არანაკლებ პრაქტიკული და გაწონაწორებულია თავისი ბუნებით და არსით. ეს ქალი კი აუცილებლად იქნება თხის რქა. იგი მოხიბლული დარჩება კუროს პრინციპულობითა და სიჯიუტით, რომელსაც ეს კაცი მუშაობისას ან ცხოვრებისეული მიზნების მიღწევისას ამჟღავნებს. კუროს მშვიდი, თუმცა ძლიერი და საოცრად მამაკაცური ნატურა ქალ თხის რქაში ერთბაშად იწვევს მოწიწებას, ინტერესს და საოცარი სიმშვიდის გრძნობას. ეს ის კაცია, რომელთან ურთიერთობაშიც თხის რქა არ ფიქრობს ღალატზე, ორმაგ თამაშსა და სასიყვარულო ავანტურებზე.
არის ამ კაცში რაღაც, რაც მას სიტყვის უთქმელად აიძულებს მიხვდეს, რომ იგი ნამდვილი მამაკაცია, ამ სიტყვის როგორც პირდაპირი ისე არაპირდაპირი გაგებით. კუროები არასოდეს თამაშობენ სხვა როლს საკუთარი როლის გარდა და მართალია, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცის სიყვარულის მოპოვება არცთუ მარტივი საქმეა, ქალი თხის რქა მზადაა მშვიდად და ჯიუტად მოიპოვოს ეს საჩუქარი. სიჯიუტესა და პრინციპულობაში კი თხის რქებს ძნელად თუ ვინმე გაეჯიბრება. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის.
ნაცნობობის პირველ ეტაპზე ქალ თხის რქას შეიძლება მოეჩვენოს, რომ ამ კაცის სიმშვიდეს ვერაფერი დაარღვევს. თითქოს მას ვერაფერი გამოიყვანს წონასწორობიდან. სინამდვილეში არ გახლავთ ასე, უფრო სწორად არც მთლად ასეა. კურო, თხის რქისგან განსხვავებით გაცილებით უფრო სენტიმენტალური, რომანტიკული და პოეტური ნიშანია. მმართველი პლანეტა ვენერას გავლენით, იგი სატურნული თხის რქისგან ზუსტად შინაგანი რომანტიზმით გამოირჩევა. თუმცა ჭკუა ჰყოფნის და სიფრთხილეს იჩენს ნებისმიერ ურთიერთობაში, სანამ პარტნიორის საიმედოობაში ბოლომდე არ დარწმუნდება.
თხის რქა თავისი არსით ქალური ენერგეტიკის მქონე ნიშნებს განეკუთვნება. მაგრამ ამასთან ერთად, იგი კარდინალური ნიშანია ამიტომ სიჯიუტეს კურო მას მხოლოდ თუ დაესესხება. შესაბამისად, აზრი არ აქვს ამ ქალთან პრინციპულობაში გაჯიბრებას. მას რა თქმა უნდა, მოეწონება გვერდით ჰყავდეს ძლიერი და სტაბილური მამაკაცი, მაგრამ გულის სიღრმეში დომინირებაც სწადია. ამიტომ არც ერთ მამრს არ მისცემს საშუალებას ბოლომდე მართოს ურთიერთობაში სიტუაცია და აკონტროლოს მისი ქმედებები. თხის რქები ძლიერი ქალები არიან. ამიტომ სენტიმენტები, რომლისკენაც შეყვარებული კუროა მიდრეკილი ხშირად მასში ხალისიან სიცილს ან უბრალოდ გაოცებანარევ უკმაყოფილებას გამოიწვევს. როგორც ჩანს არცთუ ძლიერია ფსიქოლოგიურად მისი საყვარელი მამაკაცი.. არადა, მას ხომ ასე ეგონა.
მაგრამ აქ მან უნდა გაიხსენოს ის ფაქტი, რომ კუროს მმართველი ვენერა მკაცრი სატურნივით როდი ზღუდავს საკუთარ შვილებს ემოციებისა და სითბოს გამოხატვის კუთხით. შესაბამისად, თუკი ამ ქალმა მამაკაცი კუროს გულის მონადირება შეძლო სტაბილურობით, ერთგულების ნიჭითა და გაწონასწორებული ხასიათით, შეყვარებული ხარი აუცილებლად გაირჭობს ერთ დღესაც ცხვირში ყვავილს და ბედნიერი სახით შეასრულებს მის ფანჯრებთან სერენადას. ზუსტად ამაში ვლინდება ვენერას ”ხელი” კუროს შემთხვევაში. ამიტომ თხის რქა, რომელიც საყვარელი მამაკაცის ამგვარ საქციელს უაზრო ქარაფშუტობად შეაფასებს და ეჭვი შეეპარება მის ფსიქოლოგიურ მდგრადობაში ძალიანაც ცდება. ძვირფასო თხის რქებო, კურო თუ ამ კონდინციამდე მიიყვანეთ მომილოცავს - თქვენ რჩეული ხართ . თავის არჩევანს კი კურო მამაკაცები, როგორც წესი არასოდეს ცვლიან. ასე რომ, ისღა დაგრჩენიათ დატკბეთ სიტუაციით.
