გამოირჩევიან. მათ შეუძლიათ გაზაფხული თავად მოუწყონ საკუთარ თავს თუკი ჩათვლიან, რომ ბუნება ამ მხრივ რატომღაც "ფეხს ითრევს" და აგვიანებს. საამისოდ იგი უბრალოდ და მარტივად, რომელიმე თბილ ქვეყანაში გაემგზავრება სპონტანურად. ამ მეთოდით შეძლებს იგი გაზაფხულის მოსვლა დროზე ადრე იგრძნოს. ჯერ კიდევ ბავშვობიდან იცის ტყუპმა მარტივი ჭეშმარიტება, ანუ ის, რომ არსებობს უტყუარი მეთოდი სასწაულის "ხელოვნურად" შესაქმნელად მაშინ, როცა ბედნირება რატომღაც აგვიანებს. ამ მეთოდს კი სიტუაციის და გარემოს ცვლა ეწოდება.
ჰოდა, ვერც ერთი მამაკაცი ვერ გაიგებს ტყუპის ამგვარ უცნაურ დამოკიდებულებას ცხოვრების მიმართ მერწყულის გარდა. შესაძლებელია, რაღაც დოზით მისი კურო, ვერძმა და სასწორმა მამაკაცებმაც გაიგონ, მაგრამ მერწყულზე უკეთ ქალ ტყუპს "მომხიბვლელი სისულელეების" კეთებაში ხელს ვერც ერთი მათგანი ვერ შეუწყობს. იმიტომ რომ ტყუპის მსგავსად მასაც არანაკლები დოზით ჰყავს ჩასახლებული გონებაში "ტარაკანები". თუმცა მერწყულს სურს, გარემოს ცვლასთან ერთად, მისი შეხედულებები და პრინციპები ხელშეუხებელი დარჩეს და არავინ შეზღუდოს იგი, ეს იმიტომ, რომ მერწყული ტყუპისგან განსხვავებით ფიქსირებულ ნიშნებს განეკუთვნება, მაშინ როცა ტყუპის მუტაბელური ბუნება მუდმივ ტრანსფორმაციაში იყოფება. მერწყული იცვლის გარემოს და ხალხს თუმცა არასდროს შეხედულებებს. ამიტომ ურთიერთობის საწყის ეტაპზე თუ იგი ქალ ტყუპს უფლებას აძლევს თავისუფლად იფრინოს წინ და უკან, ცოტა მოგვიანებით ნაკლებად შეეცდება ფეხი აუწყოს მის ცვალებად გატაცებებს და მოისურვებს, ჩუმად, მაგრამ პრინციპულად გაიტანოს თავისი. რაც იმას ნიშნავს, რომ ტყუპი აუცილებლად დადგება ურთიერთობაში მოწყენილობის პიკის ზღვარზე. თქმა არ უნდა, ამ ორს მუდმივად ექნება სალაპარაკო თემა და საერთო ინტერესები, მაგრამ მერწყულისგან განსხვავებით მერკურის შვილს სხვა ადამიანებთანაც მუდმივად ესაჭიროება კონტაქტი საიმისოდ, რომ თავი სრულფასოვნად ბედნიერად იგრნოს. ამიტომ მამაკაცი მერწყული, რაც არ უნდა ინტელექტუალური და საინტერესო ინდივიდი იყოს იგი მხოლოდ წააგებს თუკი ქალი ტყუპის სურვილს ხშირად შეიცვალოს გარემო და პრიორიტეტები ფეხს ასე თუ ისე მაინც არ აუწყობს.
თუმცა მერწყულის მიდრეკილება სიჯიუტისკენ, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ მამაკაცის საქციელის პროგნოზრებაა შესაძლებელი, ამიტომ მხოლოდ იმის გამო, რომ იგი საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე ან შეჩვეული ნივთების გადაყრაზე უარს აცხადებს, არ შეიძლება მისი ურანული ბუნების უგულებელყოფა. ზოგადად, ტყუპისგან განსხვავებით, მერწყულებს გაცილებით უფრო დიდი და ორიგინალური სიურპრიზები ახასიათებთ. ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა ტყუპი ჩათვლის, რომ სასწრაფოდ ჩემოდანი უნდა ჩაალაგოს "გაზაფხულის მოსაძებნად", მერწყული აუცილებლად გააოცებს მას რაიმე ორიგინალური ჩანაფიქრით ან საქციელით. რის ხარჯზეც ქალი ტყუპი იმ პატარა ბავშვის როლში აღმოჩნდება, რომელსაც გაბმული ტირილი ახალი სათამაშოს ხელში მიჩეჩებით გააწყვეტინეს. თუმცა - დროებით.
