აქედან გამომდინარე, მისი არშემჩნევა საზოგადოებაში უბრალოდ წარმოუდგენელია. იშვიათი როდია, რომ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით, არაერთი ცნობილი ლამაზმანი იბადება. ხასიათის ისეთი თვისებების გამო, როგორიცაა მრავალმხრივობა, კრეატიულობა და კომუნიკაბელურობა, მერწყულ ქალთან ურთიერთობა, ნაცნობობის პირველივე დღიდან ძალზე საინტერესოა. თუმცა რაკი იგი თქვენ მიმართ უშუალო, მეგობრულ დამოკიდებულებას იჩენს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას თქვენთან დაკავშირებით რაიმე სახის შორსმიმავალი გეგმები გააჩნია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ თავს ქალური ფსიქოლოგიის დიდ მცოდნედ მიიჩნევთ, მერწყულ ქალთან ურთიერთობა ის იშვიათი გამონაკლისია, როცა თავადვე შეიძლება ეჭვი შეგეპაროთ საკუთარ შესაძლებლობებში. მერწყული ქალების უმრავლესობას, განსაკუთრებული ჩაცმის მანერა გამოარჩევს სხვებისგან. მათი ნიჭი, სხვადასხვა სტილის და ფაქტურის მქონე სამოსი ერთმანეთს ორიგინალურად შეუხამონ, ხშირად აქცევთ ამ ქალებს მოდის მიმდევართა ფავორიტად. საკუთარი გარეგნობის მიმართ ექსპერიმენტული დამოკიდებულება, ამ ქალს ხასიათში აქვს გამჯდარი. ამიტომ დღეს თუ ფაფუკი კულულებით გამოგეცხადათ, ხვალ ან ზეგ საერთოდ თავგადაპარსული რომ ნახოთ, კეფაზე იდუმალებით მოცული ტატუს თანხლებით, ნუ გაგიკვირდებათ.
ტიპიური წარმომადგენელი - მოდელი ბარ რაფაელი
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, ახასიათებთ ადვილად მოერგონ და შეეგუონ ახალ გარემოს. მძაფრად განვითარებული ინტუიცია, ბევრ მათგანს გარშემომყოფთა დამოკიდებულების უშეცდომოდ გამოცნობაში ეხმარება, რაც თავისთავად ხელისშემწყობი ფაქტორია მათთვის, სიტუაციით ლავირების კუთხით. არცთუ იშვიათად ურანის სიხშირის გამო, ბევრი მერწყული ქალი წინასწარმეტყველების უცნაური ნიჭით გამორჩევა. თუმცა ეს უფრო მომავლის ხედვის უნარია, ვიდრე ინტუიციაზე დაყრდნობით, მოსალოდნელი მოვლენების პროგნოზირება. ურანი ხომ მომავლის პლანეტაა, აქედან გამომდინარე მერწყული არცთუ იშვიათადაა დაჯილდოვებული უნარით ჩაიხედოს მომავალში. ბევრი მერწყული ქალის ცხოვრებაში, ხშირად ეს ნიჭი, სიზმრების სახით ვლინდება. საკუთარი საქციელის აფიშირება, მით უმეტეს ახსნა განმარტებების მიცემა ვინმესთვის, თუ რას ან რატომ აკეთებს, მერწყულს არ ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ქალი მერწყული ყოველთვის იქცევა ისე, როგორც თავად მიაჩნია საჭიროდ და არა ისე როგორც მას მეგობარი, პარტნიორი ან ოჯახის წევრი კარნახობს. ამასთან ერთად, გამოხატული პროტესტის გრძნობა მას თითქმის არასოდეს ახასიათებს. შესაძლოა გულდასმით მოუსმინოს თქვენს რჩევას, თავიც დაგიქნიოთ თანხმობის ნიშნად, მაგრამ საბოლოოდ მაინც ისე მოიქცევა როგორც თავად უნდა. ქორწინებას, როგორც ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგენელი, ქალი მერწყულიც ძალიან გაურბის. მისთვის ოჯახი საკმაოდ რთული პასუხისმგებლობაა, აქედან გამომდინარე ცოლობაზე რომც დაითანხმოთ, ილუზია იმისა, რომ მას ტრადიციულ დიასახლისად გადააქცევთ, ილუზიადვე დარჩება თქვენთვის. საიმისოდ, რომ ამ ქალს თავი მოაწონოთ, რაიმე კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობს. მას ნებისმიერი მამაკაცი მოეწონება, რომელიც მოახერხებს იყოს ბუნებრივი-ანუ ის ვინც სინამდვილეშია. ამის იქეთ, ბილ გეითსის შორეული ნათესავი ხართ თუ უბრალო ოფიციანტი მისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ წარმოადგენს.