, რომ მარტივად მოერგოს მუსიკოსის, მსახიობის, მხატვრის ან მწერლის პროფესიას. თუმცა, ზემოთ ხსენებული მონაცემები,რომც გააჩნდეს, როგორც წესი ბევრი თევზი არაფერს აკეთებს იმისთვის,რომ თავისი შესაძლებლობები პროფესიული წინსვლისთვის გამოიყენოს. ამის მიზეზი ხშირ შემთხვევაში მათი სიზარმაცე უფროა ვიდრე მოკრძალებულობა, ან თავმდაბლობა. გამომდინარე იქედან, რომ თევზებს, გამოგონილ სამყაროში ცხოვრება ურჩევნიათ მკაცრი რეალობისთვის ფეხის აწყობას, მათი უმრავლესობა მხოლოდ ოცნებობს იმაზე, როგორ კარგად შეუძლია იცხოვროს თუკი თავის ნიჭს გასაქანს მისცემს და პრაქტიკაში გამოიყენებს. თუმცა საიმისოდ, რომ ეს ოცნება რეალობად აქციოს, თევზი გამუდმებით ელოდება ვინმე მეცენატის გამოჩენას, რომელიც მის ჭეშმარიტ შესაძლებლობებს ულაპარაკოდ დაინახავს და საზოგადოებაში საპატიო ადგილის დაკავებაში შეუწყობს ხელს. თუმცა როგორც წესი ამგვარი მეცენატები, რატომღაც ქრონიკულად იგვიანებენ მის ცხოვრებაში. თუმცა, დაგვიანება არ ნიშნავს იმას, რომ ისინი საერთოდ არ არსებობენ ამ ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე, როგორც წესი, მამაკაცი თევზი ადრე თუ გვიან, ამგვარი ტიპის მოტივატორს, ყოველთვის პოულობს, ხშირ შემთხვევაში მეუღლის სახით, რომელიც გამუდმებით ექაჩება მას წარმატების მწვერვალისკენ. საიმისოდ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა მამაკაცმა ცხოვრებაში რამეს მიაღწიოს, ორი უმთავრესი ასპექტია გასათვალისწინებელი -ერთი ის, რომ მან თავი დაანებოს არაფრისმომცემ ოცნებას, მეორე კი ის, რომ სინამდვილეშიც დაიჯეროს საკუთარი ნიჭიერება და შესაძლებლობები. თუმცა თუკი თევზს ოცდახუთი წლის ასაკში, ჯერაც ვერ გადაუწყვეტია დინების რომელ მხარეს სურს იცუროს, დამიჯერეთ შანსი იმისა, რომ ორმოცდაათი წლის ასაკში მას გასხივოსნება ეწვევა, ძალზე მცირეა. მაგრამ რა უნდა ვქნათ მაშინ, თუკი თქვენ უკვე მოასწარით ამ მამაკაცის ღრმა სულიერებით და მდიდარი ემოციური სამყაროთი მოხიბვლა? თუ კარგად დავფიქრდებით და ზემოთხსენებულ მეცენატის როლსაც გაიხსენებთ თევზების ცხოვრებაში, შესაძლოა თქვენი მასთან ურთიერთობა, ამ უკანასკნელის კარიერაში წინსვლის საფუძველი გახდეს. თუ რაღა თქმა უნდა, საიმისო შემართება და პრინციპულობა გეყოფათ, რომ მას წინსვლის სტიმული მისცეთ, მთელი ცხოვრების განმავლობაში. მამაკაცი თევზი, ძალიან მგრძნობიარე და წყენია ნატურაა. შესაბამისად იგი, მისი მისამართით გამოთქმულ ნებისმიერ შენიშვნაზე მძაფრად რეაგირებს და კრიტიკის შემთხვევაში, ხასიათი წამის უსწრაფესად უფუჭდება. თუმცა წყენას, როგორც წესი თევზი დიდი ხნით არასოდეს ატარებს გულში. აქედან გამომდინარე, მისი შემორიგება მარტივი საქმეა. უჩვეულო გულმოწყალების და სხვათა გასაჭირის გულთან ახლოს მიტანის უნარის გამო, მამაკაც თევზებს როგორც წესი ბევრი მეგობარი ჰყავთ, რომლებიც მათ ყველაზე უხერხულ საიდუმლოებებსაც კი თავისუფლად ანდობენ. ხომ გაგიგონიათ, „თევზივით ჩაიგუბა პირში წყალიო“, მამაკაცი თევზიც ზუსტად ასე იქცევა, როცა მას ვინმე, რაიმე მნიშვნელოვან საიდუმლოს ანდობს. პირში წყალის ჩაგუბების ნიჭის გამოა ზუსტად ისიც, რომ მის სამეგობრო წრეში, მამაკაცებთან ერთად, ქალბატონებიც სჭარბობენ. თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცი, კარგი მსმენელია, თუმცა იშვიათად ირგებს მრჩეველის როლს,რადგან ნებისმიერი სახის, პასუხისმგებლობის აღებას ერიდება საკუთარ თავზე. თუკი მისი სიმპათიის ხანგრძლივად მოპოვება გსურთ, აუცილებელია მის მიმართ რბილი, მომთმენი და ლოიალური იყოთ.
ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ფრედი პრინს უმცროსი
გაუთავებელი საყვედურები, ჭკუის სწავლება და ნოტაციები, თევზთან ურთიერთობაში არავითარ შედეგს არ მოგცემთ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ თევზი მამაკაცის წარმატება და შრომისუნარიანობა, მთლიანად მის ემოციურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. აქედან გამომდინარე, რაც უფრო კომფორტულ გარემოს შეუქმნით საიმისოდ, რომ თავი ბედნიერად იგრძოს, მით უფრო მალე იამაყებთ სამომავლოდ მისი მიღწევებით. როგორც მეუღლე, თევზი მზრუნველი, მოსიყვარულე და უჩვეულოდ მომთმენი პარტნიორია. იგი ყოველთვის ეცდება, ემოციური საყრდენი იყოს თქვენთვის რთულ სიტუაციებში, გაგართოთ და ხასიათი გამოგიკეთოთ, მაშინ როცა წარუმატებლობა მომავლის რწმენას გიკარგავთ. მას არასოდეს გამოეპარება თქვენი ხასიათის ცვლილება, თუმცა მიუხედავად ამისა, ნაკლებად შეეცდება ჩაგიძვრეთ სულში, თუკი თქვენ თავად არ გამოთქვამთ მასთან საუბრის სურვილს. სამაგიეროდ, თქვენც მოთმინებით უნდა აიტანოთ მისი მხრიდან არაპრაქტიკულობა და მოუწესრიგებლობა, რომელსაც იგი პერიოდულად გამოამჟღავნებს. თევზების უმრავლესობა ფინანსებთან საკმაოდ დაუდევარი დამოკიდებულებით გამოირჩევა, ამიტომ კარგი იქნება საოჯახო ბიუჯეტის დაგეგმვას თქვენ თუ აიღებთ საკუთარ თავზე. თევზისთვის საუკეთესო მეუღლეობის გაწევა პრაქტიკულ, წინდახედულ და გაწონასწორებულ ქალს შეუძლია. რომელიც ამ ადამიანის ხასაითში არსებულ ნაკლოვანებებზე მეტად, ყურადღებას მის ნიჭსა და შესაძლებლობებზე გაამახვილებს და არასოდეს დაღლის მას დაუსრულებელი საყვედურებით. კაცმა რომ თქვას, ბევრია ამ ქვეყნად მოსიყვარულე, თბილი, ემოციური და მზრუნველი მამაკაცი, რომელიც არასოდეს შეეცდება თქვენთვის გულის ტკენას და ყოველთვის ეყვარებით ისეთი როგორიც ხართ, მათ შორის უმაკიაჟოც.