მამაკაცური ღალატის ასტროლოგიური ახსნა - რატომ ღალატობს სასწორი?

მამაკაცური ღალატის ასტროლოგიური ახსნა - რატომ ღალატობს სასწორი?

უმიზეზოდ – ღალატი, ღალატია და შერყეული ნდობის აღდეგანს ზოგიერთი დიდხანს ან სულაც ვერ ახერხებს ცხოვრების მანძილზე. თუმცა როგორც ასტროლოგიური პრაქტიკა ცხადყოფს საიმისოდ, რომ ღალატის მსხვერპლად არ იგრძნოს თავი, ქალსაც მოეთხოვება გარკვეული "პრევენციული ზომების" მიღება იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა მისი მეუღლე...

რატომ ღალატობს სასწორი?

ასტროლოგები თვლიან, რომ სასწორის ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ღალატისკენ თვალი მხოლოდ მაშინ გაურბის, როცა რეალურად და ყურებამდე შეყვარებულია სხვაზე. სასწორი ჰარმონიის მოყვარული ინდივიდია. შესაბამისად, ოჯახური ურთიერთობები მისთვის ძალზე მნიშვნელოვანი თემაა ცხოვრებაში, მით უმეტეს თუ მეუღლე მას ყველანაირად უგებს და აკმაყოფილებს. ამიტომ შექმნილი ჰარმონიული სიტუაციის დანგრევა და ახალ, გაურკვეველ მდგომარეობაზე გადასვლა სასწორში შინაგან პანიკასა და ნერვიულობას იწვევს. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თუკი სასწორი სხვა ქალმა სერიოზულად გაიტაცა, მეუღლესთან ოფიციალურ განორწინებმდე შესაძლოა მასთან მარტოოდენ პლატონური კავშირით დაკმაყოფილდეს. თუმცა, რომელი ქალი იგრძნობს შვებას იმის გაგონებაზე, რომ მისი მეუღლე ახალ შეყვარებულთან მარტოოდენ ლექსების კითხვითა და ფილოსოფიური მსჯელობებითაა დაკავებული საღამოობით, როცა სახლში მოსვლა აგვიანდება. ღალატი ღალატია, ნებისმიერ კონტექსტში! საიმისოდ რომ თქვენმა მეორე ნახევარმა სასწორმა ზემოთსენებულ სიტუაციამდე არ მიიყვანოს საქმე, სასურველი იქნება, ურთიერთობაში მეტი რომანტიკა და სიხალისე შეიტანოთ. მაშინ ყოველდღიური რუტინით თავმობეზრებული, ბუნებით ესთეტი სასწორი აღარ დაიწყებს თქვენი შემცვლელის სხვაგან ძებნას.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?