"მიზეზით" ხდება ეს თუ უმიზეზოდ – ღალატი, ღალატია და შერყეული ნდობის აღდგენას ზოგიერთი დიდხანს ან სულაც ვერ ახერხებს ცხოვრების მანძილზე. თუმცა, როგორც ასტროლოგიური პრაქტიკა ცხადყოფს, საიმისოდ, რომ ღალატის მსხვერპლად არ იგრძნოს თავი, ქალსაც მოეთხოვება გარკვეული "პრევენციული ზომების" მიღება იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა მისი მეუღლე...
რატომ ღალატობს ქალწული
როგორც წესი, ქალწულის ნიშნით დაბადებული მამაკაცების უმეტესობა, სანიმუშო ერთგულების უნარით გამოირჩევა. ქალწული თუკი იგი ქორწინების აბსოლუტურ სიმყარეშია დარწმუნებული, ნაკლებად ცდილობს გული "გვერდზე სეირნობას" გადააყოლოს. მას ყოველთვის მიეჩქარება სახლში, სადაც სიმყუდროვე, კომფორტული ჩუსტები, ჯანსაღი ვახშამი და საინტერესო წიგნი ეგულება წასაკითხად. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ ზემოხსენებულ სახლში მისი მისვლისას მეუღლე სისტემატიურად არ იმყოფება, იმიზეზებს მუდმივ მოუცლელობას და იშვიათად იცლის მისი სამოსის მოსაწესრიგებლად, ქალწული აუცილებლად დაფიქრდება მოძებნოს გაცილებით უფრო კომფორტული გარემო, სამსახურის შემდეგ საღამოს გასატარებლად.
თავიდან ეს შესაძლოა უბრალოდ ინტელექტუალური საუბრები იყოს რომელიმე სიმპათიურ და განათლებულ ქალ კოლეგასთან, მაგრამ ამ ზემოხსენებულ კოლეგას თუ გამჭრიახ გონებასთან ერთად, კომფორტული სახლი, გემრიელი ვახშმის მომზადების ნიჭი და ლოიალური მიდგომაც აღმოაჩნდა მამაკაცების მიმართ, დიდი ალბათობით თქვენი მოწესრიგებული, პეწენიკი მეუღლე მალე მასთან დაიდებს ხანგრძლივი ვადით ბინას. ამიტომ საიმისოდ, რომ ქალწულის მხრიდან ღალატის ფაქტი აიცილოთ, აუცილებელია მეტი ზრუნვით მოეკიდოთ მას. ხოლო, რაც შეეხება პოტენციურ მეტოქედ ჩათვლილ მის თანამშრომელს, გაკვრით აღნიშნეთ, რომ ამ ქალს ცოტა არ იყოსდა მოგრეხილი ფეხები აქვს... თანაც ისე, რომ სხვამაც დაგიდასტუროთ. ყველაფერში ჰარმონიის მოყვარული და მეწვრილმანე ქალწული მისკენ აღარასოდეს გაიხედავს.