მამაკაცთან დაშორების მეთოდები - როგორ დავშორდეთ თევზს

მამაკაცთან დაშორების მეთოდები - როგორ დავშორდეთ თევზს

, არსებობს ქალების კატეგორია, რომელსაც "ექსი" ვერაფრის დიდებით მოუშორებია თავიდან. ჰოდა, დღეს იმაზე ვისაუბროთ თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ "ყოფილებს" და აბეზარ თაყვანისმცემლებს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი ზოდიაქოს ნიშანი ზუსტად ვიცით...

როგორ დავშორდეთ თევზს

მამაკაცი თევზები ერთბაშად ორი პლანეტის - ნეპტუნისა და იუპიტერის მმართველობის ქვეშ მყოფი ინდივიდია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანს ხასიათში სენტიმენტალურობასა და მელანქოლიურობასთან ერთად გააჩნია გარკვეული თვისებები, რომელიც მშვილდოსან მამრებში გვხვდება - კერძოდ გულუხვობა და ოპტიმიზმი. თევზი კარგი მრჩეველი და მსმენელია, იგი მზადაა გითანაგრძნოთ ნებისმეირ სიტუაციაში თუნდაც თქვენ მისთვის უკვე "ყოფილის" სტატუსს ფლობდეთ. იგი ხათრიანი და უკონფლიქტოა ხშირ შემთხვევაში, თუმცა ზოგჯერ სული წასძლევს და თუ ძალიან დაიტანჯა თქვენთან ურთიერთობისას ერთი-ორგან აუცილებლად წაიწუწუნებს თევზურად, ვითომ თავისთვის არცთუ მაინცდამაინც სხვების გასაგონად. მისი თავიდან მოცილება ქალს შეიძლება იმიტომ უნდოდეს, რომ თევზ მამაკაცს ხასიათში სიხისტე და მამაკაცური სიუხეშე აკლია. თუმცა ეს არ ეხება ყველა ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს. ამიტომ საიმისოდ, რომ თევზთან ურთიერთობა დროულად გავწყვიტოთ, პირველ რიგში საჭიროა მოვერიოთ მასთან დაკავშირებულ სიბრალულის გრძნობას, იმიტომ რომ მამაკაცი თევზი განშორებისას ემოციებს საკმაოდ მძაფრად და სენტიმენტალურად გამოხატავს. საიმისოდ რომ იგი უმტკივნეულოდ მოიცილოთ თავიდან, პირველ რიგში ჯობია მეგობრობა შესთავაზოთ და აუხსნათ, რომ მიზეზი მასში კი არა თქვენშია. თევზები გიჟდებიან ფსიქოლოგის როლის მორგებაზე, ამიტომ თუ ისე გააკეთებთ თითქოს პრობლემა თქვენი მძიმე ხასიათია და თავად არაფერშია დამნაშავე, მასთან ურთიერთობის გაწყვეტა უფრო გაგიადვილდებათ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?