ქალი კურო & მამაკაცი ქალწული

ქალი კურო & მამაკაცი ქალწული

იდეალური წყვილი – მიშელ პფაიფერი და დევიდ კელი

მაგრამ კუროს უპირატესობა იმაშია, რომ ქალწულთან ერთი სტიქია აკავშირეს და განსაკუთრებით გაუადვილდება თუ ქალწული თავად გამოიჩენს მის მიმართ ინტერესს. თანაც, ორივე ერთგული და მუდმივ პარტნიორულ ურთიერთობას ანიჭებს უპირატესობას. ქალწულს ხიბლავს კურო ქალი, რომელიც სხვებთან შედარებით ნაკლებად ჭირევულია, ღრუბლებში არ დაფრინავს და საჭირო დროს მისი დამშვიდება შეუძლია. არც ნერვებს უშლის...

ქალწულ მამაკაცს მშვიდი ქალები ხიბლავს, რომლის სიტყვებიც და საქციელიც გააზრებული და დაფიქრებულია. არ ჩქარობენ და შეცდომებიც იშვიათად აქვთ. თუ თავად ქალწული არ ხართ, ვერასდროს მიხვდებით რას ნიშნავს ისეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, ვინც არ უშვებს შეცდომებს და რომლებსაც მერე თქვენი მოსაგვარებელი არ გახდება. იძულებული კრიტიკოსის როლი ნაკლებსასიამოვნოა.

Astrologia

არც კურო და არც ქალწული ტყუილად ნერვებს არ მოიშლის. ორივეს მშვიდი ნერვები აქვს. ქალწულს შეიძლება ნერვული ტიკი ჰქონდეს ან ფრჩხილების კვნეტა ახასიათებდეს. ხოლო თუ კურო მწყობრიდან გამოვიდა, მისი აფეთქება ყველას დიდხანს ემახსოვრება. მაგრამ არც მისი მზრუნველობაა დასავიწყებელი. ქალწულის მოსავლელად კურო ყოველთვის მზადაა. კომფორტსაც შეუქმნის, გემრიელი კერძითაც გაუმასპინძლდება და თბილი სიტყვასაც არ დაიშურებს. ქალწული ბედნიერია, მის გვერდით ხომ ნამდვილი ქალია, რომელშიც ჰარმონიულადაა შერწყმული ჭკუა და მგრძნობები.

კურო ქალს კარგად ეხერხება ლაპარაკი და ამასთანავე, შესანიშნავი მსმენელია. როგორც წესი, ქალწული მამაკაცი ძალიან ჭკვიანურად და საინტერესოდ საუბრობს. მაგრამ საწოლში ორივე დუმს. კუროს არ უნდა რომანტიკული გოგონასვით ჩაიძიროს სიყვარულში. ქალწულის კი რომც მოუნდეს ვნებიანი სიტყვების წარმოთქმა, შეიძლება შერცხვეს კიდეც მათი გაჟღერების. ქალწული ცივი მამაკაცი არაა. არც სექსის უარყოფს, შეიძლება ითქვას, სრულყოფილი საყვარელიცაა, მაგრამ აი, სიყვარულზე ლაპარაკი არ გამოსდის. სხვათა შორის, ზოგიერთი მამაკაცი ქალწული სასიყვარულო ინტრიგის წინააღმდეგი სულაც არაა. ისინი ზოგჯერ მორალური პრინციპებისგან თავისუფალ ქალებს იზიდავენ, მათთან თავს თავისუფლად გრძნობენ. არასდროს მოუწყობენ ეჭვიანობის სცენებს, რადგან მათი ურთიერთობა გულზე არ გადის. ამ კავშირისგან ისინი მხოლოდ ჯანსაღ სიამოვნებას იღებენ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ თავად არასდროს ეძებს თავგადასავლისთვის ქალს. ეს პროცესი ღლის კიდეც, რადგან იგი ხანგრძლივი და მყარი ურთიერთობისთვისაა შექმნილი. სანამ მას ქალი კურო არ გააბამს საკუთარ მახეში.

Astrologia

კურო ქალს უნდა ახსოვდეს, რომ ქორწინება მამაკაცი კუროსთვის ერთად დროსტარების საუკეთესო საშუალება უნდა იყოს და არა შინაპატიმრობა. ერთი მხრივ არ უნდა შეუზღუდოს თავისუფლება, მეორე მხრივ კი უნდა მიიჩვიოს: თავისი ღიმილით, სუნით, დილაობით მომზადებული საუზმითა და კარადაში გამოწყობილი დაუთოებული პერანგებით.

თანაცხოვრების პირველ წლებში შეიძლება ქალწულს უჩვეულოდ მოეჩვენოს, რომ ქალი კურო ზედმეტი ნივთებით ცდილობს მოიწყოს სახლი. კუროს კი გააკვირვებს ქალწული მამაკაცის თითქმის სპარტანული "კომფორტი" თუმცა, არც ერთი არაა მფლანგველი და ამ საკითხშიც მალევე დაზავდებიან. ისინი არც სხვა საკითხებზე იკამათებენ დიდხანს. კუროს შეუძლია ყველა კონფლიქტი მშვიდობიანად მოაგვაროს და ყველაფრისადმი სკეპტიკურად განწყობილი ქალწულის გულიც გაალხვოს. თუ კურო ქალი ქალწული მამაკაცის მოხიბვლას ეტაპობრივად, მზრუნველობითა და გამჭრიახობით შეეცდება, ქალწული მამაკაცი მანამდე გახდება მისი ერთგულ, ვიდრე თავად გააცნობიერებს ამ ფაქტს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?