არსებობს ქალების კატეგორია, რომელსაც "ექსი" ვერაფრის დიდებით მოუშორებია თავიდან. ჰოდა, დღეს იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორ და რა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ "ყოფილებს" და აბეზარ თაყვანისმცემლებს, იმ შემთხვევაში, თუკი მათი ზოდიაქოს ნიშანი ზუსტად ვიცით...
როგორ დავშორდეთ ვერძს
თუ ვერძის თავიდან მოშორება გინდათ, ურთიერთობაში ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეთ. იქით ურეკეთ, მოიკითხეთ, დაპატიჟეთ სადმე, შეახსენეთ, რომ სამსახურში არ დააგვიანდეს, ახალი პროექტი დროზე დაასრულოს, საეჭვო ტიპებთან არ იმეგობროს და ა.შ. ყოველივე ამას ვერძის მხრიდან ჯერ გულწრფელი გაოცება, შემდეგ კი აშკარა და ხმაურიანი პროტესტი მოჰყვება, რომლის შემდეგაც თქვენ მას სავარაუდოდ ვეღარასოდეს ნახავთ.