მამაკაცი ტყუპი

მამაკაცი ტყუპი

მოკლედ მოწოდების სიმაღლეზე დგას და თქვენ ეს გიხარიათ.. ფიქრობთ, სად იყავით აქამდე, მანამ სანამ ამ მხიარულ, სიცოცხლით სავსე ადამიანს გაიცნობდით?

ეს კაცი მუდმივ მოძრაობაშია, გამუდმებით იცვლის ”დისლოკაციის” ადგილს და ინტერესის სფეროს. წამის მეასედში შეუძლია გადაინაცვლოს, ერთი ადგილიდან მეორეზე, ერთი ძმაკაციდან მეორეზე, ერთი ქალიდან მეორეზე... რა ქნას, მას ხომ ამ ქვეყნად ყველა და ყველაფერი საშინლად აინტერესებს? მერკურით მართულ ადამიანებს, როგორც წესი, უამრავი გატაცება და მიზანი აქვთ ცხოვრებაში. ის კი არა, ალბათ ერთბაშად, რამოდენიმე სიცოცხლით ცხოვრება რომ შესთავაზოს ვინმემ, მათი უმრავლესობა ნამდვილად არ იტყვის უარს, ამგვარ „სამყაროთაშორის მოგზაურობაზე“. ტყუპისთვის ხომ ერთი რამეა მთავარი ცხოვრებაში-როგორმე არ მოიწყინოს..

გაორებული ბუნების გამო, ტყუპ მამაკაცს, რამოდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში, ერთდროულად კეთება უყვარს. ასეთივე გაორება ახასიათებს ხასიათშიც, დღეს ეს მოსწონს, ხვალ ის, ზეგ საერთოდ არაფერი, მაზეგ შეიძლება საერთოდ ახალი იდეოლოგიის ფანი გახდეს,ამიტომ პროგნოზირება იმისა, რა უდევს თავში თქვენი ინტერესის ობიექტ ტყუპს, ეჭვი მეპარება რომ ოდესმე ზუსტად შესძლოთ, მან ხომ ხანდახან თავადაც არ იცის რა უნდა სინამდვილეში. გამორიცხული არაა, როცა სევდიანი ზიხართ და საკუთარ თავს უმტკიცებ ამ კაცს ჩემი არსებობაც კი არ ადარდებსო, ზუსტად მაშინ ”ეფიქრებოდეს” თქვენზე. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, თავს გევლებოდეთ, თქვენ მიმართ ყურადღების განსახიერება იყოს და ამ დროს მისი გონება სრულიად შორს,მაგალითად სადმე ტიმბუქტუში, ადგილობრივ აბორიგენებთან ერთად დაჰქროდეს. თუმცა რა გრძნობებიც არ უნდა გააჩნდეს მას თქვენდამი, პირველი რასაც იგი, ურთიერთობის საწყის ეტაპზე გააკეთებს, ამ ემოციების კარგად შენიღბვა იქნება. ტყუპს უყვარს თამაში და ნაირ-ნაირი ნიღბების მრავალფეროვნებასაც არ უჩივის საკუთარ არსენალში..

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი კოლინ ფარელი

Astrologia

ჩემი ვალია ასევე გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ ტყუპები კატეგორიულად ვერ იტანენ შეზღუდვებს, გრაფიკებს, დედლაინებს და სხვა მსგავსი ტიპის გამოუსადეგარ წეს-კანონებს.. ამიტომ ნუ მოსთხოვთ მას ისაუზმოს დილის ათზე, ოთხზე ძაღლი გაასეირნოს და დასაძინებლადაც ნაცვლად დილის ექვსისა, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის მისაღებ საათებში დაწვეს.. სამაგიეროდ, თქვენ აუცილებლად მოიხიბლებით მისი,უგზო-უკვლოდ განათლებულ-გათვითცნობიერებულობით თითქმის ყველა სფეროში,რაც კი დაგაინტერესებთ. პლუს ამას მას ენაც კარგად უჭრის, ხოლო ლაპარაკის მიმართ მის სიყვარულზე მგონი დასაწყისშვე ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, არასოდეს სცადოთ, მასთან კამათში პაექრობა, სულ ერთია ტყუპთან საუბრისას ”სიტყვის ჩაკვეხების” შანსი, თითქმის არ არსებობს. ამიტომ ისღა დაგრჩენიათ, გულითადი მსმენელის როლი მოირგოთ და ანგელოზის სახით იჯდეთ მის წინაშე, როცა იგი თავის მრავალსაათიან მონოლოგებს წაიკითხავს სხვადასხვა თემატიკაზე.

