ქალის რომელი თვისებებით იხიბლება მამაკაცი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალის რომელი თვისებებით იხიბლება მამაკაცი, მისი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სილამაზე, არამედ ქალისთვის დამახასიათებელი სხვა ნიშან-თვისებები: შარმი, სინაზე, ელეგანტურობა, მიმზიდველობა და სექსუალურობა მოიაზრება. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც არსებობს კონკრეტული მახასიათებლები და ესა თუ ის პიკანტური სახასიათო თავისებურება, რომლის ხარჯზეც მამაკაცებს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ქალები უპრობლემოდ ახვევენ თავბრუს...

ვერძი – ქალი ვერძის მთავარი "კოზირი" მისი ენერგიულობა, გამოკვეთილი სექსუალურობა და ინფანტილიზმია. იგი მამაკაცებს თავს დაუმორჩილებელი ხასიათითაც ძალიან აწონებს.

კურო – კურო ქალბატონების ყველაზე დიდი ღირსება სიმშვიდე, სტაბილური ხასიათი და საზრიანობაა. ქალი კურო მამაკაცს საკუთარი ვიზუალური იმიჯით, ქალური ფორმებითა და გასაოცარი სურნელითაც ხშირად ხიბლავს.

ტყუპი – ტყუპი ქალები ჭკუამხიარულობით, ბავშვური ხასიათითა და ოპტიმიზმით ხიბლავენ მამრებს. მისი დადებითი თვისებაა, დახვეწილი ჩაცმის სტილი, უბრალოება და უშუალობა ურთიერთობაში.

კირჩხიბი – კირჩხიბი ქალები ხასიათის სირბილით, მზრუნველობითა და კარგი მსმენელის როლის მორგებით ახერხებენ ყველაზე ხშირად მამაკაცის გულის მონადირებას. მათ ასევე საოცრად იდუმალი, მაცდური გარეგნობა და დახვეწილი ჩაცმის სტილი გააჩნიათ.

ლომი – ქალი ლომი საკუთარ "დედოფლურ ბუნებას", კარგ ვიზუალურ მონაცემებსა და თანდაყოლილ გრაციოზულობას უნდა უმადლოდეს თაყვანისმცემლების სიმრავლეს. იგი მამაკაცებს ასევე გულწრფელობითა და დიდსულოვნებითაც ხიბლავს.

Astrologia

ქალწული

– ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, მამაკაცებს საკუთარი გონიერებისა და გამჭრიახობის ხარჯზე ხიბლავენ. მათი საუკეთესო თვისებაა ასევე მზრუნველობა და დახვეწილობა, რაც ასევე არ რჩება ყურადღების მიღმა ძლიერი სქესის არც ერთ წარმომადგენელს.

სასწორი – სასწორი ქალების მთავარი ღირსება გასაოცარი ქალურობა, შარმი, ულამაზესი ღიმილი და გემოვნებიანად ჩაცმა-დახურვის უნარია. სასწორი ქალი მამაკაცს თავისი სირბილითა და დიპლომატიურობითაც ხიბლავს.

მორიელი – ქალი მორიელი მამაკაცებს სექსუალურობით, გამჭრიახი გონებითა და მაგნეტიზმით აჯადოებს. მამაკაცები მასში ასევე ძალიან აფასებენ ძლიერ სულსა და გასაჭირში გვერდში დგომის უნარს.

მშვილდოსანი – ქალი მშვილდოსანი მამაკაცებს ოპტიმისტური ხასიათით, მუდმივად მხიარული გაწყობითა და ღიმილიანობით ხიბლავს. ძლიერი სქესი მასში ასევე ძალიან აფასებს თვისებას არასოდეს შეზღუდოს პარტნიორი და მაქსიმალური თავისუფლება მიანიჭოს მას.

თხის რქა – ქალი თხის რქა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს გაწონასწორებულობით, მიზანსწრაფულობით და ამაყი ხასიათით ხიბლავს. მამაკაცები მასში ასევე აფასებენ კარგ მანერებსა და ნებისმიერ სიტუაციაში ღირსეულად მოქცევის უნარს.

მერწყული – ქალი მერწყული მამაკაცებს ექსტრავაგანტური გარეგნობით, ორიგინალური აზროვნების უნარითა და მეგობრულობით ხიბლავს. საპირისპირო სქესის წარმომადგენლები მასში ასევე აფასებენ პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარების უნარსა და ამტანობას.

თევზები – ქალი თევზები მამაკაცისთვის პირველ რიგში საკუთარი სინაზით, "დაუცველის" იმიჯითა და ემოციური უმწეობითაა მომხიბვლელი. მამაკაცები მასში ასევე აფასებენ თანაგრძნობის უნარსა და მზრუნველობას.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?