არსებობს ქალების კატეგორია, რომელსაც "ექსი" ვერაფრის დიდებით მოუშორებია თავიდან. ჰოდა, დღეს იმაზე ვისაუბროთ თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ "ყოფილებს" და აბეზარ თაყვანისმცემლებს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი ზოდიაქოს ნიშანი ზუსტად ვიცით...
როგორ დავშორდეთ ლომს
ნებისმიერი ქალი, რომელიც აპირებს საკუთარი ცხოვრება ლომს დაუკავშიროს, უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ მას ბედი "ოქროს გალიაში" ცხოვრების პერსპექტივას უმზადებს. აქედან გამომდინარე, თუკი თქვენ ცხონებული მატა ხარის ან კლარა ცეტკინის ტიპის ქალბატონებს განეკუთვნებით, ლომის მხრიდან დიქტატურა ძალიან მალე ამოგივათ ყელში და შესაბამისად, გაგიჩნდებათ სურვილი, მისი მეფური კლანჭებიდან რაც შეიძლება მალე გაითავისუფლოთ თავი. საამისოდ კი, აუცილებლად უნდა მოიკრიბოთ სითამამე და ცხოველთა მეფე სახალხოდ, პატივსაცემი სტუმრების ან ბიზნეს პარტნიორების საზოგადოებაში მასხრად აიგდოთ, ან გულუბრყვილოდ მოუყვეთ ყველას, თუ როგორ მღერის ხოლმე დილაობით შხაპის ქვეშ სიმღერას "თან წაიღე". მერწმუნეთ, ყოველივე ამის შემდეგ, შეურაცხყოფილი ლომი სამუდამოდ გაწყვეტს არათუ თქვენთან ურთიერთობას, თქვენი არსებობის შესახებ ფიქრსაც კი.