, რომ ერთსაც და მეორესაც ძალიან უყვარს კომფორტი, თავის მოვლა-განებივრება და შესაძლებლობების ფარგლებში, წინდახედულად ცხოვრება. თუმცა, კურო, რომელიც ცნობილი გურმანია, ხშირად შეიძლება კატეგორიულად არ იზიარებდეს მეწყვილე ქალწულის თვისებას ნებისმიერ კერძს ეჭვის თვალით შეხედოს რესტორანში და მისი დამზადების ტექნოლოგია/ინგრედიენტები გულდასმით გადაამოწმოს. ქალწულების დიდი ნაწილი, უზომოდ დიდ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ცხოვრების წესს და კვების რაციონს. კუროს კი მამაპაპურად მოლხენა და დივანზე საღამოების გატარება უფრო ეამება ზოგჯერ. რის გამოც შესაძლოა მისმა ქალწულმა მეორე ნახევარმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს იგი.

ქალწული და თხის რქა – გაცილებით უფრო ჰგვანან ერთმანეთს ტემპერამენტით ვიდრე კურო და ქალწული. თხის რქა ქალწულივით მოზომილი, ფრთხილი და წინდახედულია ემოციების გამოხატვის კუთხით. გარდა ამისა, მას ქალწულისთვის დამხასიათებელი ასკეტური ცხოვრების სტილიც კარგად ესმის. მათ შორის სრული ჰარმონიაა ემოციური კუთხით, თუმცა პრობლემა ჩნდება მაშინ, როცა თხის რქა აქტიურად მოინდომებს დომინანტის პოზიციის დაკავებას და ამის ხაზგასმას. ქალწული ასეთ დროს აუცილებლად გააპროტესტებს მეორეხარისხოვან როლს, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად სულაც არ არის წინააღმდეგი "მეფის მრჩეველი" იყოს ვიდრე თავად "მეფე". უბრალოდ, მის მეწვრილმანე ბუნებას ამით კიდევ ერთი საბაბი მიეცემა სადავიდარაბოდ. სამაგიეროდ, თხის რქა მისთვის წინამძღოლი და მხარდამჭერია თუკი იგი დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას "დედლაინების" გამო წინასწარ განიცდის და დარდობს. ასეთ დროს თხის რქა მზადაა ქალწულს როგორც ემოციურად ისე საქმითაც დაეხმაროს, რასაც ქალწული აუცილებლად დაუფასებს.

თხის რქა და კურო – საკმაოდ კარგი წყვილი შეიძლება იყოს უმთავრესად სექსუალური კუთხით. კუროს სექსუალურ მადას შესანიშნავად უღებს ალღოს და აკმაყოფილებს ბუნებით ძალზე ვნებიანი თხის რქა. მათი აზრები და შეხედულებები ჰარმონიულია ასევე ფინანსებთან და საოჯახო საკითხებთან დაკავშირებით. ორივეს უყვარს ფული და ხშირად "საერთო ყულაბაც" გააჩნიათ არამხოლოდ ბანკში, ოჯახში მუთაქის ქვეშ. თუმცა თხის რქის თვისებამ მკაცრი და ხისტი მითითებები მისცეს პარტნიორს სხვადასხვა წვრილმანი საკითხების დასარეგულირებლად, შეიძლება ჯიუტი კურო ძალიან გაანაწყენოს, რაც იმას გამოიწვევს, რომ მიუხედავად სურვილისა იგი პრინციპულად არ შეასრულებს თხის რქის მენტორულ მითითებებს. ამიტომ მთავარი პრობლემა – სიჯიუტე ამ წყვილში აუცილებლად უნდა იქნეს დარეგულირებული.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?