გამომდინარე იქედან, რომ ტყუპი ჰაერის სტიქიას განეკუთვნება, მისგან სექსუალურ გიგანტს ან მაჩოს ნუ ელით. ამ კაცის ტემპერამენტი პირველ რიგში, ლაქლაქის ნიჭში ვლინდება. დახტის რა ერთი თემიდან მეორეზე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამასთანავე იცოდეს, ის თუ რას ფიქრობენ გარშემომყოფები მისი დიდადპატივცემული პერსონის შესახებ, ამიტომ ტყუპები საყოველთაო ჭორების ეპიცენტრში მოხვედრაზეც სიამოვნებით თანხმდებიან.

მამაკაცი ტყუპის თავი გამუდმებით სავსეა, დაუსრულებელი პროექტებით და ახალ-ახალი იდეებით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ენთუზიაზმით იწყებს ყველა საქმეს, თითქმის არც ერთი დაწყებული პროექტის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია, (იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუკი მის პირად რუკაში თხის რქის, ქალწულის ან კუროს გავლენა არაა აქტიური), ამიტომ მის იდეებს არცთუ იშვიათად, სხვა უფრო პრაქტიკული და შრომისმოყვარე ადამიანები ითვისებენ და ხშირად, მასზე გაცილებით დაბალი ინტელექტუალური განვითარების მქონე, ნაკლებად ნიჭიერი მოწინააღმდეგეებიც კი ახერხებენ ტყუპის დამარცხებას პროფესიულ სარბიელზე, ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ტყუპს, მის მიერ მოფიქრებული პროექტების ბოლომდე მიყვანის ნებისყოფა არ გააჩნია.ასეთ დროს იგი ალბათ ნერვოზულ-შოკურ-დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავარდება, მაგრამ საბედნიეროდ, არც ერთ ტყუპს არ გააჩნია ნებისყოფა საიმისოდ, რომ დიდ ხანს იგლოვოს რამე (ან ვინმე). აქედან გამომდინარე, ძალიან მალე იგი, ახალ ინტერესს იპოვნის და მისი დაუსრულებელი პროექტების სიას კიდევ ერთი შედევრი შეემატება.

სიყვარულში ტყუპი მამაკაცი ისეთივე პარადოქსულია, როგორც ცხოვრებაში. ამიტომ, თუ ამ კაცის ინტერესის გამოწვევა გინდათ, ყველა კარტს ერთბაშად ნუ გადმოულაგებთ მაგიდაზე. ტყუპები საშინლად ცნობისმოყვარეები არიან, ამიტომ უმჯობესია ცოტა ხანს მაინც იმტვრიოს თავი მან თქვენი რეალური ხასიათის გამოსაცნობად. არ გაგიკვირდეთ და რაც მთავარია წყობიდან ნუ გამოგიყვანთ ის ფაქტი, თუკი იგი თქვენი მისამართით ხანდახან ცინიკურ და არც თუ სასიამოვნო შენიშვნებს ”გამოიმეტებს”, თქვენი მხრიდან იგივე საქციელზე კი, გაცხარდება და მწარე რეპლიკების კორიანტელში გაგახვევთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ტყუპების წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ სხვები, ძალიან განსხვავდება წარმოდგენაზე იმის შესახებ თუ როგორ უნდა იქცეოდეს თავად.

ფული, ეს ის მოუხელთებელი რამაა, რაც ტყუპის ზოდიაქოზე დაბადებულ კაცს მუდმივად ”უორთქლდება” ხელიდან, კი არა და ჯიბიდან. ამიტომ, თუ ქალწულის ან თხის რქის ძალზე ძლიერი გავლენით არ დაიბადა, ამ ადამიანს ბევრი ფული ისევე აწუხებს, როგორც ძირმაგარა ენაზე. შესაბამისად, იგი ყოველთვის მარტივად მოახერხებს იპოვნონ, მისი ”რეალიზაციისთვის” საპატიო და სასწრაფო მიზეზი.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ქალები ტყუპი მამაკაცის ცხოვრებაში, იშვიათად იკავებენ მთავარ და განსაკუთრებულ ადგილს, თუმცა მანდილოსნების მხრიდან ყურადღების გამოჩენის მხრივ ”ღარიბი” თავად ტყუპს არასოდეს ჰქვია. მოგეხსენებათ ”ქალებს ყურებით უყვართო”, ტყუპს კი ენა სამართებელივით აქვს ალესილი . თუმცაღა თუკი ისეთივე ცვალებად, მრავალმხრივი ინტერესების მქონე ადამიანს შეახვედრა განგებამ იგი, როგორიც თავადაა შესაძლოა ტყუპმაც ჩაუშვას ღუზა, თუ სამუდამოდ არა, ხანგრძლივი პერიოდით მაინც.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?