ქალი ლომი & მამაკაცი ქალწული

ქალი ლომი  &  მამაკაცი ქალწული

იუმორით, ლომ ქალზე დაქორწინებულ მამაკაცებს სთავაზობდა ჩაეტარებინათ მარტივი ექსპერიმენტი - სტატიის წაკითხვის შემდგომ, უკვე მომდევნო დილით მეუღლისთვის საუზმე ლოგინში მიერთმიათ და მუხლებზე დამდგარი, ნახევრად ხუმრობანარევი ტონით გამოტყდომოდნენ ამ უკანასკნელს სიყვარულში...

გუდმენი ვარაუდობდა, რომ ცოლი ლომი (იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუ ის ოდესღაც იშვილეს და სინამდვილეში ლომი კი არა, თხის რქაა - ასეთ შემთხვევაში კი იგი უბრალოდ ჩათვლის, რომ მისმა ქმარმა რბილად რომ ვთქვათ, გააფრინა) ისეთი ულამაზესი, გულშიჩამწვდომი და ბედნიერი ღიმილით დააჯილდოებს საკუთარ მეუღლეს, რომ მას იგი თავიდან და რაც მთავარია, უფრო მეტი სიძლიერით შეუყვარდება, მაშინაც კი თუ ეს მათი ქორწინების თუნდაც მეთხუთმეტე წლისთავია უკვე.

ქალი ლომი, ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენლების მსგავსად დიდსულოვნად და ღირსეულად იღებს მისი პერსონის მიმართ გამოხატულ ნებისმიერ აღფრთოვანებას. უფრო მეტიც, თუ იგი ბავშვობაში ზედმეტად გაატუტუცეს, არათუ იღებს დაჟინებით და უცერემონიოდ ითხოვს კიდეც საკუთარი თავის მიმართ ამგვარ მიდგომას გარშემო მყოფების მხრიდან. ამიტომ ბევრი არ მოიძებნება ამქვეყნად ისეთი მამრი, რომელსაც ძალა შესწევს ამ ქალის მოთხოვნები დააკმაყოფილოს და ასე ბუნებრივად, ლამაზად და დახვეწილად იზრუნოს მასზე როგორ დედოფალზე .

ახლა კი წარმოიდგინეთ მამაკაცი ქალწული, მთელი თავისი რაფინირებული და მკაცრად რეგლამენტირებული მანერებით, რომელსაც საყვარელი ქალისთვის სიტყვა "მიყვარხარს" თქმა დიდი-დიდი წელიწადში ერთხელ თუ შეუძლია. აღარაფერს ვამბობ სენტიმენტებსა და რომანტიკულ სიგიჟეებზე, რომელსაც უბრალოდ აღმერთებენ ლომები.

მამაკაც ქალწულს უბრალოდ თავბრუსხვევა დაეწყება ნებისმიერ ისეთ შემთხვევაში, როცა ხედავს, რომ მის ცხოვრებაში ქაოსი და უწესრიგობა შემოაქვს ვინმეს. მას აუცილებლად სჭირდება იმის ცოდნა, რომ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონია და თავად გეგმავს ყველაფერს. ქალწულებს სიურპრიზები აფრთხობთ, ამიტომ მასთან აჯობებს ყველაფერი წინასწარშეთანხმებულ გრაფიკში აკეთოთ . ის მართალია, მუტაბელურ (ცვალებად) ნიშანთა კატეგორიას განეკუთვნება, მაგრამ მისი ეს ცვალებადობა გარემოს ან ადამიანების ცვლაში კი არა საკუთარი თავის და გარშემო მყოფების მუდმივი სრულყოფის მოთხოვნილებაში უფრო ვლინდება ყოველთვის.

ქალწული ვერ იტან უთავბოლო დანახარჯებს, ფული ყოველთვის აქვს ამ კაცს და ეს ქალ ლომს დიახაც რომ მოეწონება (მოგეხსნებათ, მეფეებს და დედოფლებს ფუფუნებაში ცხოვრება ხიბლავთ) მაგრამ ის ამ ფულს ქარს არასოდეს გაატანას. იმიტომ რომ, მის მოსაპოვებლად დაუღალავი შრომა სჭირდება . ქალწული მანიაკალურად ეკიდება საკუთარი ჯანმრთელობის საკითხს. არანაკლები რუდუნებით იცავს და უფრთხილდება იგი თავის მფლობელობას და ხმაურიანი ატმოსფერო, ღრიანცელი, ქაოსი ან სულაც ხშირი სტუმრიანობა საღამოობით მასში ნევროზულ საწყისებს აღვივებს.

ქალი ლომი კი თავისი დედოფლური ბუნებით და აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების სიყვარულით ძალზე ხშირად მიიყვანს ამ კაცს ზემოხსენებულ ფსიქოლოგიურ კრიზისამდე. იგი ხშირად იმაზე მეტ ფულს გაატანს ხოლმე ქარს, ვიდრე ეს ორი ერთად გამოიმუშავებს - ხომ იცით, დედოფლებს სიძუნწე არ სჩვევიათ. ამასთან ერთად, ხშირად იგი უბოდიშოდ და აბსოლუტურად გაუფრთხილებლად გადაუძახებს სანაგვე ურნაში ქალწულისთვის ესოდენ ძვირფას "ამოჩემებულ" ნივთებს ან სამოსს, ქალწულებს კი ყველა ასტროლოგი გეტყვით, რომ რაღაც-რაღაცების მკაცრად ამოჩემება ახასიათებთ .

