მამაკაცი ქალწული

მამაკაცი ქალწული

არადა კაცმა რომ თქვას, ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადება, სულაც არ გულისხმობს, მამაკაცური თვისებების არარსებობას ან ქალურ იმიჯს. უფრო მეტიც, ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენლები, ძალზე ხშირად გამოირჩევიან საკუთარი, არც თუ ფემინური გარეგნობით და მიმზიდველობით. ქალწულ მამაკაცს, თამამად შეიძლება ვუწოდოთ „მოვალეობის ადამიანი“, იგი დაბადებიდან დისციპლინირებული, მოწესრიგებული, შრომისმოყვარე და მაღალინტელექტუალური პიროვნებაა. ძალზე იშვიათია ქალწული, რომლის გონებრივი მონაცემები საშუალოზე მაღალ სტანდარტს არ შეესაბამება. თუ მაინც შეგხვდათ ასეთი ეგზემპლარი, მის პირად რუკაში, არასასურველი ასპექტების გავლენის შედეგი იქნება ეს და არა კონკრეტული ზოდიაქოს მახასიათებელი. ქალწულისთვის, ცხოვრების უმთავრესი აზრი შრომაში მდგომარეობს. ამიტომ ამ მამაკაცებს არცთუ იშვიათად უწოდებენ გარშემომყოფები ქრონიკულ „ვორკოჰოლიკებს“. თუმცა მათ სასახელოდ უნდა ითქვას, ის რომ ნებისმიერი ქალწული, მხოლოდ საკუთარი შრომის საფუძველზე შექმნილ მატერიალურ კეთილდღეობას აღიარებს და სხვადასხვა სახის მაქინაციები ფულის საშოვნელად, როგორც წესი მათთვის მიუღებელია. ეს ადამიანები, შრომას როგორც მოთხოვნილებას და ვალდებულებას ისე აღიქვამენ. აქედან გამომდინარე, მათი უმრავლესობა, შესანიშნავ კარიერას იკეთებს ან სულაც საკუთარ ბიზნესს ხელმძღვანელობს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს, კატეგორიულად აღიზიანებთ ვულგარულობა და ფეთხუმობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში. შესაბამისად, ქალი რომელიც დაუდევრადაა ჩაცმული, იაფფასიანი სუნამოს სუნით ყარს და მაკიაჟიც ზომაზე მეტად მკვეთრი აქვს შერჩეული, ქალწულ მამაკაცს არასოდეს მოეწონება, თუნდაც ეს უკანასკნელი სექსსიმბოლოთა კატეგორიას განეკუთვნებოდეს. არანაკლებ აღიზიანებს მას, სუსტი სქესის წარმომადგენლებში, იმპულსურობა და მფლანგველობა. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ ქრონიკულ „შოპოჰოლიკთა“ რიცხვს მიეკუთვნებით, ან მაღაზიებში საათობით სიარულის ჩვევა დაივიწყეთ სამუდამოდ, ან თქვენი ახალი თაყვანისმცემელი ქალწული. მიუხედავად ზემოთქმულისა, თანდაყოლილი დახვეწილი გემოვნების და პრაქტიკულობის წყალობით, მამაკაც ქალწულს საყვარელი ქალის მიმართ, ძუნწი ნაკლებად ჰქვია. სამაგიეროდ მას ზუსტად შეუძლია განსაზღვროს, რომელი ბრენდის ზედა მოუხდება თქვენს არმანის ჩანთას ან გუჩის სათვალეს.

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ტომ ჰარდი

Astrologia

ქალწული მამაკაცი, ძალზე კრიტიკული და მეწვრილმანეა, ამასთან ერთად მას ენაც საკმაოდ კარგად უჭრის, შესაბამისად მისი მხრიდან კრიტიკული შენიშვნების ატანა არაერთგზის მოგიწევთ. თუმცა იგივეს გაკეთებას მისი მისამართით, ნამდვილად არ გირჩევთ. საქმე იმაშია, რომ ქალწულმა, სხვების ნაკლოვანებებთან ერთად, საკუთარი ყველაზე კარგად იცის. მაგრამ თქვენი მხრიდან ამის ხაზგასმა და დაფიქსირება, საჭირო სულაც არ არის. უმჯობესია მისი შენიშვნები მშვიდად მოისმინოთ და გაითვალისწინოთ, რადგან ქალწული ისეთს არაფერს გირჩევთ, რაც თქვენთვის სასარგებლო არ იქნება. მართალია ქალწული მუტაბელური (ცვალებადი) ნიშნების რიცხვში შედის, მაგრამ იგი, მაინც მიწის სტიქიის წარმომადგენელია, შესაბამისად მისი წყობიდან გამოყვანა ან გაბრაზება საკმაოდ რთული საქმეა. ისევე როგორც რთულია,მისი მხრიდან გრძნობების ემოციურ გამომჟღავნებას ეღირსოთ. ქალწულს არ ეხერხება და არც გულზე ეხატება ის, რომ თავისი სიყვარულის ობიექტს სახალხოდ დაუფიქსიროს საკუთარი სიყვარული. სამაგიეროდ, მისი თქვენდამი ემოციები, ყოველდღიურ ზრუნვაში და პატივისცემაში გამოიხატება, რაც დამიჯერეთ ათასგზის სჯობს არაფრისმთქმელ სიტყვებს. გაითვალისწინეთ, მამაკაც ქალწულს, საკმაოდ მაღალი სტანდარტები გააჩნია შესაბამისად, საპირისპირო სქესის მიმართ იგი ძალზე პრეტენზიული და მომთხოვნია. თუკი ცხოვრების მანძილზე ვერ ნახა ქალი, რომელიც მის სტანდარტებს ზუსტად შეესიტყვება, იგი ხშირად მარტოც რჩება. შემთხვევითი როდია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით ყველაზე მეტი ბერბიჭა იბადება. თუმცა თუკი ქალწულმა ვინმესთან საკუთარი ბედის დაკავშირება გადაწყვიტა, იგი პარტნიორს ბოლომდე მიიღებს მისი ნაკლით და ღირსებით.