. ხოლო ინტერნეტფორუმებზე ხშირად ყველაზე ლამაზ ქალებად მორიელებს ასახელებენ.
ნაწყენი რომ არავინ დაგვრჩეს, შევეცდებით თორმეტივე ნიშანი დავახასიათოდ და დასკვები თავად გამოიტანეთ.
ჰაერის ნიშნები – ტყუპი, სასწორი, მერწყული
ტყუპი ქალი ისეთივე ცვალებადია, როგორც გაზაფხულის ამინდი. დღეს შეიძლება ლედი-ვამპივით წარმოგვიდგეს, – გრძელი ფრჩხილებითა და კვასკვასა წითელი პომადით; ხვალ კი, რომანტიკული ქალიშვილივით – გრძელი ნაწნავებითა და ყვავილებიანი სარაფნით. მთავარია, როგორ გაწყობაზე გაეღვიძება.
მამაკაცები მათაც სხვადასხვაგვარად აღიქვამენ: ზოგისთვის ქალღმერთია, ზოგისთვისაც – "ძმაკაცი". ტყუპის ხელებს ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ. ისინი, თითქოს სხეულისგან დამოუკიდებლად არსებობენ, – მოქნილი, ენერგიული. შეიძლება ამიტომაც უვლიან მათ განსაკუთრებით.
ლამაზმანი ტყუპი: ანჯელინა ჯოლი, ნიკოლ კიდმანი, მერილინ მონრო
თუ სასწორმა ქალმა ერთხელ მაინც გაგიღიმათ, ამ ეპიზოდს თქვენი მეხსიერებიდან ვერასდროს აშლით. მისი ღიმილი შეუფასებელია. სასწორი ბუნებამ ქალღმერთის სხეულით, ლამაზი ხელებითა და მეტყველი სახით დააჯილდოვა. თუმცა, იმას, რაც ბუნებამ ასე გულუხვად უბოძა სამოსით, მაკიაჟით აფუჭებენ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ისინი გაურბიან თავიანთ სილამაზეს. ამასთანავე, სასწორი ასაკის მატებასთან ერთად უფრო მომხიბვლელი ხდება. თითქოს ეგუება იმ აზრს, რომ ლამაზია და იფერებს კიდეც მას.
ლამაზმანი სასწორები: კეტრინ-ზეტა ჯონსი, კეიტ უინსლეტი, მონიკა ბელუჩი
მერწყული ადვილად იპყრობს მამაკაცების ყურადღებას. არა იმდენად გარეგნული სილამაზით, არამედ იმ შინაგან ენერგიით, რაც მასში ულევადაა. მერწყულ ქალებს ხშირად აქვთ მრგვალი ფორმებით, მაგრამ ენერგიულობისა და სოცოცხლის ხალისიანობის გამო მამაკაცები "პატიობენ" მათ ზედმეტ წონას.
მერწყულ ქალს კარგი კანი აქვს და ამაზე ის თინეიჯერობიდან ზრუნავს. ამიცომაცაა, რომ მამაკაცები მიილტვიან ჩაეხუტონ, მოეფერონ და შეეხონ კანზე. შეიძლება ითქვას, რომ მერწყული ქალი სურათია, რომლის ხელში ჩაგდებასაც ბევრი კოლექციონერი ცდილობს.
ლამაზმანი მერწყულები: ჯენიფერ ენისტონი, პერის ჰილტონი, მინა სუვარი.
გაგრძელება იქნება