გქონიათ ურთიერთობა, აუცილებლად შეამჩნევდით, რომ წლების მატებასთან ერთად ეს ადამიანები არათუ ბერდებიან - კიდეც უფრო ახალგაზრდავდებიან. არც ერთ მერკურიანელ მამრს არ ეტყობა ასაკი, იმიტომ რომ შინაგანად არასოდეს აძლევენ ისინი თავს უფლებას მოიწყინონ და გამუდმებით გააჩნიათ თუ ერთბაშად სამი ან მეტი არა, ორი ცხოვრება, ორი ჰობი, ორი სიყვარული... მოკლედ, მრავალფეროვნებაში ატარებენ წუთისოფელს და თავადაც ძალზე საინტერესო ინდივიდები მოჩანანა - ყოველ შემთხვევაში მაძიებელი ბუნების მქონე და ყველაფერი დაფარულისადმი ინტერესით აღჭურვილი ქალი მორიელი, ამ მამაკაცით ნამდვილად დაინტერესდება.
დაინტერესდება და ბუნებრივია შეეცდება უფრო დაუახლოვდეს მას... დაუახლოვდება და ჰოი საოცრებავ, იგი უცებ აღმოაჩენს, რომ ორ, სრულიად განსხვავებულ ინდივიდთან ჰქონია საქმე. ტყუპი ხომ დუალური ნიშანია. შესაბამისად, ამ მამაკაცის ხასიათცვალებადობას მორიელი საკუთარ ტყავზე სულ მალე საკმაოდ მწარედ იწვნევს. თავდაპირველად კი, იგი უბრალოდ იმის გარკვევას შეეცდება სად გადის ზღვარი იმ მამაკაცს შორის, რომელიც მას აინტერებს და იმ მამაკაცს შორის, რომელიც ახლახან უფრო ახლოს გაცნობისას აღმოაჩნია. რაც მთავარია, უნდა გაერკვეს, რომელი ერთია მათ შორის ყალბი. მორიელებს ხომ ასე ძალიან უყვართ თავსატეხები და მატყუარებისთვის ნიღბის ჩამოხსნის სიამოვნებას სხვას არავის დაუთმობენ ამ ქვეყანაზე.
მაგრამ, შეძლებს კი ქალი მორიელი გაუმკლავდეს ამ მხიარულ და სევდიან ბიჭს, პერიოდულად მოსიყვარულე და პერიოდულად საოცრად დისტანციური ხასიათით. ტყუპი მამაკაცი მორიელისთვის მთელი ცხოვრების თავსატეხად შეიძლება იქცეს, მაგრამ ქალ მორიელს სირთულე აშინებდა კი ოდესმე?
ტყუპი/მორიელის წყვილი ასტროლოგიურად ე.წ. "ვექტორთა" კატეგორიას განეკუთვნება, ამასთან ერთად, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ზუსტად ტყუპია მორიელის ბატონი და არა პირიქით. შესაბამისად, ის ალბათ ერთადერთი ზოდიაქოს ნიშანია ამ ქვეყანაზე, რომელსაც მორიელის ნაკბენის არ ეშინია,
იმიტომ რომ ის მასზე უბრალოდ არ ჭრის. მამაკაცი ტყუპი, საკმარისად "ნიავდება" საიმისოდ, რომ ქალი მორიელის შხამნარევ შემოტევას ღირსეულად გაუძლოს და დააღწიოს თავი.
პრინცპიში ტყუპისთვის სულაც არ არის მნიშვნელოვანი იმის ცოდნა, რა ხდება საყვარელი ადამიანის სულის სიღრმეებში. ეს მორიელის "სისუტეა" და ტყუპი მას ამაში ნამდვილად არ შეეცილება. ამასთან ერთად, ტყუპისთვის იმის გარკვევა თუ რაში მდგომარეობს სიტუაციის არსი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ინტერესი დაეკარგოს მოვლენისა და თუ ადამიანის მიმართ. ჰოდა, გეკითხებით რატომ უნდა წამოიწყოს მან ვინმეს სულში ხელების ფათური?
აი, მორიელისთვის კი სიღრმეების ქექვას და პარტნიორის ქვეცნობიერის ჯურღმულებში წვდომას, უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია. უფრო მეტიც, იგი ყოველგვარი (თუნდაც აკრძალული) მეთოდებით შეეცდება იმის გაგებას, მაინც რა ჩიტები სახლობს მისი ჰაეროვანი მეწყვილის სულსა და გონებაში.
მამაკაცი ტყუპი თავისი ბუნებით იშვიათად აღიარებს სიყვარულის მარადიულობას.
