ეს თუ უმიზეზოდ – ღალატი, ღალატია და შერყეული ნდობის აღდეგანს ზოგიერთი დიდხანს ან სულაც ვერ ახერხებს ცხოვრების მანძილზე. თუმცა როგორც ასტროლოგიური პრაქტიკა ცხადყოფს საიმისოდ, რომ ღალატის მსხვერპლად არ იგრძნოს თავი, ქალსაც მოეთხოვება გარკვეული "პრევენციული ზომების" მიღება იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა მისი მეუღლე...
რატომ ღალატობს კურო
შეიძლება თამამად ითქვას, რომ კუროების დიდი ნაწილი იშვიათად და საკმაოდ უხალისოდ ღალატობს ცოლს. კურო მიწის ნიშანია, სტაბილურობის, სიმშვიდის, სიმყუდროვისა და "შეჩვეული ჭირის" მოყვარული. ამიტომ, საკუთარ ცხოვრებაში სიახლეს თუნდაც მოკლევადიანი გატაცების სახით იგი ერთობ დიდი სიფრთხილით ეკიდება. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენ ქმარ კუროს გემოვნება ან აღქმა აკლია, კურო ვენერით მართული ნიშანია ნუ დაგავიწყებათ ძვირფასო ქალებო. ამიტომ, ლამაზმანების მიმართ გულგრილი როდია ეს სავსებით მიწიერი მამაკაცი, უბრალოდ მას საკმარისი მოთმინება და ნებისყოფა გააჩნია საიმისოდ, რომ ერთი ქალის ერთგულება შესძლოს. თუ, რა თქმა უნდა, თავად ეს ქალი, სითბოს, ყურადღებასა და სიყვარულს არ მოაკლებს.
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამრები, როგორც წესი მხოლოდ მაშინ ნებდებიან "გატაცებას გვერდზე" თუკი ოჯახში ქაოსი აქვთ, ცოლი ანჩხლობს, მწარე სიტყვებს არ იშურებს მისთვის ან ყველაზე მთავარი – არასოდეს აქვს თავის დროზე მზად სადილ-ვახშამი. დაიმახსოვრეთ! ეს ბოლო პუნქტი კურო მამაკაცისთვის ტრაგედიის ტოლფასია. შესაბამისად, თუკი მაინც სადმე მოჰკრავთ ყურს ქმარი კუროს მოღალატეობის შესახებ, სასურველი იქნება ამ უკანასკნელის ცოლი ჩააყენოთ საქმის კურსში და ურჩიოთ "პროფილაქტიკის" მიზნით მეუღლის მიმართ ყურადღებისა და ზრუნვის დოზა გაზარდოს.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ თავად ხართ "სხვის ბოსტანში მოსეირნე" კუროს მეორე ნახევარი, გირჩევთ, მეუღლესთან ყველაფერი დროულად გაარკვიოთ და პრობლემის მოგვარება კონსტრუქციული დიალოგითა და ლოიალური მიდგომით სცადოთ. ჰკითხეთ თქვენს მეორე ნახევარს ღალატის რეალური მოტივები, მიეცით საშუალება გულწრფელობაზე წამოვიდეს თქვენთან. მერწმუნეთ, მომხდარის მიზეზი ვიღაცის ლამაზი, გრძელი ფეხები კი არა ქმრის ნახევარფაბრიკატებით კვება იქნება, რომელსაც ცოლი მოუცლელობის გამო უმზადებდს მას.