ამ კაცის ნერვებზე არანაკლებ ითამაშებს ლომისთვის დამახასიათებელი ბოჰემურობა და ჩვევა, მხატვრული ქაოსი იქონოის სახლში - აბაზანაში დატოვოს აქსესუარები ან კოსმეტიკა, საძინებელ ოთახში უთავბოლოდ მიმოყაროს საცვლები (თუნდაც ძალზე ძვირფასი ხარისხის და სექსუალური სტილის, ამას რა მნიშვნელობა აქვს ქალწულისთვის ქაოსი, ქაოსია!!!), გეგონება, ლომს უჩინარი მოსამსახურეების იმედი აქვს, რომ ისინი მოვლენ და წამის მეასედში დაალაგებენ არეულ სახლს . ამიტომ საყვარელი მამაკაცის მხრიდან ბუზღუნით ან გარკვეული სარკაზმით მიცემულ სავსებით ობიექტურ შენიშნვნაზე, ქალი ლომის თავმოყვარეობა გვარიანად შეილახება.

ქალწულმა შესაძლოა მშვიდი სახით და გასაოცარი მოთმინებით აიტანოს, ლომი ქალის მრავალსაათიანი მონათხრობი ყოფილი თაყვანისმცემლების შესახებ, რომელსაც იგი ძილის წინ, საღამოს კოსმეტიკური პროცედურების დროს მოუყვება (მერედა ლომებს როგორ უყვართ ძველი რომანების გახსენება!) - ამ დროს კი გაფუჭებულ მაღვიძარაზე ფიქრობდეს რეალურად, ლომმა რომ დილით გადმოაგდო კომოდიდან. ქალწულისთვის ხომ დროულად გაღვიძება, წარმატებული და ნაყოფიერი დღის ერთ-ერთი მთავარი საწინდარია. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დიდი ალბათობით ლოგინში დალაქავებული პიჟამით მოუწევს დაძინება, რომელიც მისმა ცოლმა არასწორად შერჩეული მათეთრებლით "გაალამაზა".

თუმცა ეს ყველაფერი, ლომი ქალისა და ქალწული მამაკაცის ურთიერთობის უკიდურესი სცენარის გაცოცხლება იყო თქვენ თვალწინ და ამ მონათხრობში არის სიმართლის ბევრი მარცვალი. მაგრამ ხომ იცით, არ არსებობს წესი გამონაკლისის გარეშე, ზუსტად ამას ღაღადებს ასტროლოგია. ამიტომ ურთიეთკომპრომისის ხარჯზე, რომელზე წასვლაც ლომს უფრო გაუჭირდება ვიდრე ქალწულს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ლომი გაცილებით ამაყი, ხოლო ქალწული გაცილებით უფრო რაციონალურად მოაზროვნე ნიშანია, შესაძლოა ყველაფერი გაცილებით უკეთესი და რაც მთავარია, დადებითი სცენარითაც განვითარდეს. თუკი ამ ორს ეყოფა ტაქტი და დიპლომატია საიმისოდ, რომ ერთმანეთს მტკივან ადგილებზე ფეხი უცერემონიოდ არ დააჭირონ, თუ ქალწული შეძლებს ნაკლებად შელახოს ლომის სიამაყე თუმც კი ობიექტური, მაგრამ არაკორექტული შენიშვნებით. ლომი კი ქალწულის ხათრით ისწავლის, სულ ცოტათი მაინც მოზომოს თავის თავში ვეებერთელა "ეგოს" გამოვლინება, მათ შორის სავსებით შესაძლებელია იდეალური ან იდეალურთან მიახლოვებული კავშირის ალბათობაც მოვიაზროთ.

ამასთან ერთად, ნუ დაგვავიწყდება, რომ ქალწული და ლომი მომიჯნავე ნიშნებია. შესაბამისად, ასეთი წყვილების 70% მაინც პირად კოსმოგრამაში ურთიერთჰარმონიული ასპექტები უფიქსირდება (ლომს ქალწულის გავლენა აქვს, ქალწულს კი ლომის). შესაბამისად, თუკი საქმე ამგვარ "ბედნიერ შემთხვევითობასთან" გვაქვს სამომავლოდ წყვილი ლომი-ქალწული საზოგადოებაში დაიმკვიდრებს ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური, ჰარმონიული და სოციალურად აქტიური წყვილის სტატუსს. მათ სახლში მუდმივად იქნება ფუფუნებისა და სიმდიდრის, დახვეწილობის ზომიერი აურა. ისინი ერთმანეთს იდეალურად შეუწყობენ ხელს კარიერაში. ქალწულის თვისება კი ყველა წვრილმანში ეძიოს სრულყოფილება, შესაძლოა მეუღლის მიმართ უსაზღვრო ზრუნვასა და ყურადღებაში გამოვლინდეს. განა მხოლოდ სიტყვებით გამოიხატება დიდი სიყვარული?