მამაკაცი თხის რქა

მამაკაცი თხის რქა

თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ამ ნაწერის წაკითხვისთანავე, გაექანოთ და მას კისერზე ჩამოეკიდოთ. ამ შემთხვევაში, დიდი შანსია იმის, რომ თქვენი ასეთი მოულოდნელი საქციელით გაოგნებული თხის რქა, სამომავლოდ ურთიერთობის გაგრძელებაზესამუდამო აიღებს ხელს. არაპროგნოზირებადობა და სპონტანურობა ნებისმიერი თხის რქისთვის ერთობ უსიამოვნო და მიუღებელი საქციელია. აქედან გამომდინარე, თუკი თქვენ ამ მამაკაცის მონადირება სერიოზულად გაქვთ გადაწყვეტილი, მისი გულისკენ მიმავალი, რთული და ხანგრძლივი გზის გასავლელად უნდა მოემზადოთ. ხოლო თუკი სულსწრაფი, იმპულსური და არასერიოზული გოგონების რიცხვს განეკუთვენბით, ჩემი რჩევა იქნება თხის რქა სამუდამოდ დაივიწყოთ. ყველაზე მეტად ამ ადამიანს არასერიოზული, ზედმეტად ექსტრავაგანტური და ისტერიული ქალები აფრთხობს და აშინებს. საიმისოდ, რომ თხის რქას ქალი სერიოზულად მოეწონოს, ამ უკანასკნელს მოთმინების უნარი, სიმშვიდე და გაწონასწორებული ხასიათი უნდა გააჩნდეს პირველ რიგში. ხოლო ყოველივე ზემოთქმულთან ერთად, თუ მაინც და მაინც მოდელის აღნაგობით არ გამორიჩევით, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. თხის რქისთვის უმთავრესი პარტნიორის გონებრივ-ემოციური მონაცემები უფროა, ვიდრე მისი უზადო ვიზუალური იმიჯი. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენ მის გვერდით არარესპექტაბელურად უნდა გამოიყურებოდეთ. თხის რქა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს იმას, თუ როგორ შთაბეჭდილებას ახდენს იგი საზოგაოდებაში.

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ჯად ლოუ

Astrologia

აქედან გამომდინარე, ქალმა რომელიც მისი ცხოვრების მეგზურობაზე აცხადებს პრეტენზიას, თხის რქის უნაკლო იმიჯი არასოდეს უნდა შელახოს ამ კუთხით.მამაკაცი თხის რქების სასახელოდ უნდა ითქვას ასევე ისიც, რომ თავადაც არანაკლებ უწყობენ ხელს საყვარელ ადამიანს იმაში, რომ ეს უკანასკნელი ღირსეულად და დახვეწილად გამოიყურებოდეს. მართალია თხის რქას ფინანსებთან მიმართებაში, ხელგაშლილი ან მფლანგველი ნაკლებად ჰქვია, მაგრამ როცა საქმე მეორე ნახევრის ინტერესებს ეხება, ამ კაცს სიძუნწე ნამდვილად არ ახასიათებს. თუმცა მანამ სანამ თქვენ ამ საპატიო მეორე ნახევრის ტიტულის მოპოვებას შესძლებთ, რამოდენიმე სერიოზული გამოცდა უნდა ჩააბაროთ. მათგან უმთავრესი თხის რქის ოჯახისთვის თავის მოწონების უნარია. მამაკაცები რომლებიც ზოდიაქოს ამ ნიშნით იბადებიან, მიუხედავად ერთი შეხედვით პროგრესული აზროვნებისა, ტრადიციებსა და ჩვეულებებს დიდ პატივის სცემენ. მათ შორის შედის მოწიწება და სიყვარული საკუთარი მშობლების მიმართ. აქედან გამომდინარე, თუკი თქვენ ქორწინებამდე ან ქორწინების მერე მისი ოჯახის წევრებთან, საერთო ენის გამონახვა გაგიჭირდებათ, თქვენი თხის რქა პირქუში და გულჩახვეული გახდება. რამაც შესძლოა ურთიერთობა თქვენ შორის საბოლოოდ დაშორებამდეც კი მიიყვანოს. მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი თხის რქის ცხოვრებაში, კარიერა და სმასახურია. აქედან გამომდინარე, იგი თქვენგან პრეტენზიებს გადამეტებული „ვორკოჰოლიკობის“ შესახებ არასოდეს მიიღებს. თუ მისი პატივისცემის დაკარგვა არ გინდათ, სამსახურში გვიანამდე დარჩენის და ვიქენდებზე მუშაობის შემთხვევებს მისი მხრიდან, გაგებით უნდა მოეკიდოთ. სამაგიეროდ, როცა უკვე საკმარის კაპიტალს და თანამდებობრივ სტატუსს მოიპოვებს, თქვენი თხის რქა ქმარი, გაცილებით უფრო ლოიალური გახდება ამ მხრივ. შესაბამისად ნაცვლად ოცდაერთი წლის ასაკისა, „თაფლობის თვეს“ მასთან ორმოცდაათი წლის ასაკში გექნებათ, თანაც ისეთი რომლის დავიწყებასაც ვერასოდეს შესძლებთ. ჰოდა, განა ეს ყველაფერი არ ღირს იმად, რომ თხის რქას პატარ-პატარა უზუსტობები აპატიოთ?

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?