მაისის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მაისის სასიყვარულო ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

წარსულში დაბრუნება, ყოფილ სასიყვარულო პარტნიორებთან შერიგება მოგინდებათ. განსაკუთრებით, თუ დღეს მარტო ხართ. აკონტროლეთ ფიქრები და ეცადეთ, დიდი ხნით არ დარჩეთ წარსულში. ახალ თაყვანისმცემლებთან დისტანცია დაიცავით. რომანის განვითარების შანსი 16 მაისის შემდეგ გექნებათ. დაქორწინებულებმა მეტი დრო დაუთმეთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. მეუღლეებმა ერთად ჩამოწერეთ საოჯახო ბიუჯეტი.

Astrologia

კურო

სასიყვარული პარტნიორს მიკროსკოპის ქვეშ უყურებთ. ხან აქებთ, ხან კიცხავთ. ამ უკანასკნელს მოერიდეთ, განსაკუთრებით, თუ ემოციური შეყვარებული გყავთ. თუ მის "გამოსწორებას" ეცდებით, პარტნიორი გაცივდება თქვენ მიმართ.

ზოგიერთი 16 მაისამდე დაშორებას გადაწყვეტს. თუმცა, ნუ იჩქარებთ. მარტოხელებს მაისის მეორე ნახევარში რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეიძლება, - ვირტუალურიც. 22 მაისის შემდეგ იმასაც კი ამოიცნობთ, რას ფიქრობს ადამიანი.

Astrologia

ტყუპი

მაისის მთავარი საზრუნავი სამუშაოა. მაგრამ უნდა გამონახოთ დრო შვილებისა და საყვარელი ადამიანისთვის. ზოგიერთს ქორწილის, იუბილისთვის, წვეულებისთვის ელის მზადება. ზოგი ახალ ბინაში გადავა ან სახლში რემონტს დაიწყებს. მარტოხელები მამაკაცებისგან გადამეტებულ ყურადღებას იგრძნობენ. თუმცა, რომანი ხანგრძლივი არ გამოდგება. ნუ ეცდებით ურთიერთობის გასერიოზულებას 16 მაისამდე.

Astrologia

კირჩხიბი

16 მაისამდე დანიშნეთ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა: პირველი პაემანი, ნიშნობა, ქორწინება, ერთად ცხოვრება. ახალგაცნობილებთან ვნებიანი, მაგრამ ხანმოკლე რომანი გელით. ყოფილი კვლავ შეეცდება თქვენთან ურთიერთობის აღდგენას. თუ გრძნობები არ "გაცივდა", შეურიგდით. დაქორწინებული კირჩხიბები მეუღლისგან საჩუქარს ან ფულს მიიღებენ, რომელსაც საკუთარი სურვილისამებრ დახარჯავენ.

Astrologia

ლომი

უთქვენოდ არაფერი გაკეთდება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ხშირად მოგამართავენ რჩევისთვის. საყვარელ ადამიანს კი თქვენთვის გულის გადაშლა მოუნდება. გაფრთხილდით, თვის პირველ ნახევარში შეიძლება ვინმე განზრახ შეეცადოს თქვენი გულის მოგებას, რაიმე სარგებლის გამო. დააკვირდით იმ მამაკაცებს, რომლებიც 16 მაისის შემდეგ გამოიჩენენ თქვენდამი ინტერესს. მათ შორის აუცილებლად იქნება ღირსეული და თქვენი შესაფერისი.

Astrologia

ქალწული

დაქორწინებულებმა მაქსიმალურად გაამრავალფეროვნეთ თქვენი ცხოვრება. დაეხმარეთ ქმარს სირთულეების დაძლევაში, ხშირად გაამხნევეთ იგი. ზოგჯერ წვეულებებს შეიძლება მის გარეშეც დაესწროთ. მარტოხელები ახალგაცნობილებს სიტყვაზე ნუ ენდობით, მათი საქციელი შეაფასეთ. საყვარელი ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს 25-26 მაისს და ეცადეთ, მის გვერდით იყოთ.

Astrologia

სასწორი

ყველა ახალ თაყვანისმცემელს ძველ პარტნიორს შეადარებთ. შეიძლება მიხვდეთ, რომ ძველი უფრო თქვენეულია და მას დაუბრუნდეთ. თუ ყოფილი არ გყავდათ ან არ გსურთ მასთან კავშირის აღდგენა, მაისი კარგი თვეა ახალი სასიყვარულო ურთიერთობის გასავითარებლად. თუ არსებული ურთიერთობის დასრულება გსურთ, 22 მაისს დაელოდეთ. თუ ეს ის კავშირია, რომელიც აღარ ვითარდება. დასრულეთ, რათა ახალს გაუღოთ კარი.

Astrologia

განაგრძეთ კითხვა marao.ge-ზე.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?