ივნისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ასტროლოგ ვერა ხუბელაშვილისგან

ივნისის სასიყვარულო ჰოროსკოპი ასტროლოგ ვერა ხუბელაშვილისგან

ვერძი

რომანტიკით და ფლირტით ტკბობის თვე დაგიდგათ. მსუბუქი ურთიერთობა შეიძლება სერიოზულ კავშირში, დაუვიწყარ რომანში გადაიზარდოს. სიყვარულით აღფრთოვანებული ზოგიერთი ვერძი ხელოვნებაში გადაიტანს თავის გრძნობებს.

Astrologia
კურო

ეცადეთ, ყველგან და ყოველთვის მიმზიდველი იყოთ საწინააღმდეგო სქესისთვის. ნუ მოდუნდებით მაშინაც კი, თუ მყარი ურთიერთობა გაქვთ. აგრძნობინეთ საყვარელ ადამიანს, რომ ამქვეყნად მასზე უკეთესი არავინ გყავთ.

Astrologia
ტყუპი

სიყვარულის პლანეტა ვენერა 9 ივნისს თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოინაცვლებს, რაც

იმას ნიშნავს, რომ გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. ეცადეთ, პატივისცემით განიმსჭვალოთ სხვათა გრძნობების მიმართ. არავის დასცინოთ და უფრო მეტიც, შეყვარებულიც არავის წაართვათ.

Astrologia
კირჩხიბი

4 ივნისს მერკურიმ თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადმოინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ რომანტიკულ სფეროში შტურმით მოქმედება უნდა დაიწყოთ. მეტი ურთიერთობა და ინტელექტის გამოხატვა გესაჭიროებათ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, ივნისში მარტოობა არ გელით.

Astrologia
ლომი

ივნისი მეტად დასვენების, მოდუნების თვეა. მიმზიდველი და სასურველი ხართ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისთვის. ვარსკვლავები წარმატების მოპოვებას გპირდებიან. ენდეთ ვარსკვლავებს, მათ უკეთ იციან.

Astrologia
ქალწული

დაფიქრდით, იქნებ უნდა შეცვალოთ თქვენი წარმოდგენა რომანტიკაზე? ეს განსაკუთრებით მორიდებულ და საკუთარ თავში ჩაკეტილ ქალწულებს ეხებათ. 10 ივნისამდე შანსი გაქვთ, საინტერესი და საიმედო ადამიანი გაიცნოთ.

Astrologia
სასწორი

რომანტიკულ სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ გელით. მარტოხელებს ფლირტი ელით. არსებულ ურთიერთობებში მცირე უსიამოვნებებია მოსალოდნელი 20 ივნისისთვის. თუ საყვარელი ადამიანის მიმართ ყურადღებით იქნებით, კონფლიქტებს აიცილებთ.

Astrologia
მორიელი

მშვიდი თვე გელით. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. ჩაეწერეთ ფიტნესზე, მასაჟზე, სილამაზის სალონში. ეს აუცილებელია თქვენთვის. მხოლოდ ლამაზი კი არ უნდა იყოთ მუდამ, ჯანსაღად და დასვენებულადაც უნდა გამოიყურებოდეთ.

კითხვა განაგრძეთ marao.ge-ზე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?