ქალი კურო & მამაკაცი სასწორი

ქალი კურო & მამაკაცი სასწორი

მაგნიტური მიზიდულობა გააჩია. ორივე ვენერით მართული ნიშანია, მათი ესთეტიური აღქმა და ფასეულობები დიდწილად ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა ვერც პრობლემების გარეშე გამოვძვრებით.

ასტროლოგები თვლიან, რომ ამ ორს ერთმანეთს იმაზე კარგად ესმის, ვიდრე ერთი და იმავე სტიქიის წარმომადგენლებს. შეგახსენებთ, სასწორი - ჰაერია, კურო კი მიწა. წყვილში ლიდერი ყოველთვის ქალია, თუმცა სასწორი თავს ამის გამო ნაკლებად იგრძნობს დათრგუნვილად . პირიქით - იგი სწორედ ამ დომინანტურობისთვის აფასებს თავის მეორე ნახევარს. თუკი ამ წყვილის თანაცხოვრებას წლების მანძილზე მიადევნებთ თვალს, მიხვდებით, რომ ისინი ყოველთვის მიჰყვებიან ქალი კუროს მიერ შემუშავებულ გეგმას, ამიტომ მათი ბედნიერი ქორწინება დამოკიდებულია თავად მეუღლეების პიროვნულ განვითარებაზეც. რაც უფრო მაღალგანვითარებულია კურო ქალი, მით უფრო მნიშვნელოვან მიზნებს დაუსახავს იგი ოჯახს პრიორიტეტად და ნაკლებად დაიხარჯება ბანალურ წვრილმანებზე.

სასწორ მამაკაცს გვერდით სჭირდება ქალი, რომელიც მას ავსებს და ამთლიანებს. ერთი და იმავე მმართველი პლანეტის გამო, მათ შესანიშნავად ესმით ერთმანეთის მოთხოვნები. გარდა ამისა, გემოვნების საკითხშიც უპრობლემოდ თანხმდებიან. ისინი გურმანები არიან, ეს კიდევ ერთი მიზეზია ამ წყვილში კომფორტის შესაქმნელად. ერთსაც და მეორესაც შესანიშნავად შეუძლია ”გემო ჩაატანოს” ცხოვრებას და იცხოვროს ”გემრიელად”.

სასწორს არ სჭირდება ამ ქალთან ნიღაბი და თამაში, კუროს კი შეუძლია მშვიდად იყოს იმიტომ რომ პარტნიორი მის ემოციურ კომფორტს უხეშად არასოდეს შეეხება.

მათ შორის არის რა თქმა უნდა განსხვავებაც და გარკვეული პრობლმების წარმოშობის ალბათობაც, პირველ რიგში ეს სასწორის მერყევი ხასიათია მაშინ როცა კუროს პრინციპულობაში ვერავინ გაეჯიბრება . სასწორი დიდხანს ფიქრობს გადაწყვეტილების მიღებამდე და ხშირად იცვლის დამოკიდებულებას, კურო კი გადაწყვეტილებას ეტაპობრივად, ბევრი ფიქრის შემდეგ იღებს - სამაგიეროდ, არასოდეს იცვლის შეხედულებას.

ამ წყვილში ლიდერი უდავოდ ქალი უნდა იყოს. მას შეუძლია რბილად მაგრამ მტკიცე ტონით მიუთითოს მეუღლეს როგორ ჯობია მოქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა მისი ტონი არასოდეს იქნება დამამცირებელი ან მენტორული მამაკაცისთვის. ამასთან ერთად, კუროს ეხერხება ზრუნვა და კომფორტის შექმნა, რაც უმთავრესი ფაქტორია სასწორისთვის ემოციური ჰარმონიის მისაღწევად.

მამაკაცი სასწორისთვის ქალი კურო უდიდესი მონაპოვარია, მას ამ ქალთან შეუძლია თავი მშვიდად იგრძნოს. კურო იშვიათად ჭირვეულობს წვრილმანებზე, მარტივად ესმის და პატიობს შეცდომებს. ამასთან ერთად,  ქალი კურო ხშირად იღებს თავის თავზე უმთავრესი საოჯახო საკითხების გადაწყვეტას. თავად მას კი სასწორისკენ მისი ხასიათის სირბილე, პროგნოზირებადობა და კომფორტულობა იზიდავს.

ცნობილი ფაქტია, რომ კუროები ვერ იტანენ სიურპრიზებს, სასწორთან კი კურო დაზღვეულია როგორც სასიამოვნო ისე უსიამოვნო სიურპრიზებისგან. სასწორმა ზუსტად იცის, როგორ ასიამოვნოს საყვარელ ქალს ლამაზი საქციელით და გალანტური ქცევით. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს იმის აღნიშვნას, რომ კურო ქალი თავისი ხასიათის უნიკალურობითა და ერთგულების ნიჭით სასწორზე უფრო ძლიერ, მამაკაცურ და ქარიზმატულ პარტნიორსაც კი თავისუფლად მოხიბლავს.

