სქესის იმ წარმომადგენელთა სიას განეკუთვნება, რომელთაც "მაგიდაზე მუშტის ბრახუნი" სულაც არ მიაჩნიათ საკუთარი მამაკაცურობის დამადასტურებელ, უმთავრეს ნივთმტკიცებად. ამიტომ იგი ხშირად ლოიალური, უკონფლიქტო, დიპლომატიური და მშვიდია. ქალი თხის რქა, კი რომელიც თავის მხრივ ასევე კარდინალური ნიშნის წარმომადგენელია, როგორც სასწორი, საკუთარ თავში ატარებს ლიდერულ სულისკვეთებასა და თვისებებს, რომელსაც ძნელად რომ რომელიმე მამაკაცი გაეჯიბრება. მას უყვარს თავად მართოს საკუთარი ცხოვრების სადავეები, ამასთან ერთად კი ყველა და ყველაფერი ის, რაც მის ცხოვრებაში შემოიჭრება.
ამ ქალებს შორის ყველაზე ხშირად ვხვდებით ტიპურ, წარმატებულ ბიზნეს-ლედის და მსხვილი კორპორაციის დირექტორს. ეს იმიტომ, რომ მას აქვს ნიჭი იყოს კარგი შემსრულებელი, ამასთანავე საოცრად მუყაით და მეთოდურია. შესაბამისად, პასუხისმგებლობა, მისი არც ერთი გამოვლინებით, ქალ თხის რქას არასოდეს აშინებს. უფრო პირიქით, მას ეს პასუხისმგებლობა ბავშვობის წლებიდან მოყოლებული სჭირდება როგორც საკვები ან ჰაერი . თხის რქები ხომ თავს უფუნქციოდ გრძნობენ, თუკი თავს არასაჭიროდ თვლიან. იგი დაჯილდოებულია დახვეწილი მანერებით და ნებისმიერ საზოგადოებაში თავის ღირსეულად დაჭერის უნარით, მიუხედავად იმისა, თუ როგორია მისი წარმოშობა. თხის რქას მართლაც ეხერება იყოს მოწოდების სიმაღლეზე და ზუსტად ეს აღაფრთოვანებს სასწორ მამაკაცს, რომელიც თავის მხრივ აღმერთებს მოვლილ, გაწონასწორებულ და თავდაჯერებულ ქალებს - ანუ ისეთს, როგორიც თხის რქაა.
თხის რქა ქალები შინაგანად უზომოდ ამბიციურები და ამაყები არიან. ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ზოგადად, უყვართ მართვა და სხვებით მანიპულირება. ოღონდ არა ხმაურითა და სკანდალებით, არამედ ჩუმად, ფაქტობრივად შეუმჩნევლად. თხის რქის ნიშანი თავისი არსით უფრო "რუხ კარდინალს" შეესაბამება, ვიდრე ავანტურისტ ლიდერს. თუმცა, ქალი თხის რქის შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ მას ორი არჩევანი აქვს - გაიკეთოს ბრწყინვალე კარიერა და ამის გამო უარი თქვას ქორწინებაზე (ორივე ერთად თხის რქისთვის რთული დასაბალანსებელი იქნება, იმიტომ რომ თხის რქებს მაქსიმუმის ჩადება უყვართ ყველაფერში), ან დაოჯახდეს და მომავალში ქმრისა და შვილების ბედი განაგოს, ოღონდ ესეც რბილად და შეუმჩნევლად.
სხვათა შორის ამ ზემოხსენებულ სურვილში - განაგოს სხვისი ბედი, ქმრის კარიერული ზრდა და პერსპექტივებიც იგულისხმება. ჰოდა, ხომ გაგიგონიათ გამოთქმა - "ყველა წარმატებული მამაკაცის უკან, ძლიერი ქალი დგასო" ამ ფრაზის ავტორს ალბათ ქალი თხის რქა ჰყავდა მხედველობაში. თუმცა, აქ არის ერთი დიდი და რთული "მაგრამ", სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს იშვიათი გაჯიუტება ახასიათებთ. შესაბამისად, ქმარი სასწორი აუცილებლად მოაწყობს ერთ დღეს ბუნტს ცოლი თხის რქის წინააღმდეგ. ეს იმიტომ, რომ მისი ესთეტიკური შეხედულებები სიყვარულზე ეწინააღმდეგება თხის რქის მატერიალისტურ მიდგომებს. სიყვარული და რომანტიკა სასწორის აზრით, ისეთი რამაა, რასაც ვერ დაგეგმავ, ვერ გაწერ და დააპროგრამებ. თხის რქას კი ყველაფერი ამის კონტროლზე აყვანა სურს, რაც მამაკაცი სასწორის აზრით, უბრალოდ აბსურდი და მის თავისუფლებაზე უხეშად ზეწოლის ფაქტია. იგი ჰაერის სტიქიას განეკუთვნება, შესაბამისად, პირველი და უმთავრესი, რაც უნდა გაითვალისწინოს "მიწიერმა ლედიმ", "ჰაეროვან" კავალერთან ურთიერთობისას არის იმის გაცნობიერება, რომ ჰაერი ჭიქაში არასოდეს მოიმწყვდევა. თუ მაინც მოინდომებს ქალი თხის რქა, მამაკაცი სასწორი საკუთარ მკაცრ დიქტატურას და წესებს დაუქვემდებაროს, ეს უკანასკნელი აუტანლად ინერტული, ზარმაცი და ამორალური გახდება. ყოველივე ამის შემდეგ კი, პირველივე შესაძლებლობისთანავე ეცდება "აორთქლდეს" ამ სასტიკი ქალის ცხოვრებიდან, აორთქლდეს უკვალოდ და სამუდამოდ. ამიტომ თხის რქას მოუწევს ანგარიში გაუწიოს საკუთარ ჰაეროვან მეორე ნახევარს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მიიღებს ჭიქაში გამომწყვდეული ჰაერის ადგილზე ნამდვილ ქარიშხალს ან სულაც სმერჩს, რომლის ერთ ადგილას გაჩერება წარმოუდგენელი იქნება.
მართალია, რაღაც პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, სასწორს გული მაინც მოუბრუნდეს და აპატიოს თავის მეორე ნახევარს მასთან მიმართებაში ე.წ. "მონათმფლობელური" დამოკიდებულება. მაგრამ თხის რქას უნდა ახსოვდეს, რომ პატიება ერთია და იმის მოთხოვნა, რომ ქმარმა მისი პოზიცია გაითავისოს, სცადოს გაუგოს და მიიღოს მისი თამაშის წესები მოტივით "მე ხომ ამას ჩვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის ჩავდივარ", სასწორისთვის არათუ შეუძლებელი, შეურაცხმყოფელიც კია. უმჯობესია, თხის რქამ კომპრომისის მისაღწევად, თავიდანვე აღიაროს საკუთარი თავი კონკრეტულ მხარედ, მაგრამ მეუღლისგან არასოდეს მოითხოვოს მისი შეხედულებების გაზიარება. სასწორს, რაც უფრო მეტად აძალებენ რამეს, მით მეტად ჯიუტი ხდება . თხის რქის შეცდომა კი ამ კაცთან ურთიერთობაში თავი და თავი, ზუსტად ეს ჯიუტი მცდელობებია გააკეთებინოს მას ის, რაც თავად უნდა, დევიზით "მე ვიცი, რა არის ჩვენთვის უკეთესი". კიდევ ერთი და თამამად შეიძლება ითქვას საკმაოდ დიდი წინაღობა ამ ორის კავშირში, მათი ემოციური დონის აბსოლუტური სხვაობაა. სასწორი, რომელიც თავისი ბუნებით სითბოსა და მოფერების "დიდოსტატია", გაკვირვებული დარჩება თხის რქის რაციონალიზმით. ამ ქალს არ შეუძლია უცებ გამოხატოს გრძნობები, მაშინ როცა სასწორი მარტივად ავლენს ფლირტის ელემენტებს ჯერ კიდევ პირველი პაემნისას.
ქალი თხის რქები ზოგადად, სიყვარულის ენის მოჩლექით დაფიქსირების წინააღმდეგი არიან. მათთვის სიყვარული წვრილმანი ყურადღებაა, ზრუნვა და ერთგულება, რომელსაც ერთი პარტნიორი მეორეს მიმართ ყოველდღიურად იჩენს. სასწორისთვის კი, ვენერას ჭეშმარიტი შვილისთვის ზოგჯერ უხასიათობის პერიოდში შესაძლოა აბსოლუტურად სულერთი გახდეს მოვალეობები. სამაგიეროდ, დაგვიანებული საჩუქრის, ან გადადებული პაემანის სანაცვლოდ იგი თავის თხის რქას ხანგრძლივი ჩახუტებითა და კომპლიმენტების ზღვით გაანებივრებს. თუმცა, საქმე იმაშია, სჭირდება კი ამ პრაქტიკულ, რეალისტურად მოაზროვნე ქალს მსგავსი ტიპის მობოდიშებები?
თხის რქის ზოდიაქოს ნიშანს ცივი გონება და ფხიზელი ხედვა გააჩნია იმ მოვლენების მიმართ, რომელიც მის გარშემო ხდება. ამ ქალს არ უყვარს შელამაზება, შესაბამისად, სასწორის თვისებას ყველაფერი რომანტიკულ ბურუსში გახვიოს ქალი თხის რქა შინაგანი ზიზღით ან უკეთეს შემთხვევაში გარკვეული ირონიით ხვდება. მაინც რაშია გამოსავალი ამ ორი, თითქოს და შეუთავსებელი ადამიანის კავშირის შესანარჩუნებლად. ასტროლოგები თვლიან, რომ ე.წ. "კვადრატურის ნიშნებს", რომელსაც თხის რქა-სასწორის წყვილი განეკუთვნება, საკმაოდ ბევრი აქვს სამუშაო საკუთარ თავზე და ურთიერთობაზე. იმიტომ რომ, განსხვავება მათ შორის როგორც მენტალურ ისე ფსიქოლოგიურ დონეზე საკმარისზე ბევრია. თუმცა, ვარსკვლავები ყველას თანაბრად უნათებენ გზას, შესაბამისად, სამყაროში არ არსებობს მიზანი, რომლის მიღწევაც, ორი ერთმანეთის მოყვარული გულის ერთობლიობას არ გამოუვა. თხის რქისა და სასწორის დუეტიც, ზუსტად ამ ჰიპოთეზის დადასტურებაა.