მამაკაცმა რომ არ მიგატოვოთ - ძლიერი სქესის სისუსტეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მამაკაცმა რომ არ მიგატოვოთ - ძლიერი სქესის სისუსტეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კავშირები. შესაბამისად, თუკი თქვენი საყვარელი მამაკაცის ზოდიაქოს ნიშანი იცით, შესაძლებლობა გეძლევათ მასთან ურთიერთობისას ე.წ. "მახვილ კუთხეებს" ოსტატურად აარიდოთ თავი და ცნობილი გამონათქვამი "ქალი კისერია, მამაკაცი კი თავი"... რეალობაშიც დატესტოთ. ხოლო ამ ზემოთ ხსენებულ კისერს რომელ მხარეს მოუნდება თავის შეტრიალება, ეს უკვე თქვენ მარიფათზეა დამოკიდებული.

თუ თქვენი ქმარი ვერძია არასოდეს შეეცილოთ მას პირველობაში, განსაკუთრებით პროფეისული კუთხით. ისეთ ქალთან რომელიც ურთიერთობაში ინიციატივას არ უტოვებს, ვერძი დიდხანს ვერაფრის დიდებით ვერ გაძლებს.

კურო თუა თქვენი მეორე ნახევარი მასთან ურთიერთობისას სტაბილური და გაწონასწორებული უნდა იყოთ. ისეთი ქალები, რომელთაც "კვირაში შვიდი პარასკევი" აქვთ თავში, კუროს აფრთხობს და აშინებს.

ტყუპი მენტორულ, ჭკუის მასწავლებელ ქალს ვერ აიტანს. მას არ შეუძლია გაძლოს ისეთი ქალის გვერდით, რომელიც ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრებით ცხოვრებას აიძულებს. ნურც ზედმეტი სერიოზულობით შეაშინებთ მას.

კირჩხიბს ცოლის სახით ფაქტობრივად "მეორე დედა" სჭირდება. ამიტომ ისეთი ქალი თუ ხართ, ვინც პროფესიული საქმეებით უფროა დაინტერესებული ვიდრე ოჯახით, იცოდეთ, რომ კირჩხიბი გაგექცევათ იქ, სადაც უფრო მეტ სითბოსა და ზრუნვას დაანახვებს ვინმე (ეს შეიძლება საკუთარი დედაც იყოს).

ლომს ზომიერად თავმდაბალი და დიდსულოვანი ქალი სჭირდება გვერდით. თუკი თქვენ მას საკუთარი შესაძლებლობებით გადაამეტებთ და ეცდებით მასზე უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკაოთ როგორც საოჯახო, ისე პროფესიულ საქმიანობაში, მისი სიამაყე შეილახება და აუცილებლად ეცდება, რომ გაცილებით უფრო მოკრძალებული ქალი მონახოს თქვენ შემცვლელად.

ქალწულს მოწესრიგებული, გაწონასწორებული ქალი სჭირდება. თუკი მას თქვენი ხასიათის ექსტრავაგანტურობით, უსისტემო კვების რეჟიმითა და ქაოსურობით შეაწუხებთ იგი აუცილებლად ჩაგილაგებთ ერთ დღესაც ჩემოდანს (თან როგორი აკურატულობით!).

სასწორი ჰარმონიის მოყვარული კაცია. მას ძალიან შეაშინებს ქალი, რომელიც გარეგნული მომხიბვლელობის მიღმა უხეშ და ხისტ ხასიათს მალავს. შესაბამისად, თუ მან მსგავსი სახასიათო შტრიხები აღმოაჩინა თქვენში აუცილებლად იფიქრებს დაშორებაზე.

მორიელი მაქსიმალისტი და გარკვეულწილად დიქტატორი მამაკაცია. ამიტომ ქალი, რომელიც მას მუდმივად ჯიბრში უდგას აუცილებლად გამოიწვევს ამ უკანასკნელის უკმაყოფილებას. თუმცა მას არც მონური ფსიქოლოგიის მქონე მანდილოსანი მოეწონება. გონიერება, წინდახედულება და სექსუალურობა ეს ის "კოზირია", რაც მორიელს ხანგრძლივად "დააბამს" თქვენ გვერდით.

მშვილდოსანი ყველაზე მეტად გაურბის ეჭვიან და მესაკუთრე ქალებს. მას საშინლად აღიზიანებს ასევე ქალი, რომელიც გამუდმებით უკითხავს ნოტაციებს და ასწავლის როგორ იცხოვროს სწორად. შესაბამისად, თუკი თქვენ ე.წ. "ტვინის ბურღების" კატეგორიას განეკუთვნებით, იცოდეთ, რომ მხიარული კენტავრი დიდხანს არ გაჩერდება თქვენთან.

თხის რქა ტრადიციების მოყვარული, წინდახედული და მომთხოვნი კაცია. მას საშინლად აფრთხობს არაპროგნოზირებადი, ზედმეტად ორიგინალური და არასტანდარტული აზროვნების მქონე ქალები. იყავით გაწონასწორებული და მზრუნველი, ასე იგი დიდი ხნით მოგანიჭებთ პრიორიტეტს.

მერწყული ორიგინალურად მოაზროვნე, კრეატიულ და საინტერესო ქალებს ანიჭებს უპირატესობას. მასთან ურთიერთობისას არასოდეს უნდა იყოთ ერთფეროვანი. თუკი მისთვის მუდმივად ამოცანად დარჩენას შეძლებთ, იგი სხვა ქალზე არასოდეს გაგცვლით.

თევზები ემოციურ მხარდაჭერას ეძებს პარტნიორში, ამიტომ თუ ისეთი ქალების კატეგორიას განეკუთვნებით, ვინც ზედმეტად მომთხოვნი და მკაცრია მამაკაცის მიმართ, ნუ გაგიკვირდებათ თუ ერთ დღეს თქვენი თევზი უკანმოუხედავად გაცურავს თქვენგან.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?