ქალური შარმი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ქალური შარმი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

. ხოლო ინტერნეტფორუმებზე ხშირად ყველაზე ლამაზ ქალებად მორიელებს ასახელებენ.

ნაწყენი რომ არავინ დაგვრჩეს, შევეცდებით თორმეტივე ნიშანი დავახასიათოდ და დასკვები თავად გამოიტანეთ.

მიწის ნიშნები – კურო, ქალწული, თხის რქა

კუროს გაცნობისთანავე თვალში გხვდებათ მომხიბვლელობა და რბილი ხასიათი. მამაკაცებს ის მომენტალურად, ერთი ნახვით უყვარდებათ და უკვე მერე ამჩნევენ, რომ ამ "სუსტი" სქესის მიღმა ძლიერი ქალი იმალება, – რკინის ნერვებითა და ნებისყოფით. მაგრამ შეყვარებული მამაკაცებისთვის ისინი ბოლომდე ინარჩუნებენ "ფუმფულასა და ფითქინას" ეპითეტს. მათთვის ისინი ყველაზე მგრძნობიარე, დაუცველი და ლამაზები არიან.

სინამდვილეში, ქალი კურო მართლაც მყუდრო და საიმედო არსებაა. იგი არასდროს იქნება ჩხუბის ინიციატორი. ამ ნიშნის მანდილოსანი ზედმიწევნით ზრუნავს საკუთარ თავზე. ყოველთვის მოხდენილად აცვია და კლასიკური მაკიაჟი აქვს. ასე რომ, თუ ბუნებამ სილამაზით არ დააჯილდოვა, არც სხვა ლამაზმანების ჩრდილში მოექცევიან.

ლამაზმანი კუროები: რენე ზელვეგერი, უმა თურმანი, პენელოპა კრუსი.

Astrologia

ქალწული საკუთარ თავს თავად ქმნის. ის შეიძლება ბუნებრივად ლამაზი არ დაიბადოს, მაგრამ გარშემო მყოფები ამას იშვიათად აქცევენ ყურადღებას. ქალწულებს შესწევთ უნარი ისე წარმოაჩინონ საკუთარი თავი, რომ მამაკაცებიცა და მანდილოსნებიც ერთიანად მოხიბლულები რჩებიან მათი პიროვნებით. ამ ნიშნის ქალები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ფიგურას, იტარებენ კოსმეტიკურ პროცედურებს. აქვთ დახვეწილი სტილი და მანერები. ისინი გაცნობისთანავე იქცევენ ყურადღებას და დიდხანს იმარჩუნებენ მას.

ლამაზმანი ქალწულები: სელმა ჰაიეკი, კამერონ დიასი, სოფი ლორენი.

Astrologia

თხის რქა მანდილოსანს არასტანდარტული გარეგნობა აქვს. მაგრამ მათ საერთოდ არ აინტერესებთ, რას ფიქრობენ მათზე გარშემო მყოფები. ისინი ძალიან მიზანსწრაფულები არიან და ასეთ წვრილმანებზე ყურადღების მისაქცევად არ სცალიათ. მათ სხვა პრიორიტეტები გააჩნიათ.

ყოველივეს მიუხედავად, მათ შეუძლიათ საკუთარი, განუმეორებელი სტილი შექმნან. ამიტომაცაა, რომ თითქოს ჩაცმულობას არ აქცევენ ყურადღებას., მაგრამ ამავდროულად ასეთია მათი სტილი, მათი ახალი მოდა. სხვათა შორის, მათ ხშირად ბაძავენ, რადგან მამაკაცურ სამოსსაც კი ქალური შარმით ატარებენ. ამასთანავე, საქმიან სამოსში უფრო მიმზიდველები არიან, ვიდრე საღამოს კაბებში.

ლამაზმანი თხის რქები: ვანესა პარადი, მარლენ დიტრიხი, კეიტ მოსი.

Astrologia

გაგრძელება იქნება

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?