არსებობს ქალების კატეგორია, რომელსაც "ექსი" ვერაფრის დიდებით მოუშორებია თავიდან. ჰოდა, დღეს იმაზე ვისაუბროთ თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ "ყოფილებს" და აბეზარ თაყვანისმცემლებს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი ზოდიაქოს ნიშანი ზუსტად ვიცით...
როგორ დავშორდეთ თხის რქას
თხის რქის ზოდიაქოს პლანეტა სატურნი მართავს, რომელიც თავის მხრივ ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცს ხასიათში პრაქტიკულობას, წინდახედულობას, სიმშვიდეს და სიჯიუტეს ანიჭებს. ამიტომ მამაკაცი თხის რქები ძნელად, ხანგრძლივი აწონ-დაწონის და ფიქრის შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას იმის შესახებ თუ ვინ აირჩიონ პარტნიორად. თანაც, არა ერთი ან ორი კვირით არამედ ხანგრძლივი ვადით და სულაც ცხოვრების ბოლომდე. შესაბამისად, თუკი თქვენ თხის რქასთან აპირებთ ამ "საუკუნოვანი" კავშირების გაწყვეტას, მოგიწევთ მთელი თქვენი ჭკუა-გონება და ნებისყოფა ჩართოთ საქმეში.
თხის რქას რომ თქვენზე წარმოდგენა დაეკარგოს, ამისთვის საჭიროა იყოთ ზედმეტად ულტრა-თანამედროვე, ექსტრავაგანტური, უპრინციპო და ანჩხლი. ხშირად უნდა მოუწყოთ საზოგადოებაში სკანდალები და აქტიურად დააფიქსიროთ როგორ ვერ იტანთ სნობიზმს, რაც თხის რქის ზოდიაქოს წარმომადგენლებს მეტ-ნაკლებად ყოველთვის გამოკვეთილი აქვთ ხასიათში. თხის რქის თავიდან მოსაცილებლად მისი ოჯახის წევრებზე, ტრადიციებსა და საგვარეულო ლეგენდებზე ქირქილი და ხუმრობაც გამოგადგებათ.
თხის რქები პატივს სცემენ ოჯახის წევრებს. შესაბამისად, მის დედა-მამასთან ცუდად მოქცევაც ერთგვარი კოზირია თქვენს ხელში საიმისოდ, რომ თქვენმა ექსსატრფომ აღარ მოისურვოს ურთიერთობების გაგრძელება. მაგრამ კონტრ-დარტყმა მისთვის მაინც სამსახურისა და პროფესიული ინტერესების აბუჩად აგდება იქნება. დასცინეთ მის მიღწევებს, არაფრად ჩააგდოთ ის დიპლომები და ტიტულები, რომელსაც თხის რქა წლების მანძილზე მონდომებით აგროვებს. აი, ამ ნაბიჯის შემდეგ მერწმუნეთ, მას თქვენ ვეღარასოდეს იხილავთ.