მამაკაცი კურო

მამაკაცი კურო

ტემპი რომლითაც ეს მამაკაცი ცხოვრობს, შესაძლოა ზოგიერთ ქალს მონოტონურად, შენელებულად და მოსაწყენადაც კი მოეჩვენოს, თუმცა მცდელობა იმისა, რომ მას გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება და თქვენს ჭკუაზე სირბილი აიძულოთ, დამიჯერეთ აფსოლუტური კრახით დასრულდება. კურო მომთმენია, მაგრამ არა დამყოლი. ამიტომ სიჯიუტემ, რომელსაც იგი მოულოდნელად გამომაჟღავნებს, შესაძლოა გაოცებული დაგტოვოთ დიდი ხნით. რა გეგონათ აბა, ეს ბუნჩულა ბიჭი ასე მარტივი სამართავი იქნებოდა?

თუმცა, სიზარმაცეში ან გულგრილობაში მის დადანაშაულებას ნუ იჩქარებთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საკმაოდ რთულად იღებს, საბოლოო ჩვენებას, როგორც წესი არასოდეს ცვლის. ამიტომ თუ მან თქვენი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მერწმუნეთ აზრს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ შეაცვლევინებს.

კუროს მოხიბვლა თუ გინდათ, არასოდეს აიძულოთ მას აჩქარდეს. მისი სიმპათია, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოიპოვოთ და ამაში არამარტო თქვენი გარეგნული მონაცემები (გაითვალისწინეთ, ისიც რომ კუროების უმრავლესობას ფორმიანი, სავსე ქალები მოსწონს და თავიდან ამოიგდეთ ათასგვარ სულელურ დიეტებზე ფიქრიც კი), კულინარიული ნიჭი და შესაძლებლობებიც დიდ როლს ითამაშებს. ამას გარდა, კურო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სურნელს. შესაბამისად სწორად შერჩეული სუნამო, ტანის სკრაბი ან ლოსიონიც, არანაკლები მოკავშირე შეიძლება გახდეს თქვენთვის სასიყვარულო ფრონტზე.

ცხოვრების უმთავრესი აზრი, კურო მამაკაცისთვის როგორც წესი მუშაობაშია. მუშაობა კი მას ისევ და ისევ თქვენი და მისი ერთობლივი, კომფორტული ცხოვრების მოსაწყობად,კარგი ფინანსური ბაზის შესაქმნელად სჭირდება. ამიტომ არასოდეს დააყენოთ თქვენსა და სამსახურს შორის არჩევანის წინაშე. სამაგიეროდ, კუთვნილი შვებულების პერიოდში, რომელსაც კურო აუცილებლად გამოიყენებს, რადგან მუყაითი შრომის შემდეგ, მისთვის სრუფლასოვანი დასვენება აუცილებელია, არც თქვენ დარჩებით უკმაყოფილო მასთან ერთად გატარებული დღეებით. კურო მამაკაცებს, განსაკურებულად უყვართ ბუნების წიაღში დასვენება და სხვადასხვა სახის პიკნიკების მოწყობა. ბევრი მათგანი, გამორჩეული გურმანია, ამიტომ კურო მამაკაცს რომელსაც სამზარეულოში ტრიალი და კერძების ოსტატურად მზადება ეხერხება არცთუ იშვიათად წააწყდებით. მზადება რომც არ ეხერხებოდეს, დახმარებით მაინც დაგეხმარებათ საოჯახო საქმეებში, თუკი თქვენი მხრიდან საამისო მოთხოვნა იქნება. კუროსთვის აუცილებელია, საღამოს სამსახურიდან მოსულს, ოჯახში სიმშვიდე, სიწყნარე, წესრიგი და გემრიელი სურნელი ეგულებოდეს. თუკი თქვენ ოჯახური ჰარმონიის შექმნის უანრი გაქვთ, მერწმუნეთ თქვენი კურო ქმარი, მთელი ცხოვრება ხელისგულზე გატარებთ. პლანეტა ვერნერას გავლენით, რომელიც კუროს ზოდიაქოს მართავს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს, დახვეწილი გემოვნება და სილამაზის აღქმის განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ, თუმცა ვენერით მართული, კიდევ ერთი ზოდიაქოს სასწორის წარმომადგენელთაგან განსხვავებით, კუროს ბუნებაში კონსერვატიზმი სჭარბობს, რაც შეიძლება იმაში გამოიხატოს, რომ მას ვერაფრის დიდებით ვერ დაითანხმებთ, ბებიას ნაქონი ანტიკვარული ავეჯი, გაცილებით უფრო თანამედროვე დიზაინის მქონე გარნიტურით ჩაანაცვლოს.

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ჩანინ ტატუმი

Astrologia

კუროების უმრავლესობას ახასიათებს გამოკვეთილად თბილი დამოკიდებულება ქალთა სქესის მიმართ. აქედან გამომდინარე, ცოლებს და ქალიშვილებს ეს ადამიანები ყველაზე მეტად და მაქსიმალურად ანებივრებენ. როგორც წესი, კუროს მცირერიცხოვანი სამეგობრო წრე ჰყავს. ეს იმიტომ, რომ ამ ადამიანისთვის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი, თავად ურთიერთობის ხარისხია. სამაგიეროდ მეგობრების წრეში მოლხენისას, კურო მამაკაცი ბოლომდე იხსნება და ხშირად მისთვის ესოდენ უცხო, მჭერმეტყველებაც კი ახასიათებს ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მოქცეულს. კუროების უმრავლესობა, როგორც წესი საკუთარი პარტნიორის მიმართ ხანგრძლივად ინარჩუნებს ერთგულებას, ეს ალბათ მათი სტაბილურობისადმი სიყვარულიდანაც გამომდინარეობს. თუმცა ზოგჯერ, ამ ნიშნის წარმომადგენლ მამაკაცებს შორის, გამორჩეული მექალთანეებიც გვხვდებიან, ამ შემთხვევაში მიზეზი კონკრეტული ინდვიდის პირად რუკაშია მოსაძებნი. თუ იქ ტყუპების, მორიელის ან მშვილდოსნის დიდ გავლენას აღმოვაჩენთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს ადამიანი, საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნებს გამოუსწორებელი მექალთანის სტატუსს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?