უმიზეზოდ – ღალატი, ღალატია და შერყეული ნდობის აღდეგანს ზოგიერთი დიდხანს ან სულაც ვერ ახერხებს ცხოვრების მანძილზე. თუმცა, როგორც ასტროლოგიური პრაქტიკა ცხადყოფს, საიმისოდ, რომ ღალატის მსხვერპლად არ იგრძნოს თავი, ქალსაც მოეთხოვება გარკვეული "პრევენციული ზომების" მიღება იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა მისი მეუღლე...
რატომ ღალატობს მორიელი?
ერთი შეხედვით ავყია ცინიკოსის შთაბეჭდილებას ტოვებს. მაგრამ სულის სიღრმეში მორიელს გასაოცარი რომანტიკული ემოციების ტარება შეუძლია. ამასთან ერთად, მას აქვს სისუსტე... დიდი სისუსტე – ჩვევა, მიეჯაჭვოს პარტნიორს ემოციურად. მორიელს მაგნიტივით იზიდავს ამოუცნობი, ცოტათი საბედისწერო და რთული ხასიათის ქალები. ამიტომ სასურველია მისმა მეუღლემ ეს კარგად გაითავისოს და თუნდაც ათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მისთვის ბანალურ ყოველდღიურობად არ იქცეს როგორც პიროვნება და ინდივიდი.
რაც მეტ სიურპრიზს მოუმზადებთ მორიელ ქმარს ურთიერთობისას, რაც უფრო მრავალშრიანი პიროვნება იქნებით მის თვალში იგი მით უფრო მეტად გახდება თქვენზე დამოკიდებული და მოჯაჭვული. გახსოვდეთ, მარტივად ამოსახსნელ-გასაშიფრი ქალი მორიელის სტილი არ არის. მაგრამ თუ იგი მიხვდა, რომ სიტუაციის ბატონ-პატრონი თავადაა თქვენს ურთიერთობაში, მას შეუძლია პერიოდულად შეგნებულადაც კი მისცეს თავს ფლირტის ან სულაც ღალატის უფლება, მარტოოდენ იმიტომ რომ ასე საკუთარი მორიელური ბუნების ნეგატიური მხარე წაახალისოს. ქალს, რომელიც მორიელთან მარტივად ხსნის კარტებს იმ თაგვის როლი ერგება, რომელსაც კატა ხან გაუშვებს, ხანაც კი ისევ მჭიდროდ გამოიმწყვდევს კლანჭებს... ნუ დაგავიწყდებათ, მორიელი სისასტიკით განთქმული ნიშანია. უბრალოდ, ზოგიერთი სხვა მამაკაცისგან განსხვავებით ამ კაცს მანიპულაციის უნარიც გააჩნია საიმისოდ, რომ სასტიკ მოპყრობასთან ერთად, პერიოდულად უჩვეულოდ ნაზიც იყოს... მხოლოდ და მხოლოდ მსხვერპლისთვის თვალის ასახვევად.
მაგრამ ზუსტად ამგვარ მეორე ნახევარს უღალატებს იგი ხშირად, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე. შესაბამისად, თუკი გსურთ, რომ თქვენმა მორიელმა სამართლიანობის პრინციპი არასოდეს დაარღვიოს პარტნიორულ ურთიერთობაში, მის წინაშე ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე უნდა შეგეძლოთ დგომა. ლოიალურობა არ ნიშნავს მონურ მორჩილებას, მორიელთან ურთიერთობაში ეს კარგად დაიმახსოვრეთ!