ტყუპი და მერწყული ჰაერის სტიქიის დუეტია, ამიტომ ამგვარ წყვილში ყოველთვის არა, მაგრამ ძალზე ხშირად ვხვდებით ტელეპათიურად დაკავშირებულ ადამიანებს. შესაბამისად, გასაკვირი არაა რატომ ემთხვევა ხოლმე ამ ორის სურვილები და მისწრაფებები ერთმანეთ ისე, რომ მათ ამის შესახებ ღიად არასოდეს უწევთ საუბარი. მამაკაცი მერწყული ძალიან ჰგავს პატარა თინეიჯერს, რომელიც ხელებზე დგომას სწავლობს საიმისოდ, რომ შეყვარებული გააოცოს... თავის მხრივ კი ეს უკანასკნელი საპასუხოდ აუცილებლად გააკეთებს მალაყს იდაყვებით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მერწყული მთელი ამ ურთიერთობის მანძილზე აუცილებლად უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ საკუთარ თავსაც კი აჯობოს ხანდახან ასეთი კრეატიული ქალის გულის მოსაგებად. თუმცა, როგორიც არ უნდა იყოს მათი ურთიერთობა, ისინი მუდმივად შეძლებენ წააქეზონ ერთმანეთი ახალ-ახალი სისულელეების საკეთებლად. ასეთ ხალისიან წყვილს კი განა ექნება დრო მოსაწყენად?
ისინი ბუნებით "მონათესავე სულებს" განეკუთვნებიან მაშინაც კი, თუკი მათ პირად კოსმოგრამაში მზე-მთვარის (ქვეცნობიერ-ცნობიერის) ნეგატიური ასპექტაცია ფიქსირდება. ამიტომ შესაძლოა ჩხუბი ამ ორს შორის გაცილებით ხშირი იყოს, თუმცა უერთმანეთოდ გაძლება მათ უფრო მეტად გაუჭირდებათ.
მართალია, პერიოდულად ქალი ტყუპის ცვალებადობა და "ყველაფერის მიტოვების სპონტანური სურვილი" აუცილებლად გამოიწვევს მერწყულში გაღიზიანებას, თუმცა იგი მალევე აღიარებს იმას, ამ სასაცილო გოგონაზე ხანგრძლივი დროით გაბრაზება მაინც წარმოუდგენლად ძნელი იქნება მისთვის.
ხანდახან მერწყული განგებ მისცემს მას რაიმე სახის გრანდიოზული სისულელის ჩადენის უფლებას, მხოლოდ იმიტომ, რომ მერე გულიანად იხალისოს იმ ფაქტზე თუ როგორც ცდილობს ეს უკანასკნელი საკუთარი დანაშაულის გამო თავის გამართლებას.
აი, რაც შეეხება მერწყულს, მისთვის გაცილებით რთულია მობოდიშება. ამიტომ ტყუპი ამაოდ ნუ დაელოდება საყვარელი მამაკაცის მხრიდან გულწრფელ აღიარებებს ამ მხრივ. მას, რა თქმა უნდა, შეუძლია საკუთარი დანაშაულის გაცნობიერება, მაგრამ ფიქსირებულ ნიშნებს ძალიან უჭირთ სინანულის აშკარად გამოხატვა. მით უმეტეს, როცა ხვდებიან, რომ მათი მხრიან ამგვარ ჟესტს ვიღაც მოუთმენლად ელოდება. ამიტომ ტყუპ ქალს ურჩევნია მისთვის დამახასიათებელი ჰაეროვნებით მიუდგეს ამ პრობლემას, სიტუაციის დრამატიზება მას კარგს არაფერს მოუტანს. მერწყული ვერ იტანს, როცა ვინმე მისგან რაიმეს ელის, მით უმეტეს, როცა ვინმე რამეს პრინციპულად ავალდებულებს.
ცნობილი ფაქტია, მხოლოდ კარგი სექსით წყვილი ხანგრძლივად ვერ "გაქაჩავს" ურთიერთობაში. თუმცა, არც ფიზიკური თავსებადობის არქონა ვარგა. ამ მხრივ მერწყულისა და ტყუპის წყვილი შეიძლება იდეალურ ვარიანტად ჩაითვალოს, იმიტომ რომ ტემპერამენტის მსგავსებასთან ერთად, მათი მიდრეკილებები სექსში აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს. რასაც დამატებით ავსებს ის ფაქტიც, რომ გარდა სექსისა ამ ორს შორის კარგი მენტალური კომუნიკაციის უნარი და ინტელექტუალური კავშირიც არსებობს. ამიტომ პერიოდულად მერწყულის გაჯიუტებას და ტყუპისთვის დამახასიათებელ "გაზაფხულის ძიების" პრეცენდენტებს უდავოდ მოევლება დიდი სიყვარულის მეშვეობით.