მართალია, მათ უმრავლესობას, დიდი ქონების დაგროვებისკენ მისწრაფება ნაკლებად გააჩნია, თუმცა ბედისწერის უცნაურობით, არცთუ იშვიათად ხდება ისე, რომ ეს ადამიანები ხშირად ახერხებენ ცხოვრებაში იმას, რომ საკმაოდ დიდი ფინანსური კაპიტალის მფლობელები გახდნენ. (ცნობისთვის მსოფლიო მილიარდელთა სიაშია, მერწყულებს ქალწულებთან, მორიელებთან და ვერძებთან ერთად ლიდერული პოზიცია უკავიათ). ფულთან მიმართებაში მერწყულს ძუნწი ნამდვილად არ ჰქვია, თუმცა ვერც მფლანგველობაში მის დადანაშაულებას შესძლებს ვინმე. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, ამ ქვეყნად ყველაზე მეტად ვალების ეშინიათ. შესაბამისად ვალის აღება, ისევე როგორც თანხის გასესხება მათთვის ერთობ უსიამოვნო საქმეა. მერწყული ორიგინალური, კრეატიული და არაპროგნოზირებადი მამაკაცია. ამიტომ მისგან სტანდარტულ ურთიერეთობას თუ ელით, თავისი ნიშნობა-ქორწილ-თაფლობის თვით, მინდა გაგაფრთხილოთ რომ ასეთ შემთხვევაში იმედი მწარედ გაგიცრუვდებათ. მერწყული მამაკაცი არ აღიარებს საყოველთაოდ მიღებულ წესებს და სტანდარტებს. აქედან გამომდინარე, მისი სიძულვილი ქორწინების ინსიტუტის მიმართ ნამდვილად არ არის გასაოცარი. შესაბამისად, თუკი მასთან სერიოზული ურთიერთობა გინდათ, მოგიწევთ მოთმინებით აღიჭურვოთ და საკმაოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე, მასთან მეგობრობით დაკმაყოფილდეთ. რატომ მეგობრობა როცა თქვენ მასზე გათხოვება გინდათ? ეს იმიტომ, რომ მერწყულისთვის იდეალური ქალი, პირველ რიგში კარგი მეგობარი და თანამოაზრე უნდა იყოს. რომელთანაც მას გარდა სექსისა, საერთო ინტერესები, მისწრაფებები, შეხედულებები და იდეები აკავშირებს. მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდება იგი, ცოლად ხომ არ მოეყვანა მისთვის ესოდენ კომფორტული პიროვნება, რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია, მოთმინებით ელის მისი მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღებას. თუმცა ასეთ შემთხვევაშიც კი, თქვენი მხრიდან ოდნავი ძალდატანებისან მოვლენების დაჩქარების მცდელობა, მასში მძაფრ პროტესტის გრძნობას გამოიწვევს და შესაძლოა თქვენი ნანატრი ქორწინება, განუსაზღვრელი ვადით გადაიდებ . თქმა არ უნდა, თქვენ და იგი აუცილებლად დარჩებით მეგობრებად, მაგრამ მეტის იმედი სამომავლოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გქონდეთ.
ტიპიური წარმომადგენელი - მომღერალი ჯასტინ ტიმბერლეიკი
ასე რომ მომხიბვლელი, გამგებიანი მეგობრის როლი მოირგეთ და დაელოდეთ სანამ თქვენს საყვარელ მერწყულს „გასხივოსნება“ ეწვევა და საკუთარ გულს და ხელს შემოგთავაზებთ. თუმცა ამ შემთხვევაშიც, ყველაფერი არასტანდარტულად და ორიგინალურად მოხდება. თუ სხვა მამაკაცები, თავიანთ სიყვარულს ქალის მიმართ, მაქისმალური ყურადღების გამოხატვით ამჟღავნებენ, მერწყული მამაკაცი ხშირად საპირისპიროდ იქცევა. თუკი უცებ მოგეჩვენათ, რომ იგი თქვენ მიმართ თითქოს გაცივდა, იცოდეთ სწორედ ამ დროს იღებს იგი თქვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, სამუდამოდ დაგიკავშიროთ საკუთარი ცხოვრება. ხოლო მისი სიცივე, სხვა არაფერია თუ არა სინანულის გრძნობა. მას ხომ ამ ქვეყნად უამრავი რამ აინტერესებს, ამიერიდან კი თქვენ უნდა დაგითმოთ მაქსიმალური ყურადღება და ამდენი მნიშვნელოვანი საკითხი შეუსწავლელი დარჩეს. ქალს, რომელიც თავის ცხოვრებას მერწყულს დაუკავშირდეს, აუცილებლად უნდა ახსოვდეს ის, რომ მიუხედავად ქორწინებისა, მერწყულს მაინც მაქსიმალური თავისუფლება სჭირდება. თავის მხრივ, ისიც გაგებით მოეკიდება თქვენს ინტერესებს, არასოდეს ჩაერევა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში და ყოველთვის ეცდება მაქსიმალურად შეგიწყოთ ხელი ინტელექტუალურ განვითარებაში. მერწყული ქმრები ყველაზე ლოიალური მეორე ნახევრები და დემოკრატი მამები არიან. ბავშვები როგორც წესი აღმერთებენ მერწყულ მამას, რომელსაც შეუძლია მათ ათასგვარი ორიგინალური თამაში ასწავლოს. თუმცა ურიგო არ იქნება მერწყულის ცოლს არ დაავიწყდეს ისიც, რომ ბავშვებთან ერთად, ქმარსაც არანაკლები ყურადღება მიაქციოს, რადგან მერწყულიც ხომ თავისებური დიდი ბავშვია, რომელსაც მუდმივად ესაჭიროება თქვენი მოვლა-პატრონობა და თვალყურის დევნება.