მამაკაცი ვერძი & ქალი თევზები

მამაკაცი ვერძი & ქალი თევზები

იდეალური წყვილი – პოლ ნიუმენი და ჯოან ვუდვორდი

მამაცი ვერძისა და ქალური თევზების კავშირი იდეალურია. რომეო და ჯულიეტა, ტარზანი და ჯეინი. ან თუ გნებავთ, მარსის სადიზმი და ნეპტუნის მაზოხიზმი. თუ ვერძს ხიბლავს ტირანის როლი, თევზებს – მისი მსხვერპლის. იდეალური დუეტია, – ვერაფერს იტყვი.

ძლიერი ვერძი მამაკაცი მუდამ მზადაა დაიცვას სუსტი ქალი თევზები. ისინი ცხოვრებისეულ გზას ხელიხელჩაკიდებულები გავილიან და ოქროს ქორწილსაც ისე შეხვდებიან, თითქოს გუშინ დაიწერეს ჯვარი.

Astrologia

გათხოვებამდე ქალი თევზის მობილური ზარებს ვერ უძლებს. მას უამრავი მამაკაცი უნიშნავს პაემანს. ის კი ცდილობს არავის აწყენონოს. შეიძლება, ერთი რომელიმე მამაკაცი მოსწონდეს, უყვარდეს კიდეც, მაგრამ სხვებსაც შეხვდება, თანაგრძნობის გამო. მას ისინი ეცოდება. გათხოვების შემდეგ კი ქალი თევზების მობილურზე ზარები არ შეწყდება. მაგრამ ესენი იქნებიან: კოლეგები, მეგობრები ნათესავები, რომლებიც ქალ თევზს საკუთარ გასაჭირზე უყვებიან. ეს უკანსკნელი კი გულისყურით მოუსმენს. მისი მეუღლე, – ვერძი დასაბმელი გახდება. ხუმრობა ხომ არ არის, საყვარელი ქალი მას ყურადღებას არ აქცევს და სხვებს ფსიქოანალიტიკოსივით უსმენს. მაგრამ თევზი ქალი მისთვისაც გამონახავს დროს. ის ყველაფერს მიატოვებ, ოღონდ მისმა საყვარელმა მამაკაცმა თავი კომფორტულად იგრძნოს. მობილურს კი მაშინ ჩართავს, როცა მის ვერძ ქმარს ეძინება, ან მეგობრებთან ერთად გასართობად წავა.

Astrologia

თევზი ქალი იდეალური ცოლია. მშვიდი და წყნარია, არასდროს შეუბრუნებს სიტყვას აღელვებულ ქმარს. ინტერესეთი უსმენს, თანაგრძნობით ეპყრობა, ცდილობს გამოსავალი მოაძებნინოს. უვლის, ანებივრებს. საქმეებითა და პრობლემებით დაკავებულ ვერძს კი ხშირად ავიწყდება, რომ თევზი ქალი უნდა გაანებივროს, გვერდით დაუდგეს, მოეფეროს. მაგრამ ეგოისტი ვერძი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. როცა მას უყურადღებობასა და უხეშობაში ადანაშაულებენ, ვერც კი ხვდება რა დააშავა. შეიძლება ცოტა ხანი კეთილი და მოსიყვარულე იყოს, მაგრამ შემდეგ ისევ ეგოისტ და მომთხოვნ ქმრად გადაიქცევა. ერთი მხრივ, ეს თევზი ქალის ბრალიცაა. იგი ზედმეტად ანებივრებს ქმარს და ხშირად საკუთარ თავს სწირავს მის კეთილდღეობას.

Astrologia

თევზი ქალი შეიძლება ქმრის ერთგული დარჩეს, მაგრამ არც სხვა თაყვანისმცემელი მამაკაცების ყურადღებას უარყოფს. ვინმემ ხომ უნდა აგრძნობინოს, რომ ქალია. სხვათა შორის, არც ვერძი ზის გულხელდაკრეფილი. მასაც სიამოვნებს ქალების მხრიდან ყურადღება. თევზი ეჭვიანი არაა, იგი ენდომა ქმარს. რასაც ვერ ვიტყვით ვერძზე, მაგრამ ამ უკანასკნელს ისე ეშინია საყვარელი ქალის დაკარგვა, რომ ცოლის ყველა თაყვანისმცემელს ცხვირ-პირს დაუმტვრევს.

როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია