მამაკაცის იდეალი - მარსი ქალის ჰოროსკოპში

მამაკაცის იდეალი - მარსი ქალის ჰოროსკოპში

პირად ჰოროსკოპში. რატომ? რატომ და იმიტომ რომ, ასე ზუსტად შეიძლება იმის გაგება თუ რა შანსები გაგაჩნიათ ამა თუ იმ ქალთან. სწორედ მარსის მდებარეობა მოგცემთ მინიშნებას იმის თაობაზე, ხართ თუ არა მისთვის მამაკაცის იდეალთან მიახლოვებული კანდიდატურა და რა უნდა მოიმოქმედოთ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ ქალბატონს თავი შეაყვაროთ... მოკლედ, განვიხილოთ მარსი ქალის ზოდიაქოში ანუ როგორი მამაკაცები ხიბლავს თქვენს რჩეულს.

თუ მას მარსი ვერძის ზოდიაქოში აქვს განლაგებული ექსტრემალი, გამოკვეთილად მამაკაცური ხასიათის, ხისტი, ცოტა დიქტატორული მანერების მქონე, მოხულიგნო ელემენტები მოეწონება. ასეთი ქალის დაპყრობა ადვილი საქმე როდია. შესაძლოა იქეთ დაგიპყროთ კიდეც თუ ძალიან მოეწონეთ და ეს ნუ გაგიკვირდებათ.

თუ მას მარსი კუროს ზოდიაქოში აქვს განლაგებული დინჯი, მეოჯახე, გაწონასწორებული და სტაბილური მამრების მოტრფიალე იქნება. მისთვის თავის მოწონება, შეყვარებულობის ხანგრძლივ პერიოდსა და გეგმაზომიერ ქმედებებს მოითხოვს. მთავარია, იგი თქვენს სიმყარესა და საიმედოობაში დაარწმუნოთ.

თუ მას მარსი ტყუპის ზოდიაქოში აქვს განლაგებული მოლაპარაკე, ინტელექტუალური და კრეატიული აზროვნების მქონე მამაკაცები მოეწონება. ამიტომ, თუ თქვენი განათლების დონე საშუალოზე დაბალია ასეთ ქალთან შანსი არ გაქვთ, თუნდაც ჯარედ ლეტოს ტყუპისცალი იყოთ. ქალს, რომელიც მარსის ამგვარი კომბინაციის მფლობელია "ყურებით უყვარს", ამიტომ მის მოსახიბლად კარგად ალესილი ენა და სიტყვების მარაგი უფროა საჭირო, ვიდრე ძვირფასი საჩუქრები.

თუ მას მარსი კირჩხიბის ზოდიაქოში აქვს განლაგებული იცოდეთ რომ გარეგნული თავდაჯერებულობის მიუხედავად გულში მუდამ მეოჯახე, მზრუნველი, მოსიყვარულე და თბილი მამაკაცის მოლოდინშია. მისთვის აუცილებელია პარტნიორი, რომელიც მას პატარა ბავშვივით გაანებივრებს და ხელის გულზე ატარებს. თუ ამის უნარი გაქვთ, იჩქარეთ ეს ქალბატონი სათქვენოა.

თუ მას მარსი ლომის ზოდიაქოში აქვს განლაგებული იგი მამაცი, პირდაპირი და ავტორიტეტული ტიპებით იხიბლება. ასეთი ქალი პატივს მხოლოდ თავისზე უფრო ძლიერ მამაკაცს სცემს. ამიტომ, თუ საკუთარი ნებისყოფის სიმტკიცეში ეჭვი გეპარებათ ამ ქალს ნუ გაეჯიბრებით. სამაგიეროდ, თუ მან თქვენში მამაკაცის იდეალი დაინახა მისი სახით ერთგულ და მოსიყვარულე პარტნიორს შეიძენთ, რომელიც ძნელბედობის ჟამს გვერდშიც ვაჟკაცურად დაგიდგებათ.

თუ მას მარსი ქალწულის ზოდიაქოში აქვს განლაგებული პრაქტიკული, მოწესრიგებული და გაწონასწორებული მამაკაცების მიმართ იჩენს ინტერესს. ეს ქალი რეალისტი და ძალიან ჭკვიანია. ამიტომ გვერდით შესაფერისი აზროვნების მქონე მამაკაცი ესაჭიროება. თუ მისი მოხიბვლა გინდათ, შეეცადეთ თავი ერუდიციით, კარიერული მიღწევებითა და სტაბილურობით მოაწონოთ. ამასთან ერთად, ვიზუალურადაც კარგად უნდა გამოიყურებოდეთ, განსაკუთრებით კი ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვა მოგეთხოვებათ.

თუ მას მარსი სასწორის ზოდიაქოში აქვს განთავსებული რბილი, გალანტური და შემოქმედებითი ტიპაჟებით იხიბლება. მას მოსწონს ვიზუალურად ლამაზი მამაკაცები. ამიტომ მამაკაცის გარეგნულ მახასიათებლებს საჭიროზე მეტ ყურადღებას აქცევს. მისთვის თავის მოწონება თუ გსურთ არასოდეს იუხეშოთ მისი თანდასწრებით (მისთვის მამაკაცის ვაჟკაცობა უხეშობასთან არ ასოცირდება!!!) . იგი ასევე ვერ იტანს კონფლიქტურ სიტუაციას და ვულგარულ ადამიანებს.

თუ მას მარსი მორიელის ზოდიაქოში აქვს განლაგებული იდუმალებით მოცული, ცოტა პირქუში და დესპოტური ტიპაჟები იზიდავს. ასეთი ქალი მძაფრი ემოციების მოყვარულია, ამიტომ ისეთი პარტნიორებისკენ ილტვის ვინც ერთი შეხედვით მოუხელთებელი და ძნელად მოსახიბლი ეჩვენება. თუ გსურთ მარსით მორიელს მოაწონოთ თავი, მისთვის ხანგრძლივი დროის მანძილზე უნდა დარჩეთ ამოცანად. ასე მასში ინტერესსა და ვნების ქარცეცხლს გააღვივებთ.

თუ მას მარსი მშვილდოსანში აქვს განლაგებული მხიარული, ოპტიმისტი და კონტაქტური მამაკაცები იზიდავს. ასეთი ქალი აღმერთებს მიმოწერით, შორ მანძილზე გაჩაღებულ რომანებს. იგი ბუნებით იდეალისტი და მეოცნებეა. ამიტომ თუ მისი მოხიბვლა გინდათ, ინკოგნიტო თაყვანისმცემლის როლი მოირგეთ და ნაცნობობის პირველ ეტაპზე, მხოლოდ მიმოწერით შემოიფარგლეთ. მერწმუნეთ, რაც უფრო დიდხანს შეინარჩუნებთ "შორი გზიდან მომავალი სატრფოს" იმჯს, მით უფრო მეტად ჩაგთვლით იგი თავის ნანატრ მეორე ნახევრად.

თუ მას მარსი თხის რქის ზოდიაქოში აქვს განლაგებული ასაკით უფროსი, ტრადიციული და თავდაჭერილი ტიპები იზიდავს. იგი ხშირად იხიბლება მაღალი თანამდებობის პირებით და არცთუ იშვიათად აბამს სამსახურეობრივ რომანებს შეფთან. თუ ამ ქალის გულის მოგება გაქვთ განზრახული, მხოლოდ რესპექტაბელური გარეგნობით და კარიერული წინსვლის პერსპექტივით თუ მოაწონებთ თავს. მისთვის აუცილებელია მამაკაცი, რომლის გვერდითაც თავს ღირსეულ ქალად იგრძნობს.

თუ მას მარსი მერწყულის ზოდიაქოში აქვს განლაგებული არასტანდარტული, ინდივიდუალისტი და ცვალებადი ხასიათის ტიპები იზიდავს. იგი იშვიათად აქცევს ყურადღებას მამაკაცის გარეგნობას, მატერიალურ მხარეს ან სოციალურ მდგომარეობას. სამაგიეროდ, აუცილებლად მოიხიბლება თუკი ეტყით, რომ საიდუმლო აგენტი ხართ, რომელიც ნასას კვლევას კურირებს უცხოპლანეტელებთან დაკავშირებით. მისთვის მამაკაცის ინტელექტუალური პოტენციალი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე სხვა დანარჩენი. ამიტომ რაც უფრო მეტი კრეატივით გააოცებთ ასეთ ქალს, მით მეტი შანსი გაქვთ მის გულში ადგილის დასაკავებლად.

თუ მას მარსი თევზების ზოდიაქოში აქვს განლაგებული რბილი ხასიათისა და დამყოლი ბუნების, მზრუნველი მამაკაცი მოეწონება. მისთვის მამაკაცი ემოციური დასაყრდენი უნდა იყოს ცხოვრებაში, რომელიც მასთან ერთად იტირებს საყვარელი ფილმის "ჰეფი-ენდით" დასრულებისას, დაწვრილებით განიხილავს დაქალების სასიყვარულო ამბებს და დილაობით ყავასაც მიართმევს ლოგინში. ჰოდა თუკი ასეთი მამაკაცების რიცხვს განეკუთვნებით, იჩქარეთ მძინარე მზეთუნახავი გელით!

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?