მამაკაცი მშვილდოსანი

მამაკაცი მშვილდოსანი

ამ მხიარული, ოპტიმისტი, მოუსვენარი და არაპროგნოზირებადი ტიპით, რომელიც გაცნობისთანავე აგავსებს უამრავი კომპლიმენტით, მოგიწყობს არაერთ სიურპრიზს და თავს ერთადერთ, განუმეორებლ არსებად გაგრძნობინებს. ნებისმიერი ქალი, ყოველივე ამაზე არ ოცნებობს განა? თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ, ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც მოითმინეთ, სანამ ამ სტატიას ბოლომდე ჩაიკითხავთ. მამაკაცი მშვილოდსანი ბუნებით იდეალისტი და რომანტიკოსია, ეს ადამიანები ყოველთვის ამბობენ იმას რასაც ფიქრობენ, მაგრამ იშვიათად აკეთებენ იმას რასაც ამბობენ (ან გპირდებიან), თუმცა მათზე მიუხედავად ამისა, დიდი ხნით გაბრაზება, უბრალოდ შეუძლებელია. ეს გულღია, პოზიტიური ადამიანი, ყოველთვის ყურადღების ცენტრშია მოქცეული. როგორც წესი, მას უამრავი ნაცნობი და მეგობარი ახვევია გარს, ამიტომ საიმისოდ, რომ მისი ყურადღება როგორმე მიიქციოთ, მოგიწევთ საკუთარი ცხოვრება მისი ყოფის აჩქარებულ ტემპს მოარგოთ. გაითვალისწინეთ, მშვილდოსანს უსიცოცხლო, დონდლო და მოსაწყენი ხალხი საშინლად აღიზიანებს. თუკი თქვენ იმ ქალბატონების რიცხვს განეკუთვნებით, რომელსაც ახალი ურთიერთობის დაწყებისას ოჯახური კერა, სიმყუდროვე და სტაბილურობა ესახება სამომავლო პერსპექტივად, იმედი უნდა გაგიცრუოთ, თქვენი თაყვანისმცემელი მშვილდოსანი საამისოდ ნამდვილად არ გამოგადგებათ. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ოდესმე აუცილებლად ქმნიან ოჯახს და საყვარელ ადამიანზე ქორწინდებიან, თუმცა საიმისოდ რომ მშვილდოსანთან ზემოთქმულ სიტუაციას მიაღწიოთ, ხანგრძლივი ლოდინი, მოთმინება და კიდევ ერთხელ, დიდი დოზით მოთმინებაა საჭირო. საქმე იმაშია, რომ მშვილდოსნებს ძალზე განვითარებული აქვთ დამოუკიდებლობის სიყვარული და თავისუფლად, ყოველგვარი პასუხისმგებლობების გარეშე ცხოვრების მოთხოვნილება, მათთვის ამ ქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას. აქედან გამომდინარე, ისინი ქორწინების შემთხვევაშიც კი ყოველთვის იტოვებენ ე.წ „საკუთარ სივრცეს“ საიმისოდ, რომ თავი შეზღუდულად არ იგრძნონ. რა თქმა უნდა ამაში მათ მეუღლემაც უნდა შეუწყოს ხელი. სხვა შემთხვევაში მშვილდოსანი უბრალოდ წავა და ახალი იდეალის ძიებას მონდომებით და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე შეუდგება. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა რატომ გვხდებიან ორ, სამ ან სულაც ოთხგზის ქორწინებაში მყოფ მამაკაცებს შორის ყველაზე ხშირად მშვილდოსნები. მაძიებლური ბუნება და ყოველგვარი შეზღუდვების მიმართ სიძულვილი, ამ მამაკაცს აიძულებს გამუდმებით ეძებოს მისთვის კომფორტული გარემო და პარტნიორი, თუნდაც ეს ძიება სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდეს, მათთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს. სამაგიეროდ ქალს, რომელსაც იგი თანამგზავრად აირჩევს, გარანტირებული ექნება საინტერესო ცხოვრება, მუდმივი სიურპრიზები და სახალისო თავგადასაველბი. თუმცა საიმისოდ, რომ ეს მოუხელთებელი მამაკაცი თქვენს ბადეში გააბათ, მხოლოდ გარეგნული მონაცემები როდია საკმარისი.

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ჯეიკ ჯილენჰოლი

Astrologia

გაითვალისწინეთ, ის რომ მშვილდოსანთან ურთიერთობა, გამუდმებით კომპრომისის უნარს და ლოალურ მიდგომას გულისხმობს. დიდი ამბავი ახლა, თუკი თქვენთან ერთად კიდევ ერთ, ორ ან სამ გოგოს უხნის სიყვარულს. სამაგიეროდ გულში მტკიცედ იცის, რომ ყველაზე ნამდვილი სიყვარულით მხოლოდ თქვენ უყვარხართ. ფლირტი, ამ მამაკაცისთვის ისეთივე აუცილებლობაა, როგორც ყავა დილის საუზმეზე ან სპორტ დარბაზში ვარჯიში ყოველ საღამოს. თუმცა მანამ სანამ, მას მოღალატეობაში უპირობოდ დასდებთ ბრალს, კარგი იქნება იცოდეთ ისიც, რომ ფლირტს ეს მამაკაცი მხოლოდ იმიტომ მიმართავს, რათა არ „დაჟანგდეს“ და თავი მუდმივად ფორმაში იგრძნოს. ამას ემატება მისთვის ესოდენ დამახასიათებელი თავგადასავლებისა და მრავალფეროვნების სიყვარული, რაც საბოლოო ჯამში, შეიძლება ისე ჩანდეს როგორც ღალატი ან ღალატის მცდელობა. თუმცა თუკი თქვენ გონიერი ქალი ხართ და მშვილდოსანთან ურთიერთობა რამედ გიღირთ, ჩემი რჩევა იქნება, ნუ გააპრობლემებთ მისი მხრიდან წამოსულ ამ მსუბუქი დონის ღალატის შემთხვევებს, რადგან ნებისმეირ შემთხვევაში, თუკი თქვენ მშვილდოსანთან საერთო ინტერესები გაკავშირებთ და თქვენს საზოგადოებაში იგი თავს კომფორტულად გრძნობს, ეჭვიანობის სცენების არ გამართვის შემთხვევაში, იგი ცოტა ხანში ჩვეულებრივად გააგრძელებს თქვენთან ურთიერთობას. მომავალ ინტრიგამდე. საქმე იმაშია რომ იდეალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ქალი რომელიც მშვილდოსანს არამარტო ფიზიკურად, გონებრივ-ემოციურ დონეზეც აკმაყოფილებს, მისთვის შეუცვლელი შეიძლება გახდეს მომავალში. აქედან გამომდინარე, ნერვიულობა მის მსუბუქ გატაცებებზე, სათვალავში მისაღებადაც არ ღირს. შეეცადეთ მის საქციელს იუმორით და გაგებით შეხედოთ, რასაც მშვილდოსანი აუცილებლად დაგიფასებთ და ამით, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული თქვენი მომავალი ქორწინებისკენ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?