მამაკაცთან დაშორების მეთოდები - როგორ დავშორდეთ კირჩხიბს

მამაკაცთან დაშორების მეთოდები - როგორ დავშორდეთ კირჩხიბს

ეძებს, არსებობს ქალების კატეგორია, რომელსაც "ექსი" ვერაფრის დიდებით მოუშორებია თავიდან. ჰოდა, დღეს იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ "ყოფილებს" და აბეზარ თაყვანისმცემლებს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი ზოდიაქოს ნიშანი ზუსტად ვიცით...

როგორ დავშორდეთ კირჩხიბს

საქმე ისაა, რომ კირჩხიბის თავიდან მოცილებაზე არა ერთი და ორი ქალი ოცნებობს, თუმცა ოცნებობს ამაოდ... პრობლემა იმაშია, რომ როცა თქვენ ამ ერთი შეხედვით მოსიყვარულე, მზრუნველ და ერთგულზე ერთგულ ინდივიდს თქვენ ცხოვრებაში უშვებთ, არც კი დაფიქრდებით ალბათ იმაზე, რომ მას შეუძლია სამომავლოდ საკუთარი მზუნველობისა და სიყვარულის მეტასტაზები, აბსოლუტურად აუტანლად და შემაწუხებლად გამოუშვას თქვენს ცხოვრებაში. ამიტომ კირჩხიბთან საბრძოლველად ზომები მანამ უნდა მიიღოთ, სანამ პროცესი ჯერ კიდევ პირველ სტადიას არ გასცილებია. საამისოდ ხშირად აკრიტიკეთ მისი ოჯახის წევრები (განსაკუთრებით დედა), დაუდევრად მოექეცით მისთვის საყვარელ, საგვარეულო რელიკვიებს; ურიგო არ იქნება მტვერის გაწმენდისას შემთხვევით შემოგატყდეთ რომელიმე მათგანი. უმისამართოთ ხარჯეთ მისი ფული... მერწმუნეთ, ყოველივე ამის შემდეგ, თქვენი საქციელით დაპანიკებული კირჩხიბი, თავს სასწრაფოდ უშველის გაქცევით ან ვისკის ბოთლით.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?