მამაკაცი კურო & ქალი ქალწული

მამაკაცი კურო & ქალი ქალწული

იდეალური წყვილი – დენიელ დეი ლუისი და რებეკა მილერი

ქალწული ქალისთვის მთავარია, წესრიგი ყველგან და ყველაფერში. ზოგიერთი მათგანი ზედმეტად აკურატულია. მას თავში ყოველთვის დალაგებული აზრები მოსდის და ჩანთაში თამბაქოს ნამცეცსაც ვერ უპოვით. სამაგიეროდ, კურო მამაკაცს წესრიგის მოყვარულს ვერ ვუწოდებთ. ზოგიერთი კუროს გარშემო აუცილებლად უნდა იყოს მცირე ქაოსი. ზოგი კი მოუწესრიგებლობის მეფე. მაგრამ გასამართლებელი საბუთიც აქვს: იმდენს მუშაობენ, რომ წესრიგზე ფიქრის დროც არ რჩება. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობენ, რომლებიც ზედმიწევნით ზრუნავენ საკუთარ სისუფთავესა და იმიჯზე. თუმცა, იმის ალბათობა, რომ აკურატულ ქალწულს მოწესრიგებული კურო შეხვდება, მილიონიდან ერთია.

ქალწულ ქალებზე ამბობენ, რომ მათი მოწესრიგებული აზრები ნებისმიერში გამოიწვევს მძვინვარებას. სინამდვილეში ასე არაა. უბრალოდ, ქალწულს შეუძლია ყველაფრის შესწავლა, გამოკვლევა და სწორი დასკვნის გამოტანა. მან ზუსტად იცის, რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს მას. როგორც წესი, იგი გონების კარნახით მოქმედებს, გრძნობები კი ხშირად აქვს "გამორთული".

Astrologia

კურო არ ფიქრობს ეთიკასა და მორალზე. ის გრძნობს რა არის მისთვის კარგი და მოქმედებს. შედეგებზე კი საერთოდ არ ფიქრობს. ხშირად ერთი მიზნისკენ ქალწული და კურო სხვადასხვა გზით მიდიან. თუმცა, დროთა განმავლობაში, კურო ხვდება, რომ მისი საყვარელი ქალი სწორად იქცევა, აღარ ეწინააღმდეგება და ხშირად მის მიერ შედგენილი გეგმითა და მითითებებით ხელმძღვანელობს. მთავარია, ქალწულმა ქალმა კუროს სწორად მიაწოდოს საკუთარი აზრები, – "მე კი არ მინდა, ჩვენთვის ასე აჯობებს".

სიტყვა "პრაქტიკული" ნაკლებად შეეფერება რომანტიკულ გრძნობებს, მაგრამ კურო-ქალწულის შემთხვევაში, პრაქტიკულობიდან გამომდინარე, სიყვარული მეტად გამძლეა. არც კურო და არც ქალწული თავს უფლებას არ მისცემს იკამათოს ისეთ რამეზე, რაც შედეგს არ მოიტანს. შეიძლება ზოგჯერ ან ერთმა, ან მეორემ წაიბუზღუნოს, მაგრამ ამას არ მიეცემა სისტემატური ხასიათი. ქალწული შეიძლება იყოს მეწვრილმანე, მაგრამ უგუნური არასდროს იქნება. კურო კი თავის საყვარელ ქალს არადროს გააწამებს ზედმეტი მოთხოვნებით. მათი კავშირი იმიტომაც არის "პრაქტიკული" რომ ორივეს ერთი დევიზი აქვს: "მომეცი ძალა, რათა შევცალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია ან მომეცი ძალა, რათა მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. და მომეცი ძალა, რათა პირველი მეორისგან გავარჩიო".

Astrologia

მხოლოდ კურო მამაკაცის გვერდით გრძნობს ქალი ქალწული თავს დაცულად. მას კი შეუძლია ძლიერთან ერთად მოსიყვარულეც იყოს. ცივი გამომეტყველების მიუხედავად, ქალწულს შეუძლია გააცინოს თავისი კურო და სიტყვა "პრაქტიკული" რომანტიკულად აქციოს. რომანტიკული სიყვარული და სენტიმენტალური კავშირი მათ გრძნობას უფრო ვნებიანს გახდის. თუმცა ქალწულმა ზოგჯერ მაინც უნდა შეიკაოს თავი, – მას ხომ რჩევა-დარიგებები მისცემა სექსის დროსაც შეუძლია. ქალწული უნდა მიხვდეს, რომ მის მშვიდ კუროს ზედმეტი კიჟინითა და რჩევებით გამოიყვანს მდგომარეობიდან, კურომ კი მეტი სითბო, მზრუნველობა და რომანტიკულობა უნდა გამოიჩინოს მისი ქალწულის მიმართ და ამის შემდეგ მათ იდეალური კავშირი ექნებათ.

ქალწული ხშირად წვრილმანებს აკვირდება, კურო სიამოვნებას იღებს ჩვეულებრივი შეგრძნებებისგან. უფრო გასაგები რომ იყო, რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ. კუროს მოსწონს ახალნაყიდი ფანქრების სუნი, ქალწული კი მათ აკურატულად გათლის; კურომ შეიძლება სიამოვნებით მიუშვიროს სახე თოვლს, ქალწულს კი ის მიკროსკოპული ვარსკვლავები აღაფრთოვანებს, რისგანაც თოვლი შედგება. საშობაო გვირგვინიდან ჩამოვარდნილი წიწვები კურომ შეიძლება პირში ჩაიყაროს და მათი გემოთი და არომატით დატკბეს, ქალწული კი წიწვებს აკურატულად, ერთ ადგილზე მოაგროვებს.

ქალწული და კურო ერთ ჭერქვეშ ბედნიერად გაატარებენ მთელ ცხოვრებას და შეეძლებათ გარშემო მომხდარი პატარ-პატარა საოცრებებით დატკბნენ. მთავარია, ახსოვდეთ, რომ სრულყოფილება, რომელსაც ქალწული ყველგან და ყველაფერში ეძებს – მირაჟია; თუმცა, ის სიმშვიდეც, რომელსაც კურო ეძებს – ისიც. ისინი რეალურისკენ უნდა ისწრაფვოდნენ და ყველაზე რეალური კი ისაა, რომ მათ ერთმანეთი იპოვეს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?