სასწორი მიუხედავად გარეგნული სირბილისა, უზომოდ ჯიუტი შეიძლება იყოს პერიოდულად, მსგავსად კუროსი. მანამ სანამ სასწორი კუროს დირექტივებს მიჰყვება ყველაფერი კარგადაა , თუმცა არის ხოლმე პერიოდები, როცა სასწორს სურვილი უჩნდება თავგამოდებით დაიცვას საკუთარი კომფორტი, ზოგჯერ ტყუილის ან არაგულწრფელი საქციელის ხარჯზეც და ამ დროს, კურო უბრალოდ უძლურია მისი სიჯიუტის წინააღმდეგ.

კურომ ზუსტად იცი რა არის საჭირო დღეს, რა უნდა გაკეთდეს და რომელი საქმე არ უნდა გადაიდოს სახვალიოდ. ამ დროს შესაძლოა სასწორს არ სურს კონკრეტულად რამის გაკეთება, ამიტომ ის ყოველთვის მონახავს მიზეზს სიტუაციიდან თავის დასაძვრენად - ტრანსპორტი არ დადის, მანქანა შუა გზაზე გაფუჭდა, საცობში მოხვდა - მოკლედ მიზეზი არ დაელევა. ყველაზე ცუდი კი ამ სიტუაციაში არის ის, რომ სასწორს არ უყვარს პირდაპირობა. შესაბამისად, საკუთარ პროტესტს დაკისრებული მოვალეობების მიმართ იგი ყოველთვის ამგვარი ”ონავრობით” გამოხატავს.

არაერთგზის ხდება ისეც, რომ კურო ქალი ამაოდ ელის სასწორს დათქმულ დროს, დათქმულ ადგილზე. უფრო მეტიც სიტუაციის გარკვევის მცდელობისას კურო აღმოაჩენს, რომ მის ძვირფას სასწორს ტელეფონი სულაც გამოურთავს ან უბრალოდ არ პასუხობს მის ზარს. ასეთ დროს კუროს მართებს გაიხსენოს, რომ უკვე იმ მომენტში, როცა შეხვედრაზე შეთანხმდნენ სასწორი არ აპირებდა შეთანხმების შესრულებას. ამ ხალხს არას თქმა ხომ ღიად არასოდეს ეხერხება. თუმცა, კურო ქალს მოუწევს სასწორის ხასიათში ამგვარი ნიუანსების დაფიქსირება და იმის შესწავლა, როდის არ ღირს სასწორთან რაიმეზე შეთანხმება.

კურო ჯიუტად მიიწევს საკუთარი მიზნებისკენ. ამასთან ერთად იგი იშვიათად იყენებს საამისოდო ბინძურ გზებს და ინტრიგნობას. თუმცა სასწორ მამაკაცთან აჯობებს მან ტაქტიკა რაღაც დოზით შეცვალოს, საბოლოო რეზულტატის მისაღწევად.

სასწორი ძალიან აფასებს სითბოს ემოციურ გამოხატულებას, ამიტომ კუროს უმთავრესი კოზირიც სასწორის გადარწმუნების საკითხში ზუსტად ეს არის. საიმისოდ, რომ სასწორის სიჯიუტის მიზეზი ახსნას, კუროს მოუწევს გაერკვეს ამ მიზეზის წარმოშობაში. პაემანზე აგვიანებს სასწორი? ე.ი. მან გადაწყვიტა ჯერ კარგად დაისვენოს სამსახურის შემდეგ, თუმცა საჭიროდ არ თვლის ამის გაჟღერებას.

როგორც წესი, სასწორებს საიდუმლოებები იშვიათად გააჩნიათ. ამიტომ კუროს მხოლოდ ის მოეთხოვება, მშვიდად და მეგობრულად სთხოვოს სასწორს საკუთარი საქციელის მოტივების ახსნა. ძირითად შემთხვევაში კი პირიქით ხდება - კურო ქალი, მამაკაცი სასწორის უპასუხისმგებლობით გაცოფებული ამ უკანასკნელთან მკაცრი დედის როლს ირგებს და მოითხოვს ბოლოს და ბოლოს მანაც აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა

და ზუსტად აქ უშვებს იგი შეცდომას. სასწორი დაკისრებულ მოვალეობებს ხშირად თავს იმ მიზეზითაც არიდებს, რომ გარემოებები აფრთხობს. ამიტომ ჯობია ხანდახან მასაც მისცეთ აზრის გამოთქმის საშუალება, მანამ სანამ მის მაგივრად დაგეგმავდეს ქალი კურო სამომავლო მოქმედების გეგმას. თუკი სასწორის პოზიციაც ეცოდინება, მას უფრო მარტივად შეეძლება კომპრომისის პოვნა და შესაბამისად აღარ მოუწევს მომავალში ამაოდ ნერვებისა და დროის ხარჯვა კონფლიქტებზე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?