არსებობს ქალების კატეგორია, რომელსაც "ექსი" ვერაფრის დიდებით მოუშორებია თავიდან. ჰოდა, დღეს იმაზე ვისაუბროთ თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ "ყოფილებს" და აბეზარ თაყვანისმცემლებს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი ზოდიაქოს ნიშანი ზუსტად ვიცით...
როგორ დავშორდეთ სასწორს
სანამ ამ სტატიას წაიკითხავთ, პირველ რიგში რიტორიკული კითხვა უნდა დაგისვათ - რა ღმერთი გიწყრებათ, რომ ამ ჰაეროვანი და უწყინარი მამაკაცის მოშორება განგიზრახავთ თავიდან? თუმცა, თუკი თქვენ რომელიმე "მამაკაცური ენერგეტიკის" მქონე პლანეტით მართული ქალი ხართ (მაგალითად ვერძი, თხის რქა) შესაძლოა მან სასწორი მამაკაცის სირბილე და გალანტურობა ამოგივიდათ ყელში და ხანდახან სურვილიც კი გაქვთ სპეციალურად გააბრაზოთ, რომ "მაჩოს" თვისებები გამოავლინოს და საბოლოოდ დაგანახვოთ ვინ არის ოჯახში (ურთიერთობაში) უფროსი. მაგრამ სასწორი, რომელიც ვენერას მიერ იმართება ძნელად გამოვა წყობიდან, მით უმეტეს არ დაგიწყებთ უხეშობას და არ გატკენთ გულს არაფრის დიდებით (არადა, იქნებ ძალიანაც გინდათ, რომ გეუხეშოთ). ამიტომ საიმისოდ, რომ მისი მომაბეზრებელი რევერანსებისგან დაიხსნათ თავი, აუცილებელია იქით გამოავლინოთ დებოშისა და უტაქტობის მაგალითები. ხშირად გააკრიტიკეთ ხალხში, თანაც რაც შეიძლება პირდაპირ და უცერემონიოდ. მაქსიმალურად იმოქმედეთ მის თავმოყვარეობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გვერდით მუდმივად მოუწესრიგებელი და უგემოვნოდ ჩაცმული გამოიყურებოდეთ. შეარცხვინეთ თქვენი ინტელექტით და ცუდი მანერებით. გააწყვეტინეთ საინტერესო საუბარი, როცა იგი მხიარულ კომპანიაში რაიმე ინტელექტუალურ თემაზე ბაასობს რეპლიკით "მერამდენედ ყვები ამას". მერწმუნეთ, თუკი ამგვარი ქაოსური, არაპროგნოზირებადი, უხეში და ფეთხუმი იქნებით სასწორის ესთეტი ბუნება საგრძნობლად შეილახება. რის შედეგადაც იგი თავადვე შემოგთავაზებთ დაშორებას (დიახ, განქორწინების შემთხვევაშიც კი იგი ჯენტლმენად რჩება!).