ესენია: ცეცხლი, ჰაერი, წყალი და მიწა. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნის წარმომადგენელს მმართველი სტიქიის მიხედვით სხვადასხვა სახის მავნე ჩვევებისკენ გააჩნია მიდრეკილება.
ცეცხლის სტიქია
ვერძები, ლომები და მშვილდოსნები ყველაზე ფიცხი, ექსტრიმის მოყვარული და რისკიანი მამაკაცები არიან. მათი ძირითადი პრობლემაც სწორედ გაუაზრებელ რისკს უკავშირდება. ეს ხალხი არაერთგზის ხვდება ავარიებში ავტომობილის გადამეტებული სიჩქარით მართვის გამო. ხშირად იწყებს მუშტი-კრივს რაც სავალალო შედეგებით სრულდება. ნაცვლად იმისა, რომ მოწინააღმდეგესთან საქმე დიპლომატიური საუბრით გაარკვიოს. ცეცხლოვან მამრებს ძალიან უყვართ იარაღი, თუმცა ხშირად მათი ეს გატაცება ტრაგიკულადაც სრულდება თუ გავითვალისწინებთ მათ მკვეთრ ტემპერამენტს და მოჭარბებულ აგრესიულობას.
მიწის სტიქია
კუროებს, ქალწულებსა და თხის რქებს გაწონასწორებული ხასიათი, ცივი გონება და პრაქტიკულობა გამოარჩევს სხვებისგან. თუმცა, მავნე ჩვევებისკენ მიდრეკილება მათაც გააჩნიათ. კუროს ნაკლი ღორმუცელობაა, რის გამოც იგი ხშირად იმატებს წონაში. ქალწული გადამეტებული მეწვრილმანეობით გამოირჩევა, საკმარისზე მეტ დროს უთმობს საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვას, რის გამოც მის გვერდით ყოფნა ზოგჯერ ქალისთვის აუტანელი ხდება. თხის რქის მავნე ჩვევა კი ქრონიკული "ვოკოჰოლიზმი" და კარიერისტული მისწრაფებებია, რის გამოც მამაკაც თხის რქებს პირად ცხოვრებაზეც შეუძლიათ ხშირად უარის თქმა.
ჰაერის სტიქია
ტყუპის, სასწორებისა და მერწყულების დიდი ნაწილი კი, როგორც წესი, არასტაბილურობით და ზოგადად, არაპროგნოზირებადი ხასიათით გამოირჩევა. მათთვის ძალიან რთულია მიეჩვიონ პასუხისმგებლობას, ამიტომ ნებისმიერი სახის სერიოზულ ურთიერთობას აღიქვამენ როგორც ბორკილებს და ჩარჩოებს. ბევრი მათგანი ასევე მიდრეკილია აწარმოოს ორმაგი (ხან სულაც სამმაგი) თამაში სასიყვარულო ფრონტზე, რაც ასევე ხშირად ხდება მათთვის პრობლემების მიზეზი პირად ცხოვრებაში.
წყლის სტიქია
კირჩხიბების, მორიელებისა და თევზების მთავარი პრობლემა ზემგრძნობადობა და ეჭვიანობაა. ამ ადამიანებს ზედმეტად ემოციური ხასიათი და ფაქიზი ფსიქიკა გააჩნიათ, ამიტომ სხვა მამაკაცებზე უფრო მძაფრად აღიქვამენ ყველაფერს. მესაკუთრული ბუნების გამო კი ხშირად იტანჯებიან და ქალსაც სტანჯავენ უსაფუძვლო ეჭვიანობით. ბევრი მათგანი მიდრეკილია ალკოჰოლიზმისა და წამალდამოკიდებულებისკენ, რაც ისევ და ისევ მათი ემოციური ბუნებიდან გამომდინარეობს.