ხდება ეს თუ უმიზეზოდ – ღალატი, ღალატია და შერყეული ნდობის აღდეგანს ზოგიერთი დიდხანს ან სულაც ვერ ახერხებს ცხოვრების მანძილზე. თუმცა, როგორც ასტროლოგიური პრაქტიკა ცხადყოფს, საიმისოდ, რომ ღალატის მსხვერპლად არ იგრძნოს თავი, ქალსაც მოეთხოვება გარკვეული "პრევენციული ზომების" მიღება იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა მისი მეუღლე...
რატომ ღალატობს მერწყული?
ასტროლოგები თვლიან, რომ მოღალატე ქმრების "ოქროს სიას" მშვილდოსანთან ერთად, მამაკაცი მერწყულებიც სავსებით დამსახურებულად ამშვენებენ. მერწყული ჰაერის ნიშანია, ამასთან ერთად, პლანეტა ურანით მართული ამიტომა მას ცვალებდი ხასიათი და მუდმივად სიახლეების მაძიებლობა ახასიათებს. აზრი არ აქვს მისი სასიყვარულო ინტრიგების შესახებ სიმართლის გამორკვევი მცდელობას ცოლის მხრიდან, მერწყული უზადო ფანტაზიის ნიჭითაა დაჯილდოებული, ამიტომ ნებისმიერს აურევს გზა კვალს. შესაბამისად, სიმართლეს ალბათ მეუღლე მასზე ვერც ვერასოდეს გაიგებს. თუმცა, თუკი ახალმა გატაცებამ სერიოზულად დააინტერესა შესაძლოა თავად შემოგთავაზოთ დაშორება და სამომავლოდ კარგ მეგობრებად დარჩენა. მერწყულების უმეტესობა განსაკუთრებული მიჯაჭვულობით არასოდეს გამოირჩევა სასიყვარულო პარტნიორების მიმართ. შესაბამისად, არც განქორწინებას აღიქვამს ეს ხალხი დიდ ტრაგედიად. ამასათან ერთად, მეუღლის საპასუხო ნაბიჯს ღალატზე, ღალატითვე უპასუხობს მერწყული არასოდეს მიიღებს შურისძიებად და, რა თქმა უნდა, არც არასოდეს იეჭვიანებს დიდად. ერთადერთი მეთოდი საიმისოდ, რომ ეს კაცი თქვენ გვერდით ხანგრძლივი ვადით გააჩეროთ არის ის, რომ მას მაქსიმალურად მიანიჭოთ თავისუფლება. ამასთან ერთად, თავად საკუთარ პროფესიაში რეალიზებული, დაკავებული და ერუდირებული ქალი უნდა ბრძანდებოდეთ. მერწმუნეთ, ასეთ მანდილოსანს მამაკაცი მერწყული მარტივად არასოდეს გაცვლის სხვაზე.