მოჩანან, რომ მამაკაცი მშვილდოსანი რომელსაც საკუთარ თავზე არცთუ დაბალი წარმოდგენა გააჩნია მათთან ურთიერთობაში, პირველად გრძნობს რას ნიშნავს სიტყვა „დაბალი თვითშეფასება“.
მშვილდოსანი ბუნებით მონადირე ინდივიდია, ამიტომ ქალების დევნა მისი არათუ ჰობი - ყოველდღიური და ბუნებრივი საქმაინობაა, თუმცა ს აქმე იმაშია რომ აქ საუბარია ერთი, კონკრეტული ინდივიდის დევნაზე და არა მთელი "ჰარემის" ხელში ჩაგდებაზე. ქალ ტყუპში ხომ ერთბაშადაა გაერთიანებული რამოდენიმე სხვადასხვა ქალი. ეს კი ისეთი გამოწვევაა, მშვილდოსანს რაღაც პერიოდი რომ სერიოზულად აბნევს - რომელ ერთს სდიოს აბა?
მამაკაცი მშვილდოსანი ბრწყინვალე ორატორია, მისი საუბრები სიყვარულზე და გრძნობებზე მარტივად მოხიბლავს ტყუპ ქალს, რომელსაც როგორც წესი სხვა სუსტი სქესის წარმომადგენლებს შორის ყველაზე უფრო მეტად „უყვარდება ყურებით“ . ამასთან ერთად, მშვილდოსანი აბსოლუტურად გულახდილი და ღია იქნება უკვე პირველივე პაემანზე, მაშინ როცა ქალი ტყუპი ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთ-ერთ „ალტერ-ეგოს“ გამოიყვანს სცენაზე.. დანარჩენებს კი დროებით, გულდასმით დამალავს კულისებს მიღმა.
ამიტომ მშვილდოსანი ჩათვლის, რომ ასეთი თავაზიანი, ყურადღებიანი და მომხიბვლელი არსება, მთელს მზისქვეშეთში ჯერ არ დაბადებულა . თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ ტყუპი მამაკაცური ენერგეტიკის მქონე ნიშანია - შესაბამისად მშვილდოსანი ნაჩქარევად არ უნდა აღფრთოვანდეს მისი ქალურობით ა და სინაზით, ეს ტყუპის ერთ-ერთი „ალტერ-ეგოს“ პერფორმანსია მხოლოდ. ქალი ტყუპი გარდასახვის დიდოსტატია, შესაბამისად ამ წუთას თუ ნაზი, უსუსური და უმწეო ჩანს, წამის მეასედში შეიძლება მშვილდოსანს ხელში აქტიური, ემანსიპირებული და მებრძოლი ქალი შერჩეს..
მშვილდოსნები კი მოგეხსენებათ ყველაზე მეტად რასაც ვერ იტანენ ეს ტყუილი და ღალატია. ამიტომ გამორიცხული არ არის მან ქალი ტყუპის ეს ტრანსფორმაცია ელემენტარულ ლიცემერობად მიიჩნიოს და რაღაც პერიოდის მანძილზე სურვილიც კი დაკარგოს მასთან ურთიერთობის გასაგრძელებლად.
ტყუპი ქალისთვის მიუღწეველი არაფერია, პრობლემა იმაშია რომ თავად ეპარება ხშირად ეჭვი საკუთარი სურვილების სიმყარეში. ამიტომ პერიოდულად იგი ხშირად იხლიჩება „მინდასა“ და „გადამინდას“ შორის. ის აუცილებლად შეეცდება როგორმე აუხსნას მამაკაც მშვილდოსანს საკუთარი მრავალფეროვანი ემოციები და შეხედულებები. მაგრამ აქ უშვებს ზუსტად შეცდომას, იმიტომ რომ სიმართლის მოყვარული მშვილდოსანი მას ამის გამო არაგულწრფელობასა და ქარაფშუტობაში დაადანაშაულებს აუცილებლად. თუმცა სამართლიანობა მოითხოვდა აქვე აღვეგნიშნა, რომ თავად მშვილდოსანიც ორსახოვანი ბუნებით გამოირჩევა.. თუმცა ეს ორსახოვნება, ძალიან განსხვავდება ტყუპის მრავალსახოვნებისგან.
როცა მშვილდოსანი ბრაზობს, იგი ძალიან უხეში, უტაქტო და პირდაპირია. ამის პასუხად კი ტყუპი საუკეთესო იარაღს გამოიყენებს - სარკაზმს, რაზეც მშვილდოსანს მძაფრი რეაქცია ექნება. ამიტომ ასეთი ტიპის ემოციურ-სიტყვიერ ბატალიებში, სიყვარულისთვის ვის დარჩება დრო და ადგილი?
თუმცა იმ შემთხვევაში, როცა მათი მზე-მთვარის კომბინაციები ჰარმონიაში მოდის, ასეთი ტიპის ხმაურიანი გარჩევები, ყოველთვის დასრულდება ემოციური და დრამატული შერიგებით. ზოგადადაც, რომანტიკა ამ წყვილის ცხოვრებაში საკმარისზე მეტი იქნება.
მშვილდოსანიც და ტყუპიც ორივე მეოცნებეა, თუმცა მშვილდოსნის ოცნებები ყოველთის შეესაბამება რეალობას, მას აქვს უნარი იოცნებოს მასშტაბურად და აწმყოსთან შესაბამისობაში. მაში როცა, ქალი ტყუპი ხშირად აბსოლუტურად შეუსაბამო მიზნებს ისახავს, მართალია ამ მიზნების სისცოცხლისუნარიანობა მაქსიმუმ საათნახევარია მაგრამ მაინც.
მშვილდოსანი კარგი ინტუიციით და ფილოსოფიური ნიჭითაა დაჯილდოვებული, მას შეუძლია ივარაუდოს ნებისმიერი სიტუაციის ლოგიკური განვითარება და სავარაუდო ფინალიც. მაშინ როცა ტყუპი იშვიათად ფიქრობს შედეგებზე. ან თუ ფიქრობს ზედაპირულად.
სამაგიეროდ სექსუალური კუთხით მათი ურთიერთობა არამხოლოდ გამართლებული და ჰარმონიული, იდეალურიც კია. ქალი ტყუპი რომელიც მრავალფეროვნების სიყვარულით და გამომგონებლური უნარით გამოირჩევა, ძალზე ხშირად გააოცებს მამაკაც მშვილდოსანს ინტიმურ ურთიერთობაში . ამას გარდა, მშვილდოსანი მასთან არასოდეს მოიწყენს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი საყვარელი ქალი ლოგინში ყოველ ჯერზე აბსოლუტურად სხვადასხვანაირი იქნება. მშვილდოსანი მამაკაცები კი მოგეხსენებათ, ძალზე ხშირად პარტნიორს სწორედ რომ სექსში ერთფეროვნების გამო ღალატობენ.
კიდევ ერთი დადებითი მხარე ამ კავშირისა არის მენტალური კავშირის ინტენსიურობა. ორივე ნიშანი აქტიური კომუნიკაციის უნარით და ერუდიციის სიყვარულით გამოირჩევა, შესაბამისად ამ წყვილს ყოველთვის ექნება როგორც სალაპარკო ისე საჩხუბარი თემა. თუმცა ტყუპს აქვს უნარი, თავი ოსტატურად აარიდოს კონფლიქტს და თავი ისე მოაჩვენოს მშვილდოსანს, რო არ ესმის ან ვერ ხვდება მის სარკასტულად გამოთქმებს. ჰაეროვანი ქალები, არც მშვილდოსნისთვის დამახასიათებელ უტაქტობას აღიქვამენ ზედმეტად მტკივნეულად, ა მიტომ როცა მშვილდოსანი ეუბნება მას რომ საშინლად გასუქდა და ორიოდე კილოგრამის დაკლება არ აწყენდა, ტყუპი ქალი დიეტით და ტირილით არასოდეს მოიკლავს თავს. უბრალოდ, გემრიელ ვახშამს მოამზადებს საღამოს და აბსოლუტურად მშვიდად შეექცევა.
ამ ორს შორის განსაკუთრებით ჰარმონიული იქნება ქორწინება, თუკი მეუღლეობის პარალელურად მათ შეუძლიათ შექმნან პროფესიული ტანდემი ან იმუშაონ ერთად. საუკეთესო ამ მხრივ სარეკლამო, საგამომცემლო ან ტურისტული ბიზნესი იქნება. ბერძნულ მითებში ნათქვამია „ მერკური, სიხარულს ანიჭებს იუპიტერს“ - რაც რეალობაში საკმაოდ მარტივად მტკიცდება ქალი ტყუპის და მამაკაცი მშვილდოსნის მაგალითზე.