მადლობა ღმერთს, თხის რქა ქალების უმეტესობა საღი გონებითა და გასაოცარი გამჭრიახობით გამოირჩევა. ამიტომ ამ ქალს შესანიშნავი უნარი აქვს ღირსეულად გამოასწოროს დაშვებული შეცდომები ისე, რომ აღარასოდეს მოიხედოს ამის შემდეგ უკან წარსულისკენ. ერთადერთი რისი სწავლაც მას კუროსთან ურთიერთობაში დასჭირდება სითბოს უფრო რეალური გამომჟღავნებაა. კუროს მისი სიცივე და თავშეკავებულობა აფრთხობს და აბრკოლებს სამომავლოდ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში. თუმცა ამ სიტუაციასაც აქვს თავისი პლუსი.
რაღაც პერიოდის შემდეგ თხის რქა აუცილებლად ისწავლის იყოს უფრო ნაზი და ქალური. ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ მაინც რაც ოჯახში პირველი შვილი გაჩნდება. პატარასთან ურთიერთობა ამ ქალს საშუალებას მისცემს საკუთარ თავს სითბოს გამოხატვა და ენის მოჩლექითი საუბარი, უკვე ”გამამართლებელი” და საპატიო მიზეზით აიძულოს. კუროსთვის კი ეს ამქვეყნად ყველაზე დიდი ბედნიერება იქნება. ამასთან შესაძლოა მისი ცოლი, გარშემო მყოფებისთვის ისევ მოზომილი, ცივი და გაწონასწორებული დარჩეს და მხოლოდ შინაურებს ერგოთ ჯილდოდ სულ სხვანაირი თხის რქა ქალის დანახვა.
ასტროლოგები თვლიან, რომ ეჭვიანობა ძალზე იშვიათადაა ამ წყვილს შორის ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი. ამასთან ერთად, მიწის ნიშნების განსხვავებით ცეცხლის სტიქიის წყვილისა, ღალატის ფაქტს აბსოლუტურად სხვანაირად აღიქვამენ. თუკი ”ცეცხლებს” შეუძლიათ მრავალთვიანი ომისა და დრამატული დავის შემდეგ მაინც შერიგდნენ ღალატის ფაქტის მიუხედავად, მიწის სტიქიის ხალხი ღალატთან ერთად სვამს საბოლოო და მყარ წერტილს. აქ პატიებაზე საუბარი არათუ ზედმეტი, აბსოლუტურად უადგილოც კია. თუმცა ზუსტად ამგვარი დამოკიდებულების გამოა, რომ მიწის სტიქიის ნიშნები ღალატზე იშვიათ შემთხვევაში მიდიან. შესაბამისად, მათი მიდრეკილება სტაბილურობისკენ, მეორე ნახევრების მიმართ უპირობო ერთგულებაში ყველაზე კარგად ვლინდება. აქედან გამომდინარე, თხის რქას და კუროს ღალატის თემა იშვიათად შეუქმნის პრობლემას. მით უმეტეს, თუ მათ ოჯახში სტაბილური სიმშვიდეა, არც ერთ მათგანს არ გაუწევს გული თავგადასავლების საძიებლად. მიწის სტიქია არ სცნობს რისკს, მით უმეტეს გაუაზრებელს და უსაფუძვლოს.
ამ წყვილში კიდევ ერთი და ყველაზე ძლიერი მაკავშირებელი რგოლი, მატერიალური ფასეულობების ერთობლიობაა. თხის რქის და კუროს წყვილი ნაბიჯ-ნაბიჯ, სტაბილურად და მშვიდად აშენებს საკუთარ ბედნიერებას და კეთილდღეობას. როგორც ემოციური, ისე ფინანსური კუთხით . ამიტომ წლების შემდეგ მათი ოჯახი აუცილებლად იცხოვრებს კომფორტულ, დიდ სახლში (რომელზე ოცნებითაც მათ ოჯახის შექმნა დაიწყეს), სადაც მყუდრო და მშვიდ გარემოში უკვე არამხოლოდ შვილები, არამედ შვილები და შვილთაშვილებიც გაიზრდებიან.