მისთვის სასიამოვნოა, როცა აქვს საშუალება ერთდროულად რამდენიმე საინტერესო მანდილოსანთან გააბას ნაცნობობა, ისე რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს ხელს არ უშლიდეს. ჰოდა, წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა ერთ დღესაც აღმოაჩენს, რომ ერთ-ერთი ამ "უწყინარ ბეღურათაგან" ვისთანაც იგი საათობით ჭიკჭიკებდა კვირის მანძილზე, დანარჩენ სამთან ფლირტაობის პარალელურად, სინამდვილეში ბეღურა კი არა, მრისხანე არწივი აღმოჩნდა. არწივი კი მოგეხსენებათ ფრიად ამაყი, თავმოყვარე და რაც მთავარია, მონოგამიური არსებაა.
ტყუპისთვის ძნელი იქნება, მორიელის მხრიდან ეჭვიანობის სცენების გაგება და ატანა. მართალია, არც ის არის სრული რობოტი, მასაც აქვს ხოლმე გარკვეული შიშები საყვარელი ქალის დაკარგვასთან დაკავშირებით, მაგრამ მერკურის ბუნება ჰაეროვანია, პლუტონის კი რომელიც მორიელს მართავს, დამანგრეველი და დესტრუქციული. ხედავთ განსხვავებას?
თუკი ქალი მორიელი ოდნავ მაინც ეჭვობს, რომ მას და მის თავგანწირულ სიყვარულს უღალატეს, მისი ქმედებები სისასტიკის ზღვარს გასცდება. მორიელებს იმდენად ეზიზღებათ სულიერი ტკივილი, რომელსაც მათ ღალატის თუნდაც მცდელობაც კი აყენებს, რომ მზად არიან იოტისოდენი ეჭვის შემთხვევაშიც კი საკუთარი ხელით გაანადგურონ წლების მანძილზე ნაშენები ოჯახური ბედნიერება.
ამიტომ, პარტნიორის ხასიათის გათვალისწინებით მამაკაცმა ტყუპმა, რომელიც ბუნებით ცოტა ცვალებადი და ჭირვეულია, პერიოდულად მაინც, კარგად უნდა გაითავისოს მარტივი ჭეშმარიტება - ქალი მორიელისთვის არ არსებობს მოკლევადიანი ფლირტი, ან ღალატის მიზეზის უგონო სიმთვრალით გამართლება. ამგვარი ზღაპრები მან აჯობებს თევზი ან სულაც სასწორი ქალებისთვის შეინახოს. მორიელთან კი მას, ყველა თავის დაუფიქრებელ ნაბიჯზე მოუწევს პასუხისგება.
ზემოხსენებულ ვექტორულობას ამ წყვილში დადებითი გავლენის მოხდენაც შეუძლია. ტყუპი მორიელისთვის, როგორც მისგან მერვე სახლის ბინადარი საუკეთესო პარტნიორად შეიძლება იქცეს სექსში - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამარებს არ გააჩნიათ ინტიმის კუთხით ტაბუირებული თემა. მორიელს კი, მოგეხსენებათ მრავალფეროვნება ესაჭიროება ლოგინში.
რაც შეეხება ტყუპს, იგი მორიელის სახით იძენს შესანიშნავ, ინტელექტუალურ და ერთგულ არა მხოლოდ ცოლს და მეგობარს, არამედ თანამოაზრეს და საქმიან პარტნიორს. რომელთან ერთადაც მისი თავქარიანი იდეები საბოლოოდ "დაივარცხნება" , ფრთებს შეისხამს და განხორციელდება. მორიელმა იცის ნიჭიერების ფასი, ისიც იცის როგორ გაყიდოს სარფიანად ეს ნიჭიერება.
აქედან გამომდინარე, მორიელი-ტყუპის ტანდემს ყველაზე კარგი პერსპექტივა ოჯახური ურთიერთობის კუთხით შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდეს, თუკი ისინი პროფესიულ სარბიელზეც შეძლებენ ერთმანეთის წაქეზებას. საერთო ინტერესები, მუდმივად ერთმანეთის გვერდით ყოფნა და აქტიური ინტელექტუალური პაექრობა, მამაკაც ტყუპს რაღაც დოზით მაინც აიძულებს ნაკლებად აცეცოს თვალები ახალ-ახალი საკბილოს მოსაპოვებლად . მაშინ როცა ქალი მორიელი ამ დროს კარგად შეძლებს პერიმეტრის გაკონტროლებას და მორიელის დიპლომატიურობით უზრუნველყოფს მეუღლის დაცვას "აბეზარი თაყვანისმცემლებისგან" - ჩუმად, სასტიკად და საიმედოდ.