ქალი კურო & მამაკაცი კურო

ქალი კურო & მამაკაცი კურო

იდეალური (ეკრანული) წყვილი: ჯორჯ ქლუნი და მიშელ პფაიფერი

მამაკაცი კურო დასახული მიზნისკენ ჯიუტად, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს. მას გააჩნია უნარი იტვირთოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე, ღირსეულად გაართვას თავი. მან ყოველთვის ზუსტად იცის თუ რა უნდა ცხოვრებაში და როგორ, რა მეთოდებით და დროის რა შუალედში მიაღწევს ამას. მართალია საშინლად ჯიუტია, მაგრამ ამ კაცს არ გაუჭირდება მსხვერპლის გაღება საყვარელი ადამიანისთვის, თუკი დარწმუნდა, რომ მისი მხრიდან ეს მსხვერპლი საჭირო და აუცილებელია. ქალი კურო, რომელიც ცხოვრებაში ამ მამაკაცის სიმპათიის ობიექტი ხდება, ძალიან მალე ახერხებს მის გულში ფესვების ღრმად გადგმას. კაცმა რომ თქვას, რა არის ამაში გასაკვირი? ისიც მასავით მშვიდი, მიზანმიმართული, მშრომელი და ჯიუტია. მასაც ისევე ურჩევნია საღამოობით, შინაურ გარემოში ყოფნა ხმაურიან თავყრილობებსა და გართობას, როგორც მამაკაც კუროს. უკეთეს დიასახლისს ალბათ საკუთარი ოჯახური კერისთვის რომელსაც კურო მამაკაცი ასეთი მონდომებით აშენებს იგი ნაკლებად იპოვნის. მათ შორის ძალიან ბევრი საერთოა დაწყებული საყვარელი კერძებით, დამთავრებული სოლიდური ანგარიშით ბანკში. ამიტომ თუ ამ ორს შორის მთავარი პლანეტები ჰარმონიაში მოდის ერთმანეთთან, ისინი ერთობლივად და დიდი სიამოვნებით დაიწყებენ იმ საერთო "ციხესიმაგრის" შენებას, რომელსაც ოჯახი ეწოდება. მათ ერთნაირად ხიბლავთ სიმყუდროვე. ტრადიციული კერძები ურჩევნიათ ექსტრავაგანტურ კუს სუპს, სირაქლემის კვერცხებით და ორივემ ზუსტად იცის, რომ სანტა-კლაუსები და მსგავსი ტიპის აფერისტები რეალურ ცხოვრებაში არ არსებობენ. ამიტომ არც იმის ილუზიას იქმნის რომელიმე, რომ ერთ დღესაც ზეცა გაიხსნება და ფულის წვიმა ესხურებათ თავზე. ფული ეს ისეთი რამაა, რაც მხოლოდ და მხოლოდ შრომით უნდა მოიპოვო, ამაში ორი კურო ძალიან კარგად თანხმდება. სამაგიეროდ, რამდენიმეწლიანი მუყაითი შრომის შემდეგ, როცა ბანკში საერთო ანგარიში სოლიდური ნულებით შეივსება, სწორედ მათ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ ქალაქის ცენტრში, ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური სახლი შეიძინონ. რაღა თქმა უნდა, ღია ვერანდით, გამწვანებითა და აუზით. თუმცა, მანამ ეს მოხდება, ქალი კურო მოთმინებითა და რუდუნებით დაეხმარება მეუღლეს დასახული მიზნისკენ სავალ გზაზე, საკუთარი თანაგომით, რათა მან რაც შეიძლება მტკიცედ შესძლოს სვლა წინ,  მხოლოდ წინ და არც ერთი ნაბიჯით უკან! ამასთან ერთად, მას არასოდეს დასცდება საყვედური იმის გამო, რომ ეკონომია უწევს, ვიწროდ ცხოვრობენ და ა.შ.

Astrologia

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ამ ორმა ერთხელ მაინც დაიწყო  ურთიერთობაში სიტყვა "არას" გამოყენება, საქმე საკმაოდ რთულად წავა. ეს კი მაშინ ხდება, როცა ვთქვათ კურო ქალს ძალიან უნდა ბავშვი, ქმარი კურო კი მიიჩნევს რომ პატარას გაჩენა აჯობებს საბანკო ანგარიშის გაზრდამდე გადადონ. ამ შემთხვევაში ჯიუტი კურო ქალი, მაინც მოახერხებს დაფეხმძიმებას და არა ერთი შვილის, ტყუპის გაჩენასაც გამოჰკრავს ხელს. შესაძლოა მათი სიჯიუტე სახლის მოწყობის ან საოჯახო ტექნიკის შეძენის დროსაც გადაიკვეთოს. მაშინ როცა ქალი კურო პრინციპულად ამტკიცებს, რომ აუცილებლად სჭირდება ძვირად ღირებული მიკროტალღური ღუმელი, ქმარი კურო თვლის, რომ გემრიელი ნამცხვრების ცხობა ჩვეულებრივი გაზქურითაც შეიძლება. საქმე იმაშია, რომ კუროსთვის მთავარი კომფორტია, თუკი მამაკაცი კურო კომფორტს გემრიელად ჭამა-სმაში ხედავს, ქალი კურო ამ ნოყიერი სადილ-ვახშმის მომზადების პროცესში შექმნილი კომფორტით იღებს სიამოვნებას.

აი რატომაა ორი კუროს სიჯიუტის გადაკვეთა სახიფათო მოვლენა მათ ურთიერთობაში. როგორც წესი, კუროს სიჯიუტე ურყევია, არ აქვს მნიშვნელობა ქალია იგი თუ მამაკაცი. ამიტომ გამძლეობაზე ტესტის ჩატარებას ამ წყვილს ასტროლოგები მაქსიმალურად არ ურჩევენ. იმიტომ რომ, მათ შორის "ცივი ომი" შესაძლოა არა ერთი დღე ან ერთი კვირა, წლებიც კი გაგრძელდეს. თვისება გაჯიუტების შემთხვევაში, პარტნიორის თვალით სიტუაციის დანახვაზე უარი თქვას, კუროების წყვილს საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის ურთიერთობაში. თუმცა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელებს აქვთ ერთი ძალიან კარგი თვისება, მართალია ისინი ხანგრძლივად აცხადებენ უარს რაიმე ახლის მიღებაზე, მაგრამ თუკი კურომ საბოლოოდ მიიღო და გააცნობიერა ის ფაქტი რომ ცდება, იგი საკუთარ შეცდომაზე შესანიშნავად სწავლობს. ამიტომ მომავალში იგივე პრობლემის წინაშე სავარაუდოდ აღარასოდეს დადგება. აქედან გამომდინარე, თუკი ორი კუროს ურთიერთობაში ამგვარი გარდამტეხი მომენტი მოხდა, მათ უკვე მიეცემათ შესაძლებლობა სამომავლოდ ნებისმიერი სახის პრობლემა ურთიერთსიჯიუტით კი არ გაამწვავონ, არამედ ხელიხელჩაკიდებულებმა ხარის სიჯიუტით შეძლონ მისი სამუდამოდ აღმოფხვრა და დავიწყება.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?