უმიზეზოდ – ღალატი, ღალატია და შერყეული ნდობის აღდეგანს ზოგიერთი დიდხანს ან სულაც ვერ ახერხებს ცხოვრების მანძილზე. თუმცა როგორც ასტროლოგიური პრაქტიკა ცხადყოფს, საიმისოდ, რომ ღალატის მსხვერპლად არ იგრძნოს თავი, ქალსაც მოეთხოვება გარკვეული "პრევენციული ზომების" მიღება იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა მისი მეუღლე...
რატომ ღალატობს ლომი?
ლომს უყვარს როცა ქალები თავად ცდილობენ მის ხელში ჩაგდებას და მოპოვებას. სხვაგვარად როგორ? ის ხომ მეფეა, მეფის გვერდით ყოფნა კი ნებისმიერი მოკვდავისთვის სანატრელი და რაც მთავარია, საოცნებო უნდა იყოს. ბუნებით ეს კაცი ერთგულია, ამასთან ერთად საშინლად ზარმაციც საიმისოდ, რომ ვინმე ახალ საკბილოზე აზარტში შესულმა ინადიროს.
თუმცა, აქილევსის ქუსლიც გააჩნია მას – ეს გახლავთ სწორედ ზემოხსენებული პატივმოყვარეობა და სურვილი, მიდმივად იყოს ნომერ პირველი საყვარელი ქალის გულში... ამიტომ თუკი ქმარი ლომის ღალატის ფაქტზე გსმენიათ კიდეც რამე, მერწმუნეთ სითბოსა და დაფასების ნაკლებობაში იქნებოდა საქმე ცოლის მხრიდან. არ აქვს მნიშვნელობა მეუღლე მას ჯეროვან ყურადღებას რა მიზეზით ვეღარ აქცევს, ეს შეიძლბა სამსახურებრივი საქმეებით ზედმეტი გადატვირთვაც იყოს და უბრალოდ ჩვილი ბავშვის მოვლაც, რომელიც არანაკლებ შრომატევადი საქმეა ქალისთვის.
თუკი გსურთ, რომ ლომმა არასოდეს გიღალატოთ, პერიოდულად მაინც უნდა გამონახოთ წუთები მისთვის თბილი სიტყვების სათქმელად და კომპლიმენტებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში აფერისტი ქალების მეტი რაა... ლომის სისუსტით კი შესაძლოა ვინმემ მართლაც ბოროტად ისარგებლოს და მერე აღარ გიშველით სცენები და მონანიებები. იგი თქვენთან აღარ დაბრუნდება.