მამაკაცური ღალატის ასტროლოგიური ახსნა - რატომ ღალატობს ვერძი?

მამაკაცური ღალატის ასტროლოგიური ახსნა - რატომ ღალატობს ვერძი?

ეს თუ უმიზეზოდ – ღალატი, ღალატია და შერყეული ნდობის აღდგენას ზოგიერთი დიდხანს ან სულაც ვერ ახერხებს ცხოვრების მანძილზე. თუმცა, როგორც ასტროლოგიური პრაქტიკა ცხადყოფს საიმისოდ, რომ ღალატის მსხვერპლად არ იგრძნოს თავი, ქალსაც მოეთხოვება გარკვეული "პრევენციული ზომების" მიღება იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადა მისი მეუღლე...

რატომ ღალატობს ვერძი

ვერძი მამაკაცების დიდი ნაწილი საკმაოდ ერთგულია მანამ სანამ ურთიერთობაში ე.წ. "რომანტიკული სული" ტრიალებს და ვნების ცეცხლი ღვივის. თუკი ქმარი ვერძი ცოლს მაინც ღალატობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ძალიან დაიღალა ყოველდღიური რუტინისგან და ცოტა ხნით, უბრალოდ "აიწყვიტა"...

თუმცა, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს, ეს მოკლევადიანი "აწყვეტის" პერიოდი გამორიცხული არ არის რომ მეუღლის პასიურობის გამო, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდით გაიწელოს. საქმე იმაშია, რომ ვერძი ბუნებით ენთუზიასტი ტიპია; შესაბამისად, თუკი იგი "სამიზნემ" სერიოზულად გაიტაცა, გამორიცხული არ არის რაღაც პერიოდი საერთოდაც დაივიწყოს ოჯახისა და ცოლ-შვილის არსებობა.

გამოსავალი ის არის, რომ მასში თანდაყოლილი ეჭვიანობა და მესაკუთრის ინსტინქტი გააღვიძოს მეორე ნახევარმა. შეეცადეთ თუნდაც "ყალბად" აეჭვიანოთ... ეს მამაკაცი დიდი დაკვირვებულობით არ გამოირჩევა, ამიტომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფარსს მალე მიხვდეს... მთავარია, მისი სიფიცხე და ცეცხლოვანი ტემპერამენტი თქვენკენ აღმოჩნდეს მომართული და თუნდაც ჩხუბითა და სკანდალებით დაგიბრუნდეთ უკან (რაც უდავოდ ასე იქნება) იგი რაღაც პერიოდის მანძილზე მაინც არაფრის დიდებით არ მოადუნებს ყურადღებას თქვენ მიმართ.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?