განსაკუთრებით უყვართ და ეხერხებათ სხვადასხვა როლში ცხოვრება... ასტროლოგები თვლიან, რომ თორმეტივე ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს გააჩნია ორი სახე... შინაგანი ბუნება, რომელსაც იგი ბევრისგან მალავს და გარეგნული "საგარეო" სახე, როგორსაც მას შესაძლოა იცნობენ გარშემო მყოფები. თუმცა, სწორედ ეს იმიჯია ხოლმე როგორც წესი ყველაზე ყალბი... რეალურად კი ქალები სულ სხვაგვარები არიან და მე გეტყვით როგორებიც...
ვერძის გარეგნული იმიჯი ძლიერი, აქტიური, აგრესიული ქალია – რეალურად მას მუდმივად გააჩნია "მიტოვებული, აუტანელი ბავშვის" კომპლექსი – ეშინია, რომ მიატოვებენ.
კუროს გარეგნული იმიჯი მშვიდი, აუღელვებელი, გაწონასწორებული ქალია – რეალურად კი მას პანიკურად ეშინია ქაოსის ცხოვრებაში და ყველაზე მეტად აშინებს პარტნიორი, ვინც ამ ქაოსს მოუტანს.
ტყუპის გარეგნული იმიჯი ქარაფშუტა, არაპროგნოზირებადი, ცვალებადი ქალია – რეალურად იგი გამუდმებით იყოფება ნევროზულ მდგომარეობაში, ეშინია რუტინისა და მოწყენილობის.
კირჩხიბის გარეგნული იმიჯი სათუთი, ნაზი და ბუტია ქალია – რეალურად კი მას გასაოცარი ეშმაკობა, გამჭრიახობა და თვითგადარჩენის უნარი აქვს. ამიტომ მისგან ყველაფერს შეიძლება ელოდეთ.
ლომის გარეგნული იმიჯი ამაყი, თავმოყვარე და ცოტათი ამპარტავანი ქალია – რეალურად კი მას საოცრად კეთილი გული აქვს, დნება სითბოსა და კომპლიმენტებზე, უყვარს როცა ეფერებიან.
ქალწულის გარეგნული იმიჯი მოწესრიგებული, წინდახედული და ინდეფერენტული ხასიათის ქალია – რეალურად კი ის "უდიპლომო გამომძიებელია", რომელსაც ძალა შესწევს გასაოცარი ინტრიგები დახლართოს თქვენ გარშემო.
სასწორის რეალური სახე მოღიმარი, სანდომიანი და კეთილმოსურნე ქალია – რეალურად კი მას გააჩნია ძალა ჭკუით აჯობოს მამაკაცს. აფიქრებინოს, რომ მას დამოუკიდებლად არც ერთი გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და კარგად იმსახუროს ცხოვრებაში იგი როგორც მორჩილი მონა.
მორიელის გარეგნული მხარე მკაცრი, ამაყი და ძლიერი ქალია – რეალურად მას საოცრად ვნებიანი ბუნება გააჩნია და ყოველთვის მზადაა თავით გადაეშვას თავდავიწყებამდე სიყვარულში.
მშვილდოსნის რეალური სახე თავისნათქვამა, დამოუკიდებელი და ახტაჯანა ქალია – რეალურად კი იგი მეოცნებე, სასწაულების მორწმუნე და საშინელი მტირალაა. უბრალოდ ამას არავის დაანახვებს.
თხის რქის რეალური სახე მოწესრიგებული, წინდახედული და დინჯი ქალია – რეალურად კი იგი საოცრად ჯიუტი, უაპელაციო და ძალაუფლებისმოყვარული შეიძლება იყოს მამაკაცთან დამოკიდებულებაში.
მერწყულის გარეგნული იმიჯი თავქარიანი, ექსცენტრიკული და არაორდინალური ქალია. რეალურად მას შეუძლია ფსიქოანალიზით დაკავდეს, გამოიკვლიოს მფრინავი თეფშების არსებობა და გაგაოცოთ საკუთარი განსწავლულობით ამ სფეროში.
თევზების რეალური სახე რბილი, ზოგჯერ მოწუწუნე და უმწეო ქალია – რეალურად კი მას მოდომების შემთხვევაში დიდი წარმატებით შეუძლია თევზობიდან ზვიგენობამდე კოლოსალური ნახტომი გააკეთოს – იყოს ხარბი, ძუნწი და მეწვრილმანე.