მამაკაცი ლომი

მამაკაცი ლომი

ერთი შეხედვით მშვიდი, იმპერატორული გამოხედვის მიღმა, რომელიც ყველა ლომს ახასიათებს განუჩევლად ასაკისა და თანამდებობისა, ძნელი წარმოსადგენია ის,რომ სინამდვილეში ამ ადამიანს უზომოდ თბილი და მგრძნობიარე გული აქვს. ეს სიცოცხლის მოყვარული, მუდმივად მომღიმარი და კონტაქტური ადამიანები, ყოველთვის ახერხებენ ყურადღების ცენტრში ყოფნას. ამიტომ, თუ თქვენ ბუნებით მოკრძალებული, უბრალო გოგონა ხართ, რომელსაც სახლში ჯდომა და ბლინების ცხობა ურჩევნია, ელიტარულ საღამოებზე სიარულს და მაღალ საზოგადოებაში გართობას, ლომი ცხოვრების მეგზურად ნაკლებად გამოგადგებათ. თუმცა იმ შემთხვევაშიც თუ თქვენ საკმაოდ აქტიური სოციალური ცხოვრებით ცხოვრობთ, გარკვეული ბალანსის დაცვა, მაინც მოგიწევთ ლომ მამაკაცთან ურთიერთობაში. ამათგან უმთავრესი პრინციპი კი იმაში მდგომარეობას, რომ არასოდეს უნდა საცადოთ მისი დაჩრდილვა თქვენი ერუდიციით, გარეგნობით ან მიღწევებით.. ლომები ვერ იტანენ, როცა ვინმე (თან თუ ეს ვინმე მისი მეორე ნახევარია) საზოგადოებაში, მის გადაფარვას ცდილობს. ასე, რომ საპატიო მეორე ვიოლინოს როლი მოირგეთ და საკუთარ წარმატებებზე საუბარი, სადაქალო წრეში ყავის სმისას სააჭორაო თემად შემოინახეთ. სამაგიეროდ, ისეთ თვისებებს, როგორიცაა ჯენტლმენობა, რაინდული სული და დიდსულოვნება ლომ მამაკაცში საკმარისზე მეტი დოზით აღმოაჩენთ. ამ ადამიანს ძალა შესწევს, იზრუნოს და მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მას, ვინც მისთვის ნამდვილად ძვირფასია. თუკი ქალს, რომელიც მისი სიყვარულის ღირსი გახდა, აქვს უნარი საკუთარი მოთხოვნები, თხოვნის და არა მოთხოვნის ფორმით გადმოსცეს ლომთან, ცხოველთა მეფე მას უმცირესი სურვილის შესრულებაზეც კი არ ეტყვის უარს. ხოლო, ნებისმიერი მცდელობა, რამაც შესაძლოა მის მეფურ ავტორიტეტს საფრთხე შეუქმნას, ლომის მხრიდან სიცივის და გულგრილობის გარანტია შეიძლებაგახდეს. შეყვარებული ლომი, როგორც წესი უზიმოდ გულუხვი და გალანტურია, რჩეულის მიმართ, ამიტომ იგი ფორას მისცემს თქვენს თაყვანისმცემლებს და ყველა მათგანს მალე ჩამოგაშორებთ. თუმცა გაითვალისწინეთ, ის ფაქტიც რომ ლომი უზომოდ ეჭვიანი და მესაკუთრე ადამიანია. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ იგი მოგთხოვთ საქმის კურსში ჩააყენოთ, სად ხართ, ვისთან ერთად, რა საქმეზე და ზუსტად რომელ საათზე დაბრუნდებით სახლში.

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ბენ აფლეკი

Astrologia

მისთვის მნიშვნელოვანია, იცოდეს თქვენი თითოეული ნაბიჯი. სხვა შემთხვევაში, იგი ჯერ ბუზღუნს დაიწყებს, შემდეგ კი მისი ეს ბუზღუნი გაცილებით უფრო მაღალ ნოტებში გადავა და საბოლოოდ დარწმუნდებით ლომის ხმის ტემბრის დამაჯერებლობაში. ქალი, რომელსაც უნდა რომ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცის სიყვარული დაიმსახუროს, ზომიერად აქტიური, გულკეთილი, მოსიყვარულე და თბილი უნდა იყოს. ლომს მოსწონს ეფექტური მანდილოსნები, რომელთაცსაზოგადოებაშითავისდაჭერადამანერებიარეშლებათ, თუმცა თუ თქვენ ამასთან ერთად გადამეტებულად დამოუკიდებელი ხასიათით და სიჯიუტითაც გამოირჩევით, მეეჭვება ლომის გვერდით დიდხანს გაძლოთ. როგორც მეუღლე, ლომი ქმარი დიდსულოვანი და მზურნველია. მას უყვარს ოჯახური საღამოები და სიამოვნებით დაგეხმარებათ ხოლმე მსგავსი სტილის შეკრებების ორგანიზებაში. ბავშვების მიმართ, ლომებს განსაკუთრებული, თბილი დამოკიდებულება აქვთ (შემთხვევითი როდია რომ ლომი მართავს ჰოროსკოპის მეხუთე სახლს, რომელიც შვილიერების და მემკვიდრეების საკითხზეა პასუხისმგებელი) აქედან გამომდინარე, მამა ლომი ბავშვთან უშუალო მეგობრულ დამოკიდებულებას ძალზე ადვილად ამყარებს და ოჯახის დანგრევის შემთხვევაშიც კი, იგი თავისი შვილებისთვის მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტალონად რჩება. რაც შეეხება ერთგულების საკითხს, ლომები იმ მცირერიცხოვან ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა შორის გადიან, ვისაც ხშირ შემთხვევაში გამოკვეთილი მონოგამიურობა ახაიათებს. ამიტომ ლომის მეუღლეს ამ მხრივ სანერვიულო არაფერი აქვს, მანამ სანამ ლომს მის მიმართ გრძნობები გააჩნია. ხოლო სადამდე გაგრძელდება ეს ზემოთხსენებული იდილია, მთლიანად ლომის პარტნიორზეა დამოკიდებული. თუკი თქვენ შესძლებთ, მეუღლეს მაქსიმალური სიყვარულით, პატივისცემით და მოწიწებით მოეპყროთ, მერწმუნეთ ბუნებით ზარმაცი ლომი, სხვაზ ეარასოდეს გაგცვლით.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?