, თუკი საკითხს ასტროლოგიური კუთხით მივუდგებით და ევროპაში ფართოდ აპრობირებულ მოდისა და ასტროლოგიის სინთეზს ე.წ. FASHION ASTROLOGY-ს მივმართავთ, მერწმუნეთ გაგვიიოლდება ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მარტივად გადაჭრა. დღეიდან შემოგთავაზებთ სტატიების ციკლს იმის შესახებ, თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულმა ქალბატონმა, როგორი იმიჯი უნდა მოირგოს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, საიმისოდ, რომ საზოგადოების უპირობო აღტაცება და ოვაციები დაიმსახუროს.
მერწყული
ქალი მერწყული ექსცენტრიკული ხასიათითა და ორიგინალური აზროვნებით გამოირჩევა. მისი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმი, ჩაცმა-დახურვის საკითხზეც აისახება. ამიტომ არცთუ იშვიათად მერწყულის ცნობა სწორედ რომ იმიჯის მიხედვითაა ყველაზე მარტივი და შესაძლებელი. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს მოსწონთ, როცა საზოგადოების ყურადღებას იქცევენ ეპატაჟურობით. გარდა ამისა, სამოსი მათთვის გემოვნების თავისუფლების და თვითგამოხატვის ფორმაა. ამიტომ ამ მხრივ შეზღუდვას და ნორმებს ვერც ერთი მერწყული მდედრი ვერ აიტანს.
ქალ მერწყულს უყვარს ექსპერიმენტები და ხშირად შეხვდებით სხვადასხვა სტილის, ფასონისა და ეპოქის სამოსისგან შემდგარ "მიქსში" გამოწყობილს. იგი ოსტატურად უხამებს ერთმანეთს აბსოლუტურად "შეუსაბამო" რამე-რუმეებს. ჯინსებთან შეუძლია ატაროს კორსეტი, კლასიკურ შარვალზე სპორტული ზედა და ა.შ. მერწყულები ასევე გიჟდებიან ვინტაჟზე. შესაბამისად, ბევრი მერწყულის გარდერობში მოიძებნება ბებიის ან სულაც დიდი ბებიის ნაქონი სამკაულები ან კაბა, რომელსაც მერწყული ქალი თანამედროვე აქსესუარების თანხლებით მოხდენილად ატარებს. უფრო მეტიც, მას შეუძლია შექმნას ისეთი მოდური "ლუქი", რომელსაც სამომავლოდ არაერთი აქტიური მიმბაძველი გაუჩნდება.
მაკიაჟის მხრივ მერწყულმა თვალის მბრწყინავი, პერლამუტრისებური ჩრდილები უნდა გამოიყენოს. სახის ოვალს კი სასურველია მკვეთრი ბორდოსფერი პომადის მეშვეობით გაუსვას ხაზი.
აქსესუარებიდან სასურველია მერწყულმა ატაროს ხელნაკეთი, ორგინალური ნივთები – თექის მძივები, თიხისგან დამზადებული ყელსაბამი და ა.შ. ძვირფასი ქვებიდან კი საფირონს, ამეთვისტოს და ქარვას უნდა მიანიჭოს უპირატესობა.