უმიზეზოდ – ღალატი, ღალატია და შერყეული ნდობის აღდეგანს ზოგიერთი დიდხანს ან სულაც ვერ ახერხებს ცხოვრების მანძილზე. თუმცა როგორც ასტროლოგიური პრაქტიკა ცხადყოფს საიმისოდ, რომ ღალატის მსხვერპლად არ იგრძნოს თავი, ქალსაც მოეთხოვება გარკვეული "პრევენციული ზომების" მიღება იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა მისი მეუღლე...
რატომ ღალატობს ტყუპი?
მიუხედავად იმისა, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ერთი შეხედვით საკმაოდ ცვალებადი და არასტაბილური მოჩანს, რეალური ფიზიკურ ღალატზე იგი იშვიათად მიდის და მისი "ცელქობა" მარტოოდენ მსუბუქი ფლირტით შემოიფარგლება საპირისპირო სქესთან. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ქმარი ტყუპი ცოლს ფიზიკურად ღალატობს განქორწინდებაზე საბუთების შეტანა ამ უკანასკნელის მხრიდან ნაადრევი იქნება, იმიტომ რომ ტყუპის ცვალებდი ბუნებიდან გამომდინარე იგი ახალ გატაცებას მაქსიმუმ ერთი ან ორი კვირის შემდეგ უკვალოდ დაივიწყებს.
ამ მამაკაცისთვის ღალატიც უბრალოდ მეთოდია ყოველდღიური მოწყენილობისგან თავის დასაღწევად. ამიტომ როგორც კი იგრძნობს, რომ გონება საკმარისად "გაანიავა" ისევ უბრუნდება ძველი დისლოკაციის ადგილს ისე, ვითომც არაფერი მომხდარა. ამიტომ მისი ამგვარი "ხუშტურები" ტყუპის მეწყვილემ გულთან ახლოს ნაკლებად უნდა მიიტანოს.
ტყუპი მაძიებელი ნიშანია. შესაბამისად, ამ ნიშნით დაბადებულ მამრებს მუდმივად აქვთ სიახლისა და ცვლილებებისკენ მძაფრი მოთხოვნილება. საუკეთესო პრევენცია თქვენი "ჰაეროვანი მეუღლის" მხრიდან ხელმეორედ ღალატის შემთხვევის თავიდან ასაცილებლად არის ის, რომ სასურველია, მასთან სასაუბროდ მეტი დრო გამონახოთ. ტყუპი აფასებს მენტალურ კავშირს. შესაბამისად, თუკი თქვენი ურთიერთობა ინტელექტუალურ მიჯაჭვულობას ეფუძნება მისი ღალატის ალბათობაც მინიმუმამდეა დაყვანილი.