ადამიანების დიდ ნაწილს მაინც ხშირად სტუმრობს ნოსტალგია ბავშვობის წლებზე. მით უმეტეს, მაშინ, როცა ცხოვრება არცთუ მარტივი პრობლემების სიუხვით გვაჯილდოებს და იძულებულს გვხდის გავიაზროთ, რომ ამ პრობლემების წინაშე ფაქტობრივად მარტო ვდგავართ. კირჩხიბები კი ბავშვობის წლებს ლამის ყოველ საღამოს, ძილის წინ როგორც, ერთგვარ დამამშვიდებელ ნაყენს ისე იყენებენ. კირჩხიბის ზოდიაქო ხომ დანარჩენ ზოდიაქოს ნიშნებს შორის "წარსულის ემოციების" კოლექციონერობით გამოირჩევა. აი, რატომ არის ბევრი კირჩხიბი ბავშვისთვის სკოლის ასაკში საყვარელი საგანი ისტორია, ხოლო დიდობაში რატომ უყვართ მათ ძველი ნივთებისა და ანტიკვარიატის შეგროვება ამ კითხვაზე პასუხს ყოველივე ზემოჩამოთვლილის გათვალისწინებით მარტივად იპოვით.
თუკი ღმერთმა დაიფაროს და ისე მოხდა, რომ კირჩხიბის მშობლები ემოციურად თავშეკავებული და ცივი ინდივიდები იყვნენ; ამასთან ერთად, ისინი ხშირად მისი თანდასწრებით აქებდნენ დანარჩენ შვილებს და ყველაზე საშინელი - არასოდეს, გესმით არასოდეს კოცნიდნენ პატარა კირჩხიბს ძილის წინ, დიდ ასაკში ასეთ ინდივიდს აუცილებლად განუვითარდება სითბოსა და სიყვარულის მძაფრი დეფიციტი, რომლის კომპენსირებასაც იგი უდავოდ პოტენციურ პარტნიორთან ურთიერთობისას შეეცდება. აღარაფერს ვამბობთ პერიოდულად დეპრესიისკენ მიდრეკილებასა და უგუნებობაზე. ამიტომ სხვა ვერც ერთი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი ვერ გაიგებს კირჩხიბის ემოციებს ისე, როგორც თავად კირჩხიბი, რომელსაც მმართველი პლანეტა მთვარის დახმარებით იდეალურად შეუძლია არამხოლოდ დაიჭიროს პარტნიორის ნეგატიური განწყობა, არამედ ჩანასახშივე გაანეიტრალოს იგი მოფერებით და სითბოს სოლიდური დოზის გამოხატვით.
კირჩხიბების დიდი ნაწილი გასაოცრად ჯიუტი, პრინციპული და მიზანმიმართულია, თუკი საქმე მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევას ეხება. სხვათა შორის ეს მათ პირად ურთიერთობებსაც ეხება. ამიტომ კირჩხიბ მამაკაცს, ისე როგორც არავის სხვას, ახასიათებს მრავალწლიანი, დაუღალავი "შრომა" პოტენციური საცოლის გულის მოსაგებად. რაც ზემოხსენებული " ბავშვობისას დაჩაგრული“ ინდივიდის შემთხვევაში შესაძლოა მანიაკალურ დევნაშიც კი გადაიზარდოს. ერთადერთი მისაღები ვარიანტი ამ მხრივ ის იქნება, რომ სიყვარულის ობიექტი თავადაც კირჩხიბი აღმოჩნდეს. მხოლოდ ის შეძლება გაიგოს ჭეშმარიტი მიზეზი, რატომ ებღაუჭება ეს მამაკაცი მას ასეთი თავგამოდებით და მის საქციელს სიგიჟედ კი არა, დიდ სიყვარულად ჩათვლის, რომლის დაფასებაც ადრე თუ გვიან აუცილებელი იქნება.
კირჩხიბი ოჯახის მოყვარული ნიშანია, ამასთან ერთად საკმაოდ სენტიმენტალური და ნაზი. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად მას გააჩნია საკმარისი გამჭრიახობა და ალღო, ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად. როგორ გგონიათ, რატომ არის კირჩხიბების დიდი ნაწილი ცნობილი და მდიდარი ბანკირები?
მაგრამ ამ პოტენციალს გახსნა უნდა. ჰოდა, სხვა ვერც ერთი ქალი ვერ მოახერხებს ამას ისე, როგორც თავადაც კირჩხიბის ნიშნით დაბადებული მანდილოსანი. იმიტომ რომ, მან ზუსტად იცის, რა სასწაულის მოხდენა შეუძლია კირჩხიბს, რომელსაც სახლში მზრუნველი, მოსიყვარულე ცოლი ეგულება და ამ ცოლს მისი უპირობოდ, ბოლომდე სჯერა. მას შეუძლია ქმრისთვის ერთდროულად იყოს ცოლიც, საყვარელიც, თანამოაზრეც, მეგობარიც და შეთავსებით დედაც, რომელიც თავდაუზოგავად ზრუნავს თავისი ნაშიერის ემოციურ თუ ფსიქოლოგიურ სიმშვიდეზე.
ასტროლოგები თვლიან, რომ ერთი და იმავე ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის ყველაზე უკეთ კირჩხიბებისა და ქალწულების დუეტები ახერხებს მშვიდობიან და რაც მთავარია, ჰარმონიულ თანაარსებობას. თუმცა, აქვე ისიც უნდა ითქვას, კონკრეტულად კირჩხიბების წყვილის გასაგონად, რომ მიუხედავად ემოციური კომფორტისა, რასაც ისინი უდავოდ ანიჭებენ ერთმანეთს, ერთადერთი და რეალური მიზეზი მათი კავშირის შესასუსტებლად შეიძლება იყოს არც მეტი არც ნაკლები - ფული . დიახ, "განხეთქილების ვაშლი" ამ ორს შორის სწორედ ფინანსები და მათი გონივრულად განაწილების თემა იქნება. ამიტომ ასტროლოგები ურჩევენ კირჩხიბის წყვილს ქორწინების დასაწყის ეტაპზევე მოაწერონ ხელი ქონების დამოუკიდებლად განკარგვის ხელშეკრულებას და ერთმანეთს, ფინანსური თვალსაზრისით სრული ჩაურევლობა აღუთქვან. რაც სხვათა შორის არ იქნება მარტივი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ერთიც და მეორეც თავს ფულთან მიმართებაში "ექსპერტად" მიიჩნევს. თუმცა, ზუსტად ფულია ის "მოწყვლადი" ადგილი და სუსტი წერტილი, რომელზე უდიერად დაბიჯებასაც არც ერთი კირჩხიბი არავის აპატიებს. ახლა ხვდებით სად იმალება "შენელებული მოქმედების" ბომბი კირჩხიბების მოსიყვარულე და ჰარმონიულ ოჯახში?
ქალი კირჩხიბი ამ ნიშნის წარმომადგენლი მამაკაცი სგან განსხვავებით გაცილებით ძალაუფლების მოყვარული, პრეტენზიული და წინდახედულია. ამასთან ერთად, იგი ემოციურად გაცილებით უფრო მდგრადია, ვიდრე მამრი კირჩხიბი. შესაბამისად, ამ წყვილში წამყვან პარტიას, რომ ქალი აიღებს საკუთარ თავზე, ალბათ მარტივად ხვდება ჩვენი მკითხველი. მაგრამ აქ არის ერთი "მაგრამ", რომლის წარმატებით გადალახვაზეც ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებთან ერთად, დიდწილად იქნება დამოკიდებული ის, თუ რამდენად მყარი და მშვიდი გამოდგება სამომავლოდ კირჩხიბების ოჯახი. ეს არის მამაკაცი კირჩხიბის დედა - ქალი, რომლის ადგილსაც ვერც ერთი სუსტი სქესის წარმომადგენელი ვერასოდეს დაიკავებს მამრი კიბოს გულში.
ამიტომ კირჩხიბ ქალს ისღა დარჩენია, მაქსიმალური დიპლომატიურობა გამოიჩინოს დედამთილთან, რომელიც სავსებით შესაძლებელია, იმაზე ბევრად აქტიურად ერეოდეს მათ ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში ვიდრე კირჩხიბ ქალს ეს თავდაპირველად ჰგონია და წარმოუდგენია. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ მისი ქმრის მხრიდან, დედის "გაღმერთების" და კვარცხლბეკზე დაყენების სურვილია , სხვა არაფერი. ამიტომ ცოლი კირჩხიბი სერიოზული არჩევანის წინაშე დგება, დაიწყოს ომი დედამთილთან ქმრის ერთპიროვნულად ხელში ჩასაგდებად (რასაც წინასწარვე ვამბობთ, რომ იგი წააგებს!) და მეორე ვერსია - ჩვეული სირბილითა და დიპლომატიით მონახოს დედამთილთან დაზავების გზები. იმიტომ რომ, მასზე უკეთეს მოკავშირეს, საკუთარ მეორე ნახევართან ჰარმონიული ურთიერთობის ასაწყობად ქალი კირჩხიბი ვერსად